Muza Flora

Muza Flora აივნების, ღია და დახურული სივრცეების ?
(1)

გაყვავებული აივანი, გამწვანებული და მცენარეებით გამშვენიერებული გარემო ალბათ სილამაზის მოყვარული ყველა ადამიანის სურვილია, თუმცა ხშირად, ბუნებით ესთეტსაც კი, არ ჰყოფნის დრო და გამოცდილება, თავი მოუყაროს სხვადასხვა ყვავილს, ჩარგოს, მოუაროს, მოეფეროს და გაზარდოს მისთვის საყვარელი მცენარე.

ყვავილების განსაკუთრებულმა სიყვარულმა და მათზე მზრუნველობამ ჩვენ, მუზებს, თქვენი გარემოს გალამაზება შთაგვაგონა

. ჩვენი გამოცდილი ფლორისტების მეშვეობით ჩვენ ვქმნით სხვადასხვა მცენარის და ყვავილის ერთობლიობას, რომელიც თქვენს გარემოს უზადო მშვენიერებას შესძენს, თქვენ კი ბევრ კეთილ და დადებით ემოციას გაჩუქებთ.

„მუზა ფლორა“ გთავაზობთ დეკორატიულ ქოთნებში მოთავსებულ, ყვავილების მზა კომპოზიციებს, რომლითაც თქვენს აივნებს, ეზოებს, სხვადასხვა ღია თუ დახურულ სივრცეებს გაილამაზებთ. ჩვენი კომპოზიციები იქმნება სიყვარულით, სიხარულით და ფლორისტიკის წესების ზედმიწევნით დაცვით. თითოეულ კომპოზიციაში გათვალისწინებულია მცენარეების ბიოლოგიური და ესთეტიური თავსებადობა როგორც ერთმანეთთან, ასევე გარემო კლიმატურ პირობებთან.

ჩვენი კომპოზიციები წარმოდგენილია რამდენიმე სახით, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც ვიზუალით, ასევე ხასიათით - ზოგიერთ მათგანს მზის გულზე თამაში უყვარს, ზოგიერთს კი ჩრდილში, მშვიდი ნებივრობა ურჩევნია.

„მუზა ფლორა“ თქვენ მიერ შერჩეულ ნაკრებს ადგილზე მოგართმევთ, თქვენ კი გთხოვთ, ნუ მოაკლებთ მათ წყალს, სითბოს, სიყვარულს და მზრუნველობას. თუ ყვავილთა მოვლის თანდართულ წესებს ზედმიწევნით დაიცავთ, ისინი კიდევ დიდხანს იდგებიან თქვენი გარემოს გალამაზების სამსახურში.

Address

44, Al. Kazbegi Avenue
Tbilisi
0177

Telephone

+995599221540

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Muza Flora posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Muza Flora:

Share

Category


Other Florists in Tbilisi

Show All