"დღეობა" გთავაზობთ განსხვავებული დაბადების დღის მოწყობას თქვენი ბავშვისთვის: ჩვენი გუნდი, საკუთარი ხელით ქმნის დეკორაციებს, იგონებს ისეთ აქტივობებს, სადაც სათამაშოების შექმნაში თავად ბავშვები იღებენ მონაწილეობას, ჩვენი ხელნაკეთი ჩრდილების თეატრი ინდივიდუალურად იქმნება თქვენთვის. შეარჩიეთ სასურველი თემა და აირჩიეთ, რომელი მომსახურება გსურთ: დეკორაციები, აქტივობები თუ ჩრდილების თეატრი, ან ყველა ერთ
ად. ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიური გარემო ერთი დღით ჯადოსნურ სივრცედ ვაქციოთ.
აქტივობები:
1. მხიარული კულინარია
2. ქაღალდის თვითმფრინავები
3. მიზანში სროლა
4. ფერად-ფერადი მძივები
5. სახალისო ღია ბარათები
6. თევზაობა
7. არტ კედელი
8. დაჯილდოვების ცერემონიალი
9. ლაბირინთი
10. მეცნიერება
11. ანბანი
12. ჯადოსნური გვირგვინები
13. ფიზიკური აქტივობები
14. პატარა არქეოლოგები
15. ჯუჯების ლამპარი
16. სამახსოვრო საჩუქრები სტუმრებისთვის
17. ფერადი ცომები
ჩრდილების თეატრი:
ჩრდილების თეატრი ეს არის სანახაობა, რომელიც იგეგმება ინდივიდუალურად, თქვენი არჩეული ზღაპრისა თუ ამბის მიხედვით.
როგორ იქმნება თეატრი:
1. როდესაც შეარჩევთ თემას
2. ჩვენი გუნდის წევრები, ხელით შექმნიან თითოეული გმირის ჩრდილს
3. გულისყურით აარჩევენ სასიამოვნო მუსიკას და შუქ-ჩრდილის დახმარებით ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებიან.
4. ჩრდილების პერფორმანსი შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. ამიტომ სპქეტაკლის დასრულების შემდეგ ყველა მსურველს, საშუალებას მივცემთ თავადაც მოსინჯოს ჩრდილების სცენაზე თამაში.
დეკორაციები დღეობისთვის:
ჩვენ გპირდებით, რომ თუ თქვენ შეარჩევთ სასურველ თემას და დაგვიკვეთავთ დეკორაციებს, ბავშვის პირადი კუთხე თუ ოთახი ერთი დღით ჯადოსნურ გარემოდ გადაიქცევა. დეკორაციების შესაქმნელად შერეულ მასალასაში ვმუშაობთ. სურვილის შესაბამისად, სივრცის გასაფორმებლად ბავშვის ნახატებს, ფოტოებსა და აპლიკაციებსაც ვიყენებთ.