22/07/2023
დაუვიწყარი მოგზაურობა სვანეთში
5 დაუვიწყარი დღე სვანეთის ცის ქვეშ.
1 დღე
6:30 სთ შეკრება რუსთაველზე სასტუმრო ივერიის მიმდებარედ. გამგზავრება მესტიაში.
გზად დავათვალიერებთ ზუგდიდის დადიანების სასახლეს, ასევე ენგურჰესის კაშხალს (მოსაკრებელი 5 ლარი), ზუგდიდი მესტიის გზაზე გავჩერდებით საკუბდარეში და ვივახშმებთ.
17:00 საათზე ჩასვლა და დაბინავება მესტიაში, საოჯახო სასტუმროში.
(სურვილის შემთხვევაში საღამოს გასეირნება მესტიის ქუჩებში)
20:00 ვახშამი
2 დღე:
9:00 სადილი
მცირე საფეხმავლო ტური მესტიის ქუჩებში, მარგიანების საგვარეულო კოშკი, მესტიის ეროვნული სახელმწიფო მუზეუმი. გასეირნება ბეთქილის პარკში და ჟავე წყლების დაგემოვნება.
საბაგიროთი ასვლა აწვალის მთაზე, საიდანაც საოცარი ხედები იშლება კავკასიონსა დასვანეთის ქედზე. გამგზავრება ჰეშკილის ქოხებისაკენ, (პიკნიკი საველე პირობებში)
საღამოს დაბრუნება მესტიაში საოჯახო სასტუმროში.
20:00 ვახშამი
3 დღე:
9:00 სადილი
გავემგზავრებით სოფელ ლატალში, რომელიც მესტიიდან 9კმ.ში მდებარეობს, სალაშქრო და საფეხმავლო ტური ჭალაის ხეობაში, ასვლა მყინვარ ლაჰლას ძირთან, მყინვარისძირა თვისა და ჩანჩქერების მონახულება.
საოცარი ალპური სილამაზე.
შესვენება და საუზმე მწყემსების ქოხში, კოცონი, მწვადი.
გზად ხეობაში მოვინახულებთ ელია წინასწარმეტყველის ტაძარსა და ლაჰილის წმ.გიორგის ტაძარს.
საღამოს დაბრუნება მესტიაში
20:00 საათზე ვახშამი
4 დღე:
9:00 სადილი
გავემგზავრებით უშგულის მიმართულებით, გზად მოვინახულებთ სოფელ მულახს, იფარს, კალასა და მათ კულტურულ ძეგლებს .
ასვლა უშგულში
გასეირნება უშგულში, უშგულის ეროვნული განძსაცავის დათვალიერება, ლამარიას მონასტერი. ხედები მყინვარ შხარაზე.
საღამოს დაბრუნება მესტიაში,
8:00 ვახშამი
5 დღე:
9:00 სადილი და დაბრუნება თბილისის მიმართულებით.
ტური დატვირთულია ყოველდღიური სანახაობებით, იქნება ეს კულტურული ძეგლები თუ ლამაზი საფეხმავლო და სათავგადასავლო ბილიკები.
გამყოლი გიდი
ტურის ხანგრძლივობა არის 5 დღე, 4 ღამე.
განთავსება საოჯახო სასტუმროში, 2-3-4 ადგილიან ოთახებში.
გათვალისწინებულია 2 ჯერაში კვება დილითა და საღამოს.
(სურვილის შემთხვევაში ახლოს არის ქსელური მაღაზიები (სპარი, ნიკორა, და ა.შ.)
ტურის ღირებულება შეადგენს 1 ადამიანზე 350 ლარს.
ღირებულებაში გათვალისწინებული არ არის მუზეუმებისა და საბაგიროს მოსაკრებლები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში
დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე
514 008 444 გიორგი
" სვანეთის ცის ქვეშ"