„ჩემი უფროსი მეგობარი“-საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც ხორციელდება 2011 წლიდან და მიზნად ისახავს მენტორული ურთიერთობის საშუალებით მოზარდებში არსებული სირთულეების დაძლევას და მათ წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში მეგობრობის მთავარი მიზანია არასრულწლოვნებს, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი დადებითი და პოზიტიუ
რი ზეგავლენა ცხოვრებაში, გაუჩნდეთ უფროსი მეგობარი, რომელიც მათთვის იქნება მისაბაძი მაგალითი. მან უნდა გაუღვივოს მოზარდს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და ხელი შეუწყოს მის სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
რას გულისხმობს უფროსი მეგობრობა: ურთიერთობა წარმოიშობა მოხალისეობით საწყისებზე და დაფუძნებულია პროექტში ჩართული მხარეების საერთო ინტერესებზე. უფროსი მეგობარი წარმატებულია თავის კარიერაში, არის ფინანსურად დამოუკიდებელი, ხასიათდება დადებითი პიროვნული თვისებებით, აქვს კომუნიკაციის კარგი უნარი (განსაკუთრებით ბავშვებთან), არის მხიარული და დადებითი ღირებულებების მატარებელი ადამიანი.
პროექტში მონაწილე უმცროსი და უფროსი მეგობარი კვირაში მინიმუმ 2 საათს ატარებენ ერთად, და ყოველთვიურად მონაწილეობენ პროექტის ჯგუფურ აქტივობებში (მოხალისეობრივი და საქველმოქმედო ღონისძიებები, თეატრი, ექსკურსია, ლაშქრობა, სხვადასხვა სპორტული აქტივობა, შემეცნებითი საღამოები და სხვა).
„ჩემი უფროსი მეგობარი“ გაძლევთ შანსს სასიკეთოდ შეცვალოთ ერთი ადამიანის ცხოვრება.