Anuki Events & Weddings

Anuki Events & Weddings ღონისძიების სრული ორგანიზება, დაგეგმვა, კონტროლი, მენეჯმენტი და ლოგისტიკა მთელ საქართველოში✨
(6)

პატარძალს რომ ვკითხე თუ რატომ ამირჩია, ღიმილით მომიყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია☺️“როდესაც ვეძებდი ქორწილის ო...
21/03/2024

პატარძალს რომ ვკითხე თუ რატომ ამირჩია, ღიმილით მომიყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია☺️

“როდესაც ვეძებდი ქორწილის ორგანიზატორს საქართველოში, წავაწყდი შენს გვერდს, როცა მოგწერე ვიგრძენი, რომ ვწერდი ადამიანს, რომელიც ნამდვილად იზრუნებდა ჩემზე და ჩემს ქორწილზე, შენი პასუხები იყო ძალიან მეგობრული და ვხედავდი, რომ ნამდვილად გიყვარდა ის რასაც აკეთებდი.

გადმოვედი შენს პირად გვერდზე და ვნახე ერთი ფოტო, სადაც წამოგორებული ხარ ბალახზე და ძალიან ბედნიერად გამოიყურები. ამ ფოტოდან ვიგრძენი, რომ შენ ძალიან გიყვარს შენი საქმე!

რამდენიმე ორგანიზატორთან მქონდა გაგზავნილი მოთხოვნა, სანამ შენ დასტურს გეტყოდი და ხელშეკრულებას გავაფორმებდით მათ ეგრევე მივწერე “მე უკვე ვიპოვე ქორწილის ორგანიზატორი” შემდეგ დაგჯავშნე შენ, და ერთი წამითაც არ მინანია”

ამ სიტყვებმა ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა, რადგანაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყვილებმა ამირჩიონ იმის გამო თუ ვინ ვარ მე, როგორ ვიზრუნებ მათ ქორწილზე, და არა იმის გამო, რომ უფრო კარგი ფასი ვუთხარი ან სხვა მატერიალური მიზნისთვის☺️

ჩემს ლამაზ პატარძალს ერთხელაც არ დაუწუწუნია ბიუჯეტზე, ქორწილის ბიუჯეტი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ის მომყვებოდა და მენდობოდა, იცოდა, რომ ეს თანხები საჭირო იყო იმისთვის, რომ მიგვეღო მისი ოცნების ქორწილი! ასეც მოხდა 💕

ქორწილი, რომელმაც მთელი ინტერნეტ სივრცე აალაპარაკა🥰 წლების წინ ეს ცერემონია გახდა ჩვენი სავიზიტო ბარათი💕 მას შემდეგ ბევრ...
15/03/2024

ქორწილი, რომელმაც მთელი ინტერნეტ სივრცე აალაპარაკა🥰 წლების წინ ეს ცერემონია გახდა ჩვენი სავიზიტო ბარათი💕 მას შემდეგ ბევრი გრანდიოზული ქორწილი გავაკეთეთ, მაგრამ ეს ქორწილი მაინც განსაკუთრებულად გვიყვარს✨

The wedding, which made us very popular on social media🥰 We had a lot of gorgeous, grand weddings after that, but this wedding is still one of our favourite works 💕
#ქორწილისორგანიზატორი #ქორწილისდიზაინერი #ქორწილისდეკორი #ქორწილისაქართველო 🇬🇪

ნებისმიერ სივრცეს, რომელსაც ჩვენ შევეხებით, პრეტენზია გვაქვს, რომ გახდეს ჯადოსნური! ✨- 200 კვმ ჭერის განათება, ჭაღების გ...
13/02/2024

ნებისმიერ სივრცეს, რომელსაც ჩვენ შევეხებით, პრეტენზია გვაქვს, რომ გახდეს ჯადოსნური! ✨

- 200 კვმ ჭერის განათება, ჭაღების გამწვანება
- ბუნებრივი ყვავილების კომპოზიციები, შუშის შანდლები, სანთლები
- ბანერი უკანა ფონისთვის
- ბეჭდური მასალები
- განსხვავებული ჭურჭელი
- გადასაფარებლები, ხელსახოცები
- განსხვავებული სკამები
- ინდივიდუალური საჩუქრები სტუმრებისთვის

როდესაც ყველა წვრილმანი გათვლილია, ვიღებთ ასეთ განსხვავებულ შედეგს! 👌🏻

ჩვენ ვაკეთებთ სრულ ორგანიზებას, არამხოლოდ გაფორმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვზრუნავთ ქორწილის შემადგენელ ყველა პუნქტზე☝🏻

ქორწილის გაფორმებაც ერთ-ერთი პუნქტია, ჩვენ ვმუშაობთ ინდივიდუალურ კონცეფციაზე და ვქმნით ჯადოსნურ, დასამახსოვრებელ ქორწილებს💕
https://www.anuki.events/services

#ქორწილისორგანიზატორი #ქორწილისდიზაინი #ქორწილისგაფორმება #ქორწილისაქართველოში

მე ანუკი ვარ, Anuki Events & Weddings - ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, მთავარი ორგანიზატორი.იმ ქორწილების ავტორ...
05/01/2024

მე ანუკი ვარ, Anuki Events & Weddings - ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, მთავარი ორგანიზატორი.
იმ ქორწილების ავტორი, რომლებიც თქვენ ასე ძალიან მოგწონთ🥰

გოგონა, რომელიც ოცნებებს ახდენს - ეს ერთადერთი შესაფერისი აღწერილობაა იმისთვის, რისი თქმაც მინდა ჩემი მომავალი დამკვეთებისთვის🫶🏻

საქმის სიყვარული, სრული ჩართულობა პროცესში და ემპათია თქვენი სურვილებისა და ოცნებების მიმართ, ეს ის მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც მეხმარება, რომ თქვენი ღონისძიება დაგამახსოვრდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე💕

ჩემი მრავალმხრივი გამოცდილება ამ სფეროში მაძლევს საშუალებას, რომ თქვენი ღონისძიება ვაქციო წლის მოვლენად, რადგანაც თუ ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ განსხვავებულს! ✨

ჩემთან მუშაობით თქვენ იგრძნობთ რაღაც განსხვავებულს, ისეთს, რაც აქამდე არ გიგრძვნიათ! მე არ ვაკეთებ უბრალოდ ქორწილებს, მე განსაკუთრებულ ადამიანებს ვუქმნი განსაკუთრებულ დღესასწაულებს💕

ვთვლი, რომ ქორწილი არის ახალი ცხოვრების ჯადოსნური დასაწყისი, რომელიც უნდა იქცეს დაუვიწყარ მოგონებად, ეს ყველაფერი კი შედგება იმ დეტალებისგან, რასაც ქორწილის სწორად და პროფესიონალურად ორგანიზება ქვია👌🏻

English ⬇️

I’m Anuki, founder and creative director, main planner at .
The author of these amazing weddings that you like 🥰

The girl who makes dreams come true...This is the most suitable description to what I want to convey and say to my future customers. The love of my job, being fully involved in process and empathize toward your dreams and wishes, those are the important details, which help me to make your event memorable for the rest of your days! 🫶🏻

My extensive experience in this field allows me to create for you an events of the year, because if I do something, I want it to be special! ✨

I want you to feel something you’ve never felt before. Because I stand for what’s next, not what’s now.

It’s because your wedding is about more than just the stuff...it’s about how the “stuff” makes you feel🔥

I don’t make regular weddings, I make special events for special people🙏🏻
#ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება

18/12/2023

როგორ ვგეგმავთ გრანდიოზულ ქორწილებს და რა დგას ამ ყველაფრის უკან🫶🏻 ნახეთ ფილმი ჩვენი გუნდის მუშაობის შესახებ🔥
ასე იქმნება შედევრები✨
Watch the backstage of our grand wedding and see what is behind the scenes 👌 That’s how we do it💕

Author of the movie: Always the Best Wedding Cinema
🇬🇪 #ქორწილისგაფორმება #ქორწილისორგანიზება #ქორწილიღიაცისქვეშ #წლისქორწილი

ბუნებრივი ყვავილებით გაძეძგილი ცერემონიის ზონა🥰რა შეიძლება იყოს ამაზე ჯადოსნური!ჩვენთან ოცნებები ხდება✨ #ქორწილისორგანიზ...
14/10/2023

ბუნებრივი ყვავილებით გაძეძგილი ცერემონიის ზონა🥰რა შეიძლება იყოს ამაზე ჯადოსნური!
ჩვენთან ოცნებები ხდება✨
#ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება

ჩვენი ხელწერაა ვაკეთოთ ის, რაც ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას🙌🏻 ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მსგავსი არავის უნახავს, თანაც ამ...
05/10/2023

ჩვენი ხელწერაა ვაკეთოთ ის, რაც ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას🙌🏻 ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მსგავსი არავის უნახავს, თანაც ამდენი ბუნებრივი ყვავილით🥹💕
We love to create the weddings that no one did before✨

ჩვენ ვმუშაობთ მთელ საქართველოში🇬🇪
🇬🇪

სრულყოფილი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ყველა დეტალი იყოს ზედმიწევნით შერჩეული✨ორგანიზატორის კომპეტენცია სწორედ ეს ა...
08/09/2023

სრულყოფილი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ყველა დეტალი იყოს ზედმიწევნით შერჩეული✨

ორგანიზატორის კომპეტენცია სწორედ ეს არის, რომ სწორად შეგირჩიოთ ლოკაცია, ქორწილის კონცეფცია, დეკორის დეტალები, სერვირება, ხოლო დიზაინერმა უნდა განახორციელოს და სისრულეში მოიყვანოს მოცემული დავალება🥰🙌🏻

თუ პროფესიონალ ორგანიზატორს ეძებ +995 557 69 11 66

ჯადოსნურია ყველა მომენტი, რომელიც ჩვენთან ერთად იგეგმება მთელი გულისყურით და სიყვარულით✨ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ყველაზე...
24/08/2023

ჯადოსნურია ყველა მომენტი, რომელიც ჩვენთან ერთად იგეგმება მთელი გულისყურით და სიყვარულით✨
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მხოლოდ ერთმანეთზე იფიქროთ😘
#ქორწილისდიზაინი #ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება 🇬🇪

პატარძლის დილის სამზადისს ყველაზე მეტად სიმშვიდე უხდება✨თქვენ შეგიძლიათ ინებივროთ, დატკბეთ ამ ჯადოსნური დღის დასაწყისით,...
14/08/2023

პატარძლის დილის სამზადისს ყველაზე მეტად სიმშვიდე უხდება✨

თქვენ შეგიძლიათ ინებივროთ, დატკბეთ ამ ჯადოსნური დღის დასაწყისით, რადგან თქვენს მაგივრად ყველაფერზე ჩვენ ვიზრუნებთ😍

თუ ქორწილს გეგმავთ და ორგანიზატორი გჭირდებათ - მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ👌🏻

+ 995 557 69 11 66

🇬🇪 #ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება #ქორწილისაქართველოში

ასეთი ხელის თხოვნის ცერემონია გინახავთ?💍ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩევა განსხვავებული შტრიხებითა და ინდივიდუალურ...
20/07/2023

ასეთი ხელის თხოვნის ცერემონია გინახავთ?💍
ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩევა განსხვავებული შტრიხებითა და ინდივიდუალური ხასიათით✨

06/07/2023

You deserve the very best, someone who will back you up without limits, let you grow without borders, and love you without end. Will you let me be the one?💍

She said yes✨❤️

ჯადოსნური ქორწილების სეზონი ჩვენ უკვე გავხსენით, და სულმოუთქმელად ველოდებით არა ერთი დაუვიწყარი, დასამახსოვრებელი დღის შ...
08/06/2023

ჯადოსნური ქორწილების სეზონი ჩვენ უკვე გავხსენით, და სულმოუთქმელად ველოდებით არა ერთი დაუვიწყარი, დასამახსოვრებელი დღის შექმნას ✨

წინ ძალიან საინტერესო ქორწილები გველოდება, ბევრი ემოცია და ხელოვნების ნიმუში🥰

რადგანაც ვმუშაობთ მხოლოდ გამორჩეული კონცეფციის მქონე ღონისძიებებზე, ჩვენთან ლიმიტირებულია ქორწილების რაოდენობა, თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ ორგანიზატორი და პროფესიონალ გუნდ ეძებთ მოგვწერეთ, ჩვენთან აქცენტი მაღალ ხარისხზე კეთდება💫

დანარჩენ დეტალებზე პირადად მოგიყვებით❤️
📲 +995 557 69 11 66
💌 [email protected]
https://www.anuki.events/services

ქორწილის ორგანიზება გულისხმობს ქორწილის ყველა პუნქტის დაგეგმვასა და კოორდინაციის პროცესს, საწყისი კონცეფციის შექმნიდან ღ...
02/05/2023

ქორწილის ორგანიზება გულისხმობს ქორწილის ყველა პუნქტის დაგეგმვასა და კოორდინაციის პროცესს, საწყისი კონცეფციის შექმნიდან ღონისძიების შესრულებამდე☝🏻ეს მოიცავს:

✨სხვა და სხვა სპეციალისტების შერჩევას
✨ქორწილის სრული ბიუჯეტის, თაიმინგის, პროგრამის შექმნას
✨ლოკაციის შერჩევას, მენიუს, ალკოჰოლის საკითხზე ზრუნვას
✨ქორწილის კონცეფციის, თემატიკის, ფერთა გამის, სტილის შემუშავებას - გაფორმებას
✨ტრანსპორტის კოორდინაციას, ლოგისტიკას
💫დაქირავებული პერსონალის მართვას, მენეჯმენტს

ერთი სიტყვით - ყველა დეტალის კონტროლს, რაც ჭირდება ქორწილს ✨
ყველა საორგანიზაციო საკითხზე ზრუნვას თქვენს მაგივრად☺️🙌🏻
ჩვენი მომსახურებების ვრცელ სიასა და მინიმალურ ბიუჯეტებს ნახავთ საიტზე https://www.anuki.events/services
🇬🇪 #ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება #ქორწილისდიზაინი

ქორწილი, რომელზეც დღემდე მთელი საქართველო ლაპარაკობს✨💫ალბათ ხედავთ ამის მიზეზს!ჩვენთან იქმნება მხოლოდ გამორჩეული დღესასწ...
25/04/2023

ქორწილი, რომელზეც დღემდე მთელი საქართველო ლაპარაკობს✨💫

ალბათ ხედავთ ამის მიზეზს!
ჩვენთან იქმნება მხოლოდ გამორჩეული დღესასწაულები☝🏻✨

ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის ღონისძიების სრული ორგანიზება, რაც მოიცავს ქორწილის შემადგენელი პუნქტების დაგეგმვას, კონტროლს, მენეჯმენტსა და ლოგისტიკას მთელი საქართველოს მასშტაბით 🇬🇪✨
#ქორწილისგაფორმება #ქორწილისდიზაინი #ქორწილისორგანიზება #ქორწილიბათუმში #ქორწილიღიაცისქვეშ

ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ქორწილი, რომლის დაორგანიზებაც გვხვდა წილად😍გარდა იმ საოცარი გაფორმებისა, რომელსაც კადრებში ხე...
11/04/2023

ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ქორწილი, რომლის დაორგანიზებაც გვხვდა წილად😍
გარდა იმ საოცარი გაფორმებისა, რომელსაც კადრებში ხედავთ, ჩვენმა გუნდმა წყვილს შეურჩია ეს ჯადოსნური ლოკაცია, ნამდვილი მუზეუმის სივრცე, სადაც ასევე საჭირო გახდა ქეითერინგის მომსახურების ორგანიზება, მოვაწყეთ სამზარეულო და ტექნიკურად გავმართეთ ყველა დეტალი, როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე უგემრიელესი კერძები და შესაბამისად ინვენტარიც ✨

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ქორწილი, ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ სივრცე, კედლები - დანარჩენს ჩვენ ვიჯადოქრებთ🤩

ფოტოებისთვის მადლობა Dadu Photography

#ქორწილისორგანიზატორი #ქორწილისგაფორმება #ქეითერინგი

თუ სხვებისგან გამორჩეულ ქორწილს გეგმავ☝🏻 და გინდა მთელი ქალაქი ამაზე ალაპარაკო - ჩვენ სწორედ ასეთ გამორჩეულ ღონისძიებებს...
20/03/2023

თუ სხვებისგან გამორჩეულ ქორწილს გეგმავ☝🏻 და გინდა მთელი ქალაქი ამაზე ალაპარაკო - ჩვენ სწორედ ასეთ გამორჩეულ ღონისძიებებს ვაორგანიზებთ✨

დანარჩენ დეტალებზე პირადად მოგიყვებით❤️
Plan your special wedding with us✌️

📲 +995 557 69 11 66

💌 [email protected]

https://www.anuki.events

🇬🇪 #ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება

17/03/2023

როგორ იწყება ჩვენთან თანამშრომლობა და როგორ მიმდინარეობს თქვენი ოცნების ქორწილის ორგანიზების პროცესი🥰 ამ ვიდეოდან გაიგებთ რა ეტაპებს გადის წყვილი ჩვენთან❤️💫

ხოლო ჩვენს საიტზე ნახავთ ინფორმაციას ჩვენი მომსახურებების შესახებ✨

https://www.anuki.events/services

დანარჩენ დეტალებზე პირადად მოგიყვებით❤️

📲 +995 557 69 11 66

💌 [email protected]

და როგორია შენი ოცნების ქორწილი ღია ცის ქვეშ? ☺️�როგორც ხედავ, ჩვენს ფანტაზიას არ აქვს საზღვრები🥰თუ შენც გინდა განსხვავე...
27/02/2023

და როგორია შენი ოცნების ქორწილი ღია ცის ქვეშ? ☺️
�როგორც ხედავ, ჩვენს ფანტაზიას არ აქვს საზღვრები🥰

თუ შენც გინდა განსხვავებული მიიღო - მაშინ ჩვენ გვეძებ!

მოასწარი ჩვენი დაჯავშნა და მოხვდი ლიმიტირებულ სიაში, რადგანაც ჩვეთან ქორწილების წლიური რაოდენობა შეზღუდულია 🔥

უფრო ვრცლად ჩვენი მომსახურებისა და ფასების შესახებ https://www.anuki.events/services ჩვენს საიტზე გაეცნობი✅

📲 +995 557 69 11 66

💌 [email protected]

განსხვავებული შედეგი დგება განსხვავებული იდეებისა და ამ ჩანაფიქრის მიმართ პროფესიონალური მიდგომის ხარჯზე ✨ჩვენთვის არ არ...
15/02/2023

განსხვავებული შედეგი დგება განსხვავებული იდეებისა და ამ ჩანაფიქრის მიმართ პროფესიონალური მიდგომის ხარჯზე ✨

ჩვენთვის არ არსებობს ოცნება, რომელიც ვერ ახდება!

ჩვენთან მუშაობა უდრის ხარისხს, სწორ ემოციებსა და იდეალურ შედეგს💫

შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ქორწილების წლიური რაოდენობა შეზღუდულია‼️
🇬🇪 #ქორწილისორგანიზება #ქორწილისდიზაინი #ქორწილისგაფორმება #ქორწილისაქართველოში #შენიოცნებისქორწილი #ოცნებისქორწილი #იდეალურიქორწილი

რთულია დამალო ბედნიერება ასეთ მნიშვნელოვან დღეს✨თანაც როცა იცი, რომ ყველა შენს საფიქრალზე ორგანიზატორი ზრუნავს😅🥰ქორწილის...
10/02/2023

რთულია დამალო ბედნიერება ასეთ მნიშვნელოვან დღეს✨

თანაც როცა იცი, რომ ყველა შენს საფიქრალზე ორგანიზატორი ზრუნავს😅🥰

ქორწილის ორგანიზება ჩვენ მოგვანდე, დადებით ემოციებსა და განწყობაზე კი თავად იზრუნე ❤️

📲 +995 557 69 11 66

Thanks for amazing photos: Evgeny Efanov

07/02/2023

არ არსებობს ამოცანა, სირთულე ან ფორს-მაჟორი, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით, რადგანაც მთავარი მიზანი არის სრულყოფილი შედეგი✨

ჩვენთან ურთიერთობით თქვენ მიიღებთ ემოციებს, რომლებიც შეუფასებელია 💫

ანუკისთან ერთად თქვენი ოცნებები ხდება!

There is no task, difficulty, or force-majeure that we couldn’t handle, because the main reason is the perfect result🙌🏻

With us you will get emotions, that are priceless✨

With Anuki your dreams come true!
🇬🇪 #ქორწილისორგანიზება #ქორწილისდიზაინი #ქორწილისგაფორმება #ქორწილისაქართველოში #შენიოცნებისქორწილი #ოცნებისქორწილი #იდეალურიქორწილი

ეფექტური, მდიდრული გაფორმება იკითხება დეტალებში 💫თუ ლოკაციაზე არ გვხვდება ჩვენი გაფორმებისთვის შესაფერისი სერვირება, ინვ...
20/01/2023

ეფექტური, მდიდრული გაფორმება იკითხება დეტალებში 💫

თუ ლოკაციაზე არ გვხვდება ჩვენი გაფორმებისთვის შესაფერისი სერვირება, ინვენტარი, ბუნებრივია ჩვენ მას ვცვლით და წყვილს ვთავაზობთ მათი სტილისთვის შესაბამისს! ვზრუნავთ ყველა წვრილმანზე: სკამზე, თეფშზე, დანა-ჩანგალზე, გადასაფარებლებზე, ხელსახოცებზე და სხვა პუნქტებზე, მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ სრულყოფილ სურათს!🙌🏻

თითოეული ქორწილისთვის ვადგენთ ინდივიდუალურ, უნიკალურ კონცეფციას! ამაში ჩვენი ნამუშევრები დაგარწმუნებთ☺️💫

რადგანაც ჩვენთან ქორწილების წლიური რაოდენობა შეზღუდულია, ჯავშნების ფანჯარა ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე თვით! ჩვენ ვმუშაობთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე ✨

მეტი ინფორმაციისთვისა და ბიუჯეტის ქვედა ზღვარის გასაგებად, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ
💌📲 +995 557 69 11 66

ჩვენი ესტონელი წყვილის ვახშმის დეკორი, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა😊😍ჩვენ ფრთებს ვასხამთ ნებ...
11/01/2023

ჩვენი ესტონელი წყვილის ვახშმის დეკორი, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა😊😍

ჩვენ ფრთებს ვასხამთ ნებისმიერ თქვენს სურვილსა და ფანტაზიას⭐️

ყველა ჩვენი ქორწილი გვეამაყება და იცით რატომ? რადგანაც თითოეული ისტორია, თითოეული წყვილი და მათი ინდივიდუალური კონცეფცია უნიკალური და დასამახსოვრებელია! ☺️

ჩვენს ქორწილებზე ლაპარაკობენ😘

#ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება #ქორწილისდიზაინი #ქორწილითბილისში #ქორწილისორგანიზატორი

ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის ქორწილის სრული ორგანიზება, რაც მოიცავს ქორწილის შემადგენელი პუნქტების დაგეგმვას, კონ...
09/01/2023

ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის ქორწილის სრული ორგანიზება, რაც მოიცავს ქორწილის შემადგენელი პუნქტების დაგეგმვას, კონტროლს, მენეჯმენტსა და ლოგისტიკას მთელი საქართველოს მასშტაბით ✨

ჩვენ ვქმნით მხოლოდ უნიკალური კონცეფციის მქონე, განსხვავებულ დღესასწაულებს 😍

გიზიარებთ ჩვენი ესტონელი წყვილის ქორწილის ფოტოებს ✨ისინი სტუმრებთან ერთად საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდნენ პირველად, და ოცნებაც აისრულეს, ქორწილი ვენახებთან 💜

ვინ იქნება შემდეგი?☺️

#ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება #ქორწილისდიზაინი #ქორწილითბილისში #ქორწილისორგანიზატორი

"The best love is the kind that awakens the soul and makes us reach for more. That plants a fire in our hearts and bring...
28/10/2022

"The best love is the kind that awakens the soul and makes us reach for more. That plants a fire in our hearts and brings peace to our minds.” 💞

Thanks again to our dearest couple for choosing our company as their wedding planners, and that they entrusted us the most precious - their wedding day 🥰

Everything is possible with Anuki Events🌟

#ქორწილისორგანიზება #ქორწილისფოტოგრაფი #ქორწილისდიზაინი #ქორწილისგაფორმება #ქორწილისორგანიზატორი #ქორწილისაქართველოში

ჯადოსნური ქორწილი ბათუმში, რომელზეც მთელი ქალაქი ალაპარაკდა💫როგორც იცით, ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის ღონისძიების...
26/10/2022

ჯადოსნური ქორწილი ბათუმში, რომელზეც მთელი ქალაქი ალაპარაკდა💫
როგორც იცით, ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის ღონისძიების სრული ორგანიზება, რაც მოიცავს ქორწილის შემადგენელი პუნქტების დაგეგმვას, კონტროლს, მენეჯმენტსა და ლოგისტიკას მთელი საქართველოს მასშტაბით!

აქამდე ჩვენი რეკორდი იყო 500 სტუმარი, თუმცა ამ ქორწილში გავაუმჯობესეთ ეს მაჩვენებელი და ვუმასპინძლეთ 600 სტუმარს✨

დიდი მადლობა ირინას და ჯაბას, რომ აგვირჩიეს და გვანდეს ეს მნიშვნელოვანი დღე ❤️

ასევე დიდი მადლობა გუნდს, საორგანიზაციო ჯგუფსა და სტაფის ყველა წევრს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სილამაზის შექმნაში✨

#ქორწილისორგანიზება #ქორწილისორგანიზატორი #ქორწილისდაგეგმვა

ბოლო ფოტო არის ჩვენი ფავორიტი! ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ კარგად დაიჭირა ფოტოგრაფმა ის მნიშვნელოვანი მომე...
19/10/2022

ბოლო ფოტო არის ჩვენი ფავორიტი! ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ კარგად დაიჭირა ფოტოგრაფმა ის მნიშვნელოვანი მომენტი❤️
The last photo in this collage is our favorite🥹❤️this is the great example of how photographer can catch important moments! ☺️🥰
Thank you !

#ქორწილისორგანიზება #ქორწილისგაფორმება #ქორწილისფოტოგრაფი 🇬🇪

Address

Konstantine Kapaneli 14
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Anuki Events & Weddings posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Anuki Events & Weddings:

Videos

Share

Why Me?

გოგონა, რომელიც ოცნებებს ახდენს... ეს ერთადერთი შესაფერისი აღწერილობაა იმისთვის, რისი გადმოცემაც მინდა, რისი თქმაც მინდა ჩემი მომავალი დამკვეთებისთვის.

საქმის სიყვარული, სრული ჩართულობა პროცესში და ემპათია თქვენი სურვილებისა და ოცნებების მიმართ, ეს ის მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც მეხმარება, რომ თქვენი ღონისძიება დაგამახსოვრდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე!

იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო თუ სხვა ტიპის ღონისძიება - მე თქვენს სამსახურში ვარ.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ თქვენი სიმშვიდისთვის, თავიდან აგაცილებთ უამრავი "მოსაბეზრებელ" საორგანიზაციო საკითხს და ვიზრუნებ თქვენს ბედნიერებაზე! - ეს ჩემი საქმიანობის უმთავრესი მიზანია!