TSU ინტელექტუალთა კლუბი

TSU ინტელექტუალთა კლუბი ინტელეტუალური კონკურსები და ღონისძიებების ორგანიზება

20 დეკემბერს თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა "რა? სად? როდის?" ჩემპიონატის ფინალი. 2022 წლის შემოდგომის ...
21/12/2022

20 დეკემბერს თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა "რა? სად? როდის?" ჩემპიონატის ფინალი.
2022 წლის შემოდგომის სეზონის თსუ-ს ჩემპიონი გახდა გუნდი - "უქიმერიონი".
ვულოცავთ ჩემპიონს!
ასევე სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ ყველა გუნდს ვინც ფინალში და რეგულარულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა!
პ.ს.
ფინალშიც გამოგიცხადეთ და აქაც შეგახსენებთ, ხუთშაბათს დღის ბოლომდე ფაკულტეტის გამარჯვებულმა გუნდებმა და ჩემპიონმა მოგვიტანეთ სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საბანკო რეკვიზიტები პირველი კორპუსის #213 აუდიტორიაში, რათა დროულად გაიცეს მოგებული პრიზები.

აპელაციების განხილვის შემდეგ შეიცვალა ორ ფაკულტეტზე არსებული სიტუაცია:იურიდიულ ფაკულტეტზე გუნდებს "შავი მარგალიტი" და "ა...
14/12/2022

აპელაციების განხილვის შემდეგ შეიცვალა ორ ფაკულტეტზე არსებული სიტუაცია:

იურიდიულ ფაკულტეტზე გუნდებს "შავი მარგალიტი" და "ანუბისი" აქვთ თანაბარი 68-68 ქულა და დამატებით შეკითხვებზე ითამაშებენ ფაკულტეტის ჩემპიონის გამოსავლენად;

ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გუნდებს "სემირამიდა" და "გადირია დიდნენეი" აქვთ თანაბარი 60-60 ქულა და ისინიც ითამაშებენ დამატებით შეკითხვებზე ფინალისტის გამოსავლენად;

აღნიშნული ოთხი გუნდი ითამაშებს დამატებით შეკითხვებს პარასკევს 16 დეკემბერს.

დაუკავშირდებიან ხვალ გუნდიდს კაპიტნებს და დროს და ადგილს შეგატყობინებთ.

რაც შეეხება ფინალს:

ფინალი გაიმართება 20 დეკემბერს 18:00 საათზე პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის მისაღებში. ფინალში გასული გუნდები ნახევარი საათით ადრე ანუ17:30-ზე უნდა გამოცხადნენ რეგისტრაციის პროცესის გასავლელად.

გისურვებთ წარმატებებს!

მოგესალმებითგაგაცნობთ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფაკლუტეტებზე არსებულ რეიტინგებს.* ცხრილებში ყვითელი ფერით...
12/12/2022

მოგესალმებით

გაგაცნობთ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფაკლუტეტებზე არსებულ რეიტინგებს.

* ცხრილებში ყვითელი ფერით მონიშნულია ფაკულტეტის გამარჯვებული გუნდები;
* ნარინჯისფერით მონიშნულია ფინალში გასული გუნდები;

შეგახსენებთ, რომ ბოლოტურის შედეგების გასაჩივრების ბოლო ვადაა სამშაბათი (13.12.2022) 23:00.
გასაჩივრების შედეგებს გუნდებს ვაცნობებთ ოთხშაბათს (14.12.2022) 16:00-მდე.

ფაკულტეტის გამარჯვებული და ფინალში გადასული გუნდების კაპიტნებს ფინალის გამართვის ზუსტ დროს ვაცნობებთ ოთხშაბათს დღის ბოლოს გასაჩივრების პროცესის დასრულების შემდგომ.

ფინალი გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.

გისურვებთ წარმატებებს!

გუნდების შედეგები (ხუთი ტურის ჯამში)ნარინჯისფრად მონიშნულია ამ ეტაპისთვის ფინალში გამსვლელი გუნდები.დარჩა რეგულარული ჩემ...
05/12/2022

გუნდების შედეგები (ხუთი ტურის ჯამში)

ნარინჯისფრად მონიშნულია ამ ეტაპისთვის ფინალში გამსვლელი გუნდები.

დარჩა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო - მეექვსე ტური, რომელიც გაიმართება კვირას, 11 დეკემბერს, 18:00, მაღლივის ბიბლიოთეკაში.

გისურვებთ წარმატებებს!

გუნდების რეიტინგები (ოთხი ტურის ჯამი)
28/11/2022

გუნდების რეიტინგები (ოთხი ტურის ჯამი)

27/11/2022

თამაში დაიწყება ნახევარი საათის დაგვიანებით, რათა კავკასიის უნივერსიტეტში მოთამაშე გუნდები შემოგვიერთდნენ დაწყებისას

25/11/2022

საორგანიზაციო ჯგუფი რეკავს გუნდების კაპიტნებთან, თუმცა პოსტის სახითაც შეგატყობინებთ - კვირას, 27 ნოემბერს 17:00 მაღლივის ბიბლიოთეკაში (უცვლელ ადგილას) გაიმართება მესამე და მეოთხე ( 3-ე და 4-ე :D) ტური

19/11/2022

გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს გამოცდები აქვთ კვირას მთელი დღე, ხოლო გუნდების უმეტესობა შუადღისით კავკასიის უნივერსიტეტში "რა? სად? როდის?" ტურნირში მონაწილეობს, ჩვენი რეგულარული ჩემპიონატის მესამე და მეოთხე ტური ერთდროულად ჩატარდება მომდევნო კვირა დღისით.
წარმატებებს გისურვებთ!

გთავაზობთ ორი ტურის დაჯამებულ რეიტინგებს ფაკულტეტების მიხედვით.პ.ს. სანამ კიდევ დაისმება შეკითხვები,მოგახსენებთ,რომ მიუხ...
14/11/2022

გთავაზობთ ორი ტურის დაჯამებულ რეიტინგებს ფაკულტეტების მიხედვით.

პ.ს.
სანამ კიდევ დაისმება შეკითხვები,მოგახსენებთ,რომ მიუხედავად დაბალი/მაღალი ქულების მაჩვენებლისა ყველა გუნდი აგრძელებს რეგულარულ ჩემპიონატში თამაშს დარჩენილი ოთხი ტურის მანძილზე.

გისურვებთ წარმატებებს!

12/11/2022

შეგახსენებთ მეორე ტური გაიმართება მაღლივის ბიბლიოთეკაში, კვირა, 13 ნოემბერი
18:00

12/11/2022

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

პირველი ტურის შედეგები:

1. შემთხვევა 11
2. East area 10
3. ლამის გუნდი 10
4. მაგიური თეატრი 10
5. სიფსიხე 9
6. იგი 9
7. #311 9

დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგულარული ჩემპიონატი "რა? სად? როდის?" ინტელექტუალუ...
10/11/2022

დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგულარული ჩემპიონატი "რა? სად? როდის?" ინტელექტუალურ თამაშებში.

დაფიქსირდა უპრეცედენტო აქტივობა სარეგისტრაციო პერიოდში: უნივერსიტეტის მასშტაბით დარეგისტრირდა 197 გუნდი - აქდან 25 გუნდის განაცხადი იყო დუბლირებული (ორჯერ გადმოგზავნილი), 66 გუნდი არ გამოცხდდა პირველ ტურზე.

საბოლოოდ 106 გუნდი (ყველა ფაკულტეტის მასშტაბით) იღებს მონაწილეობას ჩემპიონატში.

პ.ს.
გამომდინარე იქიდან, რომ ბევრჯერ დაისვა შეკითხვები - განგიმარტავთ :)

1. ყველა გუნდი თამაშობს 6 გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში, სწორედ ესაა რეგულარული ჩემპიონატის მნიშვნელობა, ტურიდან ტურამდე გუნდები არ იცხრილება. 6 ტურის ჯამში გამოვლინდება თითოეულ ფაკულტეტზე რეიტინგით საუკეთესო გუნდები.

2. რეგულარული ჩემპიონატის ტურები გაიმართება ყოველ კვირა დღეს 6 კვირის განმავლობაში. გამომდინარე იქიდან რომ გუნდების დიდი ნაწილი მონაწილეობას იღებს კვირაობით კავკასიის უნივერსიტეტში ინტელექტუალურ თამაშებში - ვითვალისწინებთ სტუდენთა თხოვნას და იმავე ლოკაციაზე (მაღლივის ბიბლიოთეკაში) გაიმართება თამაშები 18:00 საათზე.

3. იმ შემთხვევაში თუ გუნდები გამოქვეყნებულ რეიტინგში დაფიქსირებულ ქულას არ ეთანხმებიან და გაპროტესტება სურთ, მომდევნო ტურის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მობრძანდით საორგანიზაციო ჯგუფთან განსახილველად.

6 ნოემბერს გაიმართა თსუ-ის "რა? სად? როდის?" რეგულარული ჩემპიონატის  I ტურიგთავაზობთ ფაკულტეტების შედეგებს და წარმატებებ...
07/11/2022

6 ნოემბერს გაიმართა თსუ-ის "რა? სად? როდის?" რეგულარული ჩემპიონატის I ტური

გთავაზობთ ფაკულტეტების შედეგებს და წარმატებებს გისურვებთ მომდევნო ტურებში ყველა მონაწილეს!

გაზახულის ჩემპიონატი "რა? სად? როდის?" 2022.მონაწილეობა მიიღო 86-მა გუნდმა.გამოვლინდა ჩემპიონი და ორი პრიზიორი, რომლებიც...
03/11/2022

გაზახულის ჩემპიონატი "რა? სად? როდის?" 2022.
მონაწილეობა მიიღო 86-მა გუნდმა.
გამოვლინდა ჩემპიონი და ორი პრიზიორი, რომლებიც დაჯილდოვდნენ სოლიდური ფულადი პრიზებით.

Address

Chavchavadze Avenue #1
Tbilisi
001

Telephone

+995555459035

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TSU ინტელექტუალთა კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to TSU ინტელექტუალთა კლუბი:

Share

Category