Nina's Flowers

  • Home
  • Nina's Flowers

Nina's Flowers Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Nina's Flowers, Florist, .

05/12/2019
20/11/2019
ფიკუსი ბენჟამინი..მიყვარს ჩემი ყვავილები..
13/11/2019

ფიკუსი ბენჟამინი..
მიყვარს ჩემი ყვავილები..

12/11/2019

საოცარი ქართველი

ვისაც აინტერესებს როგორ შეიქმნა Nina's flowers ნახავთ აქ)))
12/11/2019

ვისაც აინტერესებს როგორ შეიქმნა Nina's flowers ნახავთ აქ)))

თუ მეტროში ყვავილების ქოთნებით დატვირთული, ესკალატორზე მორბენალი გოგო შენიშნეთ, ეს ნინაა, 5 შვილის დედა! თბილისშ.....

ესე იგი ეხლა ჩამოვედი ავსტრალიიდან))) და ჩამოვიყვნე ტროპიკული ტყის ღირსეული მემკვიდრე შ ე ფ ლ ე რ ა..კრასულა ჯუჯა გვიმრე...
10/11/2019

ესე იგი ეხლა ჩამოვედი ავსტრალიიდან))) და ჩამოვიყვნე ტროპიკული ტყის ღირსეული მემკვიდრე შ ე ფ ლ ე რ ა..კრასულა ჯუჯა გვიმრები სანსევიერები და კიდევ რაღაცეები)))))
რადგან ახალი ჩამოსულები ვართ აკლიმატიზაციას გადავლახავთ და სულ მალე გამოვალთ ,,პოდიუმზე,,
's Flowers

:- ნუ მეხები!:-თორემ რაა?:- ნუ მეხები თქო თორემ ნახავ!:- ჰმ რას ვნახავ აბა ?! მომერევი? - მე ვერა მაგრამ ჩემი დედიკო მოგ...
03/11/2019

:- ნუ მეხები!
:-თორემ რაა?
:- ნუ მეხები თქო თორემ ნახავ!
:- ჰმ რას ვნახავ აბა ?! მომერევი?
- მე ვერა მაგრამ ჩემი დედიკო მოგერევა!
- დედიკო? შენს დედიკოსაც მოვერევი ერთი კარგად შემომხედე!
- ჩემს დედიკოს ვერ მოერევი იცი რამხელაა?
- მერე რა! მე თუ პატარა ვარ გგონია ძალა არა მაქვს? თუ დედიკო არ მყავს?!
იცი დედაჩემი და ჩემი ბებო რამხელები არიან?
- შევრიგდეთ რა..არ მინდა ჩხუბი!
- ჩხუბი არც მე მინდა,მაგრამ ხომ ხედავ რომ ყველასთან ჩხუბი მიწევს ჩემი ეკლებიანი კაბების გამო!
- ხოდა გაიხადე ეგ ეკლებიანი კაბა ვახ!
- ვერ გავიხდი! ასე ეცვა დედაჩემს ჩემს ბებოს,იმის ბებოს და კიდევ იმის ბებოს...
- მაგარი გემოვნება გაქვთ რააა...
- გემოვნება რა შუაშია ! ჰმ! შენ იცი ჩვენ რეები გამოვიარეთ აქამდე რომ მოვსულიყავით?!
- რეები?
- რეები და ჩემი დიდიიიი ბებო მიყვებოდა უზარმაზარი მამონტები ამფიბიები და დინოზავრები როგორ გვჩაგრავდნენ! ულამაზესი ყვავილები ამოგვდიოდა ტანზე და თავზე განა ასე აბჯარასხმულები ვიყავით! ეგრევე ყურადღებას ვიქცევდით! ყველა ჩვენს სანახავად მოდიოდა..მაგალითად გიგანტი დოდო ეგ მახინჯი ეგ! ძვლივს რომ დააბიჯებდა თავისი ბოტოტა ფეხებით, მოდიოდა მოყავდა თავისი თავკომბალა შვილები ჯერ გაოცებული გვიყურებდა მერე კი სულ თავში გვირტყამდა მისი მოკაუჭებული ნისკარტით იმდენს გვირტყამდა ვიდრე თეთრი სითხე არ გადმოგვეღვრებოდა თავიდან((( გვძიძგნიდა გვჭამდა..და თავის შვილებს მიუთითებდა დროზე ურტყით ნისკარტები დროზე ჭამეთ სასარგებლოა ვიტამინებითაა სავსეო...მერე
უზარმაზარი ბრონტოზავრი გვსრესდა თავისი უზარმაზარი ფეხებით და ხელებით.. გიგანტური მამონტები ისე გვაბიჯებდა თავის მძიმე ტორებს, რომ ლამის ჯოჯოხეთში გვიშვებდა პირდაპირ!!!
უჰ...არ გამახსენო რაააა....
- ჩვენც მასე ვიყავით!!
- კარგი რაა... თქვენ არ იზიდავდით არავის თქვენი ყვავილებით აი ჩვენ კი ყველას თვალში ვხვდებოდით რაც გავჩნდით მას მერე!
- ვინ გითხრა რომ არ ვიზიდავდით?
-ამას რად უნდა თქმა! აბა სად გაქვთ ყვავილები?!
-ჩვენ ისედაც ყვავილების ფორმა გვაქვს..შემომხედე..ყვავილი ვარ...
- აბა რანაირი ყვავილი ხარ...მსუქანა ღეროები და ფოთლები გაქვთ მწვანეები ხართ ყველა!
- ჰმ! ჩვენ მზეზე ვირუჯებით და ვწითლდებით! და მსუქანა თუ კარგია შენ ხარ!
- განა ჩხუბისთავი ვარ! ასე შემქნა დედა ბუნებამ...განა სულ ასეთი კაბები გვეცვა(((
- ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო აააა)))
- ნამდვილად! საინტერესოცაა და ჩვენზე ლეგენდები დადის რომ იცოდე!
- ლეგენდები?
-ჰოო!
- და რაო ლეგენდებმა..რა ხდებაო?!
- რაო და ყური დამიგდე და მიგიყვები..
- გისმენ ყურადღებით!
- ))) გინდა მოგიყვე ეკლიანი კაბების ისტორია?რატომ გვაცვია ასე და რატომ ვართ აბჯარასხმული?
- კიიი მომიყევი რააა...
- უხსოვარ დროს, როცა დედამიწაზე არ იყო არც კორპუსები არც მანქანები და არც კომპიუტერები მთელს პლანეტაზე ჩვენ, მცენარეებს და ცხოველებს გვეჭირა უუუუზარმაზარი სივრცე..
ჩემი დიიდი ბებო მიყვებოდა რომ მის დიიდ ბებოს ერთხელ საშინელი უბედურება დაატყდა თავს...
გიგანტური სირაქლემა გიჟივით მისდევდა თავის გადარეულ შვილს..არ უჯერებდა, როგორც ამბობდნენ შიზოფრენიკები ყოფილან გენეტიკურად, მოკლედ სულ ასე დარბოდნენ იქეთ აქეთ.
ხოდა ჩემს ბებოს მაშინ ყავდა ათი შვილი და კიდე ორსულად იყო მუცელი ჰქონდა გამობერილი, ულამაზესი ყვავილები ჰქონდა ტანზე და თავზე...ფერად ფერადი...მზეს უყურებდა და ფიქრობდა ნეტავ რა ფერის შვილი მეყოლებაო...როცა ამ ფიქრებში იყო გართული,
უცებ გამოვარდა ეს თვითმფრინავის ხელა გადარეული სირაქლემა და თავისი უზარმაზარი მახინჯი ფეხებით გასრისა ბებოც და მისი ყველა შვილი(((( შვილები პაწაწუნები იყვნენ ერთი მეორეზე მიყოლებულები ვერ გაუძლეს ამ სიმძიმეს გაისრისნენ და განადგურდნენ..მათ დედას რამოდენიმე დღე სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა..მუცელი მოეშალა და ძვლივს დადგა ფეხზე..როცა გონს მოვიდა და თავისი შვილები ვერ დაინახა თავზარი დაეცა..
ტიროდა...
დღეები...
თვეები..
წლები...
სულ ტიროდა..
დაუძლურდა,ძალა გამოეცალა ფერი დაკარგა დაპატარავდა და მისი შვილებივით მიწას შეეზილა მისი გამოფიტული სხეული(((((
იმ დღეს დიდიი წვიმა მოსულა...
თურმე დედა ბუნებამ ძალიან განიცადა ეს ამბავი და ცრემლებად დაიღვარა...
მთელს პლანეტაზე წვიმდა თვეები..
მერე კი გადაიღო და ჩახჩახა მზემ გააშრო დამბალი მიწა, და მიწამაც მადლიერების ნიშნად ახალი სიცოცხლე ამოიტანა მისი გულიდან...
ის ახალი სიცოცხლე ჩემი დიიიდი ბებიის უფროსი ბებია ყოფილა..
პატარა დაიბადა მაგრამ სულ ეკლებში გახვეული..
როცა მიწიდან ამოყო თავი,პირველად მზეს შეხედა და შესჩივლა ასე რატომ მაცვია...რატომ ვარ ეკლებშიო..რა უშნო ვარ ამორძალივით აბჯარასხმულიო...
მზე უსმენდა პატარას ..
მისი მხურვალება კი მილიონობით კილომეტრზე აღწევდა და ათბობდა შეშფოთებულ მცენარეს,თითქოს ცდილობდა გაეთბო მოფერებოდა...მზე ხომ ჩვენი მაცოცხლებელია..ჩვენი იმედი და ნუგეში...
-- მერე?
-მერე უცებ საიდანღაც ხმა გაისმა და პატარა აბჯარასხმულმა მცენარემ ყურები დაცქვიტა..

:- ჩემო პატარავ ნუ გეშინია!
შენ ამიერიდან ვერავინ დაგჩაგრავს ვერავინ გაგსრესს და ვერავინ მოგისპობს სიცოცხლეს!
მე დედა ბუნება ვარ..მე ვიზრუნე შენზე და ჩაგაცვი ეგ ეკლებიანი კაბა!მოგეცი აბჯარიც და მახვილიც..ამიერიდან შენ დაცული ხარ !
შენ შენი შვილებიც და მთელი შენი შთამომავლობაც!!!
ნუ დარდობ!
ყვავილებიც გამოგივა ტანზე და თავზე აი ზუსტად ისეთი ფერად ფერადი და თვალისმომჭრელად ლამაზი როგორც შენს დიიდ ბებოს ჩემს ერთგულ მეგობარს ჰქონდა რომელიც დღეს ცოცხალი აღარაა!!!
გახსოვდეს! შენ მე გიცავ და შენ იქნები განსაკუთრებული ყველაზე ძლიერი და ყველასათვის საყვარელი! ამიერიდან შენი სახელია კაქტუსი...
- ვააა რა გულისამაჩუყებელი ისტორიაა...მეტირება...მართლაც რამდენი რამ გამოგივლიათ...იცი რა მაინტერესებს?! ეს ამბავი ვინ მოგიყვა?!
- ,ჩემმა ბებომ(((
- შენს ბებოს ვინ მოუყვა?!
- მისმა ბებომ..
- ჰმ! მე იცი რას გეკითხები?
-დედას გეფიცები სიმართლეს გეუბნები!არ გჯერა?
-კიი როგორ არ მჯერა მაგრამ იცის რას გეკითხები?
- რაას?
- ,რას და შენი დიდი ბებო რომ მოკვდა აი დიდი წვიმა რომ მოვიდა სულ სულ პირველად აი ეგ ამბები ვინ ნახა ?“
- ააა ეგ ამბები?! ეგ მოყვა ჩემი გარდაცვლილი ბებოს დაქალმა გვერდიგვერდ რომ იყვნენ განუყრელად..წარმოიდგინე... ისეთი გამძლე გამოდგა იმ წვიმასაც გაუძლო და გამყინვარებასაც კი..ერთ ერთი უძველესი და უძლიერესი პოპულაციაა მცენარეებში...როგორც ვიცი სუკულენტი ქვია.....

ციკლიდან ნინას ზღაპრები მცენარეებზე.)))
მეგობრებო ამ დღეებში მაქვს შეხვედრა გამწვანებისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მაქვს ინიციატივა ქართულ ბაზარზე შემოვიდეს განსხვავებული საკითხავი წიგნი ბავშვებისათვის და არა მარტო...
სადაც იქნება ჩემი ზღაპრები მცენარეებზე ( რომლებიც უხვად მაქვს)
და იქნება ილუსტრირებული))
იმედია დამიდგება გვერდით ეს ორი უწყება და იზრუნებს მომავალ თაობას ჩვენს შვილებს აუმაღლოს ცბობადობა ფლორაზე, და შეაყვაროს მცენარეები))

მცენარეები რომლებმაც შოკში ჩააგდო ტურისტები,დღეს ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღში გამართულ ყვავილების ფესტივალზე. 1.მისი უაღმატე...
03/11/2019

მცენარეები რომლებმაც შოკში ჩააგდო ტურისტები,დღეს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გამართულ ყვავილების ფესტივალზე.
1.მისი უაღმატებულესობა კრასულა რომელსაც ხშირად
ბარაქას ხეს უწოდებენ.
2.მისი უსიმპატიურესობა ფიკუსი ბენჟამინი,
3.ადენიუმი ჟირაფით,ტროპიკების დედოფალი
4.ყინვაგამძლე დეკორატიული პამიდორი.
5.ვარდისფერი ამფიბიას საკუთრება „ სუკულენტების ბედნიერი ოჯახი“
6. სამეფო ბრტყელფოთლება ბეგონია გადაშენებულ მამონტთან.
7.ისევ სუკულენტები მათი ასაკისა და დროის ცხოველებთან ერთად..
ეს ყველაფერი მოამზადა ნინამ და მისმა შვილებმა..კიდევ უამრავი სიახლე გელით იყავით ჩვენთან!
Nina's Flowers

03/11/2019

- თუ ერთგული ადამიანი შეგხვდა, ყველაფერზე მეტად გაუფრთხილდი, ის არასდროს განმეორდება!..🖤

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgiaყვავილების ფესტივალიგამოფენა- გაყიდვა
02/11/2019

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia
ყვავილების ფესტივალი
გამოფენა- გაყიდვა

02/11/2019

ესეც ჩემი ნამუშრევრები)))
's Flowers

დისნეის გმირები  მანფრედი და სქრატი Nina's Flowers სტუმრობენ ..სუკულენტებთან არჩიეს თანაცხოვრება,მათი დროისა და ასაკის  ...
01/11/2019

დისნეის გმირები მანფრედი და სქრატი Nina's Flowers სტუმრობენ ..სუკულენტებთან არჩიეს თანაცხოვრება,მათი დროისა და ასაკის უძველეს და უძლიერეს მცენარეებთან. რომლებმაც გამყინვარებასაც კი გაუძლეს..))
სუკულენტების არსებობა ათასწლეულებს ითვლის ჩვენს პლანეტაზე...ამ დიდ ქოთანში შეხვდებით კეთილ მამონტს,თახვს, დამუშავებულ და დაუმუშავებელ მარჯნებს,მინერალურ ქვებს და იმ სიყვარულს რაც ჩვენ ჩავდეთ მასში)))
,s Flowers

ჩვენ ერთად აი ასე ვშრომობთ და ასე მოგვაქვს თქვენამდე ჩვენი ულამაზესი ქოთნის ულამაზესი მცენარეები))) 's Flowers
01/11/2019

ჩვენ ერთად აი ასე ვშრომობთ და ასე მოგვაქვს თქვენამდე ჩვენი ულამაზესი ქოთნის ულამაზესი მცენარეები)))
's Flowers

ისევ სუკულენტები..ზარმაცების ყვავილები..თვეში ერთხელ ან ორჯერ ვრწყავთ..არა რწყავ))) მე არა ვარ ზარმაცი)))) 'sflowers
01/11/2019

ისევ სუკულენტები..
ზარმაცების ყვავილები..
თვეში ერთხელ ან ორჯერ ვრწყავთ..არა რწყავ))) მე არა ვარ ზარმაცი))))
'sflowers

სუკულენტები პატარა ლანდშაპტს ქმნიან მათი დროისა და ასაკის მეგობარ ცხოველებთან ერთად..ისინი ხომ ათასწლეულებია რაც არსებობ...
01/11/2019

სუკულენტები პატარა ლანდშაპტს ქმნიან მათი დროისა და ასაკის მეგობარ ცხოველებთან ერთად..
ისინი ხომ ათასწლეულებია რაც არსებობენ ჩვენს პლანეტაზე...
დინოზავრებზე და გიგანტურ კუებზე ძლიერები გამოდგნენ..დღემდე მოვიდნენ...
's Flowers

ადენიუმი იგივე  უდაბნოს ვარდი, რეალობას მოგწყვეტთ და შორეულ ტროპიკებში გამოგზაურებთ უბილეთოდ))) 's Flowers
01/11/2019

ადენიუმი იგივე უდაბნოს ვარდი, რეალობას მოგწყვეტთ და შორეულ ტროპიკებში გამოგზაურებთ

უბილეთოდ)))
's Flowers

NASA- ს მიერ რეკომენდირებული ქლოროფიტუმი! ჟანგბადის ბომბი უნიკალური  თვისებების ჰაერის გამწმენდი ეკო მცენარე..ჩემი ქოჩორ...
01/11/2019

NASA- ს მიერ რეკომენდირებული ქლოროფიტუმი! ჟანგბადის ბომბი უნიკალური თვისებების ჰაერის გამწმენდი ეკო მცენარე..
ჩემი ქოჩორა ქლოროფიტუმი მხიარულ დინოზავრჩიკთან ერთად თქვენი ბავშვის ოთახს ხალისს და სუფთა ჰაერს შეჰმატებს!
's Flowers

პალმა თქვენი ბავშვის ოთახში თქვენს პატარას ავსტრალიაში ამოგზაურებს! 's Flowers
01/11/2019

პალმა თქვენი ბავშვის ოთახში თქვენს პატარას ავსტრალიაში ამოგზაურებს!
's Flowers

ბავშვის ოთახში ყვავილები აუცილებელია! 's Flowers
01/11/2019

ბავშვის ოთახში ყვავილები აუცილებელია!
's Flowers

სამეფო ბეგონიას ძალიან უხდება მამონტი მანფრედიბავშვებს შევაყვაროთ მცენარეები! 's Flowers
01/11/2019

სამეფო ბეგონიას ძალიან უხდება მამონტი მანფრედი
ბავშვებს შევაყვაროთ მცენარეები!
's Flowers

ჩემი ადენიუმი და აყვავილებული ადენიუმი..ცოცხალი ჯუჯა ხე თქვენს სივრცეში! ეს უნდა ნახო
29/10/2019

ჩემი ადენიუმი და აყვავილებული ადენიუმი..ცოცხალი ჯუჯა ხე თქვენს სივრცეში! ეს უნდა ნახო

ჩემი აივანი))
29/10/2019

ჩემი აივანი))

ჩემი შვილები დამწყები დიზაინერები და დამწყები ფლორისტები)))
29/10/2019

ჩემი შვილები დამწყები დიზაინერები და დამწყები ფლორისტები)))

სამეფო ბეგონია ღირსეული სტატუსის მქონე ფოთლოვანი ცოცხალი ორგანიზმი თქვენს სივრცეში!ნეგატიური ზეგავლენების ბლოკადორი ოჯახ...
29/10/2019

სამეფო ბეგონია ღირსეული სტატუსის მქონე ფოთლოვანი ცოცხალი ორგანიზმი თქვენს სივრცეში!
ნეგატიური ზეგავლენების ბლოკადორი ოჯახის დამცველი და იდუმალი მაგი თქვენს სახლში!

ჩემი თავქოჩორა ქლოროფიტუმი,NASA- ს მიერ აღიარებული და რეკომენდირებული ჟანგბადის ბომბი ცოცხალი ორგანიზმი თქვენს სივრცეში!
29/10/2019

ჩემი თავქოჩორა ქლოროფიტუმი,NASA- ს მიერ აღიარებული და რეკომენდირებული ჟანგბადის ბომბი ცოცხალი ორგანიზმი თქვენს სივრცეში!

სუკულენტების მიქსი ))
29/10/2019

სუკულენტების მიქსი ))

ჩვენ კაქტუსები ვართ! ყველაზე უკარება და განსაკუთრებული კაქტუსები))
20/10/2019

ჩვენ კაქტუსები ვართ! ყველაზე უკარება და განსაკუთრებული კაქტუსები))

ჩვენ კაქტუსები ვართ ყველაზე უკარება კაქტუსები! დიახ უკარება,რადგან განსაკუთრებულები ვართ!მე ნინამ წითელქუდა დამარქვა,ალბ...
20/10/2019

ჩვენ კაქტუსები ვართ ყველაზე უკარება კაქტუსები! დიახ უკარება,რადგან განსაკუთრებულები ვართ!
მე ნინამ წითელქუდა დამარქვა,ალბათ ჩემი წითელი ქუდის გამო,პრანჭია ვარ და ლამაზი, ქუდი დიიდმა ბებიამ მისახსოვრა...
ვიდრე ვიცოცხლებ არ მოვიშორებ თავიდან)))
სინათლე მიყვარს, მიყვარს მზის სხივებთან თამაში,წყალიც მიყვარს მაგრამ ზომიერად..
დიდხანს ვცოცხლობ რადგან მიყვარს სიცოცხლე..
მეგობრობაც შემიძლია და თქვენი დაცვაც იმ მავნე სხივებისაგან რასაც ტექნიკა უშვებს თავისი ყუთებიდან)))
ნებისმიერ გარემოში შემიძლია თავი მოვიწონო გავიხარო და გავახარო ჩემი პატრონი)))
საუკეთესო საჩუქარი ვარ!
ცოცხალი და მხიარული!
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ ოღონდ არავის უთხრათ))
უამრავი თაყვანისმცემელი მყავს!
რატოომ?
იმიტომ რომ განსაკუთრებული ვარ!
ასეთი დავიბადე!

ნინამ როგორც კი დამინახა ეგრევე ამიყვანა ხელში..თავზე ხელი გადამისვა და ჩუმად მითხრა აი ნახე როგორ გამოგპრანჭავო..გამეხარდა და გავყევი..
მოკლედ ცოტა დავიღალე და ცოტაც შემეშინდა, სადღაც ჩამსვა მონსტრთან თუ მონსტერასთან.იცით რამხელა ქალბატონია ეს უშველებელი მონსტრი თუ მონსტერა?!
ლამის გამჭყლიტა!
მაგრამ მეც ვუჩხვლიტე ჩემი წითელი ქუდით და შემეშვა..
მარჯვნივ ეს ბოროტი ქალბატონი მარცხნივ კი ასპარაგუსი მიპაჭუნებდა თვალებს..მოდი მოიწიე წნევას ვარეგულირებო)))
წნევა რა არ ვიცი,მაგრამ ის კი გავიგე რომ ასპარაგუსი წნევას არეგულირებს თურმე და ჰაერს წმენდს საგულდაგულოდ.
ბეგონიები გავიცანი რა საყვარლები არიან,ხამეციპარისები,ქლოროფიტები სუკულენტები და სურნელოვანი გარდენია.ესენი ყველა ერთ დიიიდ გიგანტურ კალათაში ჩაესვა ნინას და ისე ჩქარა მიდიოდა გზა და გზა მახტუნავებდა..
მერე რაღაც გრუხუნა გვირაბში შეგვიყვანა და გული კინაღამ წამივიდა ისეთი სუნი იდგა,მერე რაღაც მოძრავ კიბეებზე დამსვა( სულ მინდოდა ატრაქციონებზე ხოდა ახლა სწორედ ატრაქციონზე ვიჯექი)))
კალათიდან როცა ამომიყვანა ღმერთო ჩემოოოოო ეს სად მოვხვდი თქო ვიძახდი... ჰმ ! ჯერ ხუთი გადარეული ბავშვი სათითაოდ მაბურთავებდა და კინაღამ ქუდი გამიფუჭეს!! მერე მეზობლები მათვალიერებდნენ და იცით რა თქვეს?! იცით რა მაკადრეს?!
ეს პლასტმასის ყვავილი სად იყიდებაო!!!
წარმოგიდგენიათ?!
არა ძალიან გავბრაზდი!!
არა ვარ პლასტმასი !
მე ცოცხალი ვარ ნამდვილი და ლამაზი!
ვხედავ ვსუნთქავ ვგრძნობ!
და ყველაზე მეტად მესმის თქვენი- ადამიანების!
გავიბუტე..
ნინამ ხელში ამიყვანა და ნაზად მაკოცა..
ფრთხილად ამომიყვანა მუყაოს ქოთნიდან ჩემთვის სპეციალურად ნაყიდი მიწით გაავსო თეთრი ლამაზი ქოთანი და შიგ ჩამასკუპა კოხტად..დიდხანს ფიქრობდა ჩემს მორთვაზე,იფიქრა იფიქრა და ნატურალური ქვები გადმოიღო გობელენის კანტი და ცხელი წებო..
ორ წუთში ჩამაცვა..
)))))

ოთახის ია იგივე სენპოლია იგივე უზამბარის ია  ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი დეკორატიულ...
16/10/2019

ოთახის ია იგივე სენპოლია იგივე უზამბარის ია
ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი დეკორატიული მცენარეა,მისი სახელწოდება ,,ია“ სინამდვილეში არავითარ კავშირში არაა,ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტყის იასთან,ეს ორი სახეობა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან და არც კი ენათესავება ერთმანეთს.გამომდინარე იქიდან,რომ ყვავილის ფერით და ფორმით გვანან ერთმანეთს,ამ დეკორატიულ მცენარეს ,,ია“ უწოდეს.რაც შეეხება სახელს ,,სენპოლია“ იგი დაკავშირებულია,ცნობილ ინგლისელ ბარონთან სენ პოლთან( მოგზაური,ბოტანიკოსი),რომელმაც ტანზანიაში მოგზაურობის დროს აღმოაჩინა ეს ულამაზესი მცენარე.
ათწლეულების მანძილზე სელექციონერებმა შეძლეს და გამოიყვანეს მისი უამრავი ჯიში.არსებობს რთულყვავილიანი,მარტივყვავილიანი და ჭრელფოთლებიანი სახეობები.
ოთახის ია- ს სამშობლო ტროპიკებია,მისი გენეტიკა ადაპტირებულია სითბოსა და სინათლეს,არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები თუმცა იასთვის ნათელი ოთახი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
იას ზრდა განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 16-21 გრადუსი,მოსწონს ჩრდილოეთ ჩრდილოეთ დასავლეთის მხარე,მორწყვის დროს წყალი ფოთლებზე არ უნდა მოხვდეს და უნდა მოირწყას მხოლოდ მას შემდეგ რაც ნიადაგი კარგად მოუშრება.
უნდა ვიცოდეთ,რომ იას ფესვთა სუსტი სისტემა აქვს და დიდი მოცულობის ქოთანში მისი ჩარგვა სასურველი არ არის,რადგან ზედმეტად მორწყვისა და ფესვების ლპობის რისკი მაღალია.
საშუალო ქოთანს კვირაში 3-4 სუფრის კოვზი წყალიც ჰყოფნის.
ია ყველაზე ნაზი ყვავილია ის განსაკუთრებულ ენერგიებს უშვებს თავისი ულამაზესი ყვავილებიდან და ფუმფულა ხავერდოვანი ფოთლებიდან.
ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ იის ზოდიაქოს ნიშანი არის კ უ რ ო.ეს პატარა მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ოჯახის ფსიქოლოგიური მიკროკლიმატის მიმართ,ის ჰარმონიისა და სტაბილურობის სიმბოლოა და ითვლება რომ ეს ყვავილი ნეგატიური ენერგიისგან სივრცის საუკეთესო ,,გამწმენდი“ არის. იას კუროსთან კავშირის გამო ოჯახში კეთილდღეობა მოაქვს.გარდა ამისა ყვავილის ფერების მიხედვით განსხვავებულია ამ მცენარის ენერგეტიკა და დანიშნულება.
თ ე თ რ ი ია - დადებით გავლენას ახდენს,პატარა ბავშვებზე, ის მათ ეხმარება აგრესიის დამარცხებაში.თეთრი ია აუცილებლად უნდა იყოს ყველა მგრძნობიარე ადამიანის სახლში,რადგან ის დამამშვიდებლად მოქმედებს შინაგანი განცდებისა და შფოთის შემთხვევაში.
თეთრი ია ნამდვილი ანტიდეპრესანტია,ის ასუფთავებს სულს სტრესისგან და განშორებით გამოწვეულ ტკივილს აყუჩებს.

წ ი თ ე ლ ი და ვ ა რ დ ი ს ფ ე რ ი იები ადამიანს ეხმარებიან ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.სახლში,სადაც ასეთი ყვავილი არის ადამიანები ფაქტიურად არ ავადმყოფობენ.ისინიც თეთრი იების მსგავსად ცოცხალი ანტიდეპრესანტები არიან.
ი ი ს ფ ე რ ი და ლურჯი ია სიბრძნისა და სულიერების სიმბოლოდ ითვლება.ყველაზე მეტად ეხმარება ფსიქოლოგებსა და მასწავლებლებს.

იები დარგულია ყველა წესის დაცვით დრენაჟის გათვალისწინებით ტორფითა და კერამზიდით გამდიდრებულ ნიადაგში.
მათი ზომების შესაბამის ქოთნებში.
ფასი 30-35₾
რაოდენობა 7
მიწოდება მეტროსთან

#იყიდეჩემთან
თუ მოგეწონა მომიწონე გააზიარე და მოიწვიე მეგობრები.
მადლობა

მოგესალმებით და წარმოგიდგენთ თქვენი სახლის   ულამაზეს მშვენებას -ანთურიუმს.ეს უცხო და დახვეწილი ოთახის მცენარე თავისი შა...
12/10/2019

მოგესალმებით და წარმოგიდგენთ თქვენი სახლის ულამაზეს მშვენებას -ანთურიუმს.
ეს უცხო და დახვეწილი ოთახის მცენარე თავისი შარმითა და ელეგანტურობით ნებისმიერ გარემოში იქცევს ყურადღებას და მოწონებას..მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა,მცენარე რომელიც 6-7 თვე ყვავილობს არ გამოირჩევა სურნელით,სამაგიეროდ თავისი ვიზუალით აცოცხლებს და ახარებს გარშემომყოფებს...
ანთურიუმს ,,კაცური ბედნიერების“ სიმბოლოს უწოდებენ და მიიჩნევენ რომ მამაკაცებისთვის ბედნიერებისა და კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.
მ ო ვ ლ ა

ანთორიუმი თავს კომფორტულად გრძნობს კარგად განათებულ ოთახში მაგრამ არ მოწონს პირდაპირი მზის სხივები, ორპირი და ჰაერის სიმშრალე.მისი ზრდა განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 16-25 გრადუსი,თუმცა 10-12 გრადუსზეც შეუძლია გამოზამთრება.ანთურიუმი უნდა მოირწყას კვირაში ორჯერ ოთახის ტემპერატურის ნადგომი წყლით.მის მწვანე ხასხასა ფოთლებს კი ორ კვირაში ერთხელ შეგვიძლია მტვერი მოვაშოროთ სველი ბამბის ტამპონით ძალიან ნაზად და ფრთხილად.ეს პროცედურა შეიძლება გავაადვილოთ და სპეციალური შესასხურებლით ჩავანაცლოთ რაც გარდა იმისა რო გაწმენდს მცენარეს ასევე დაატენიანებს.
მცენარე დარგულია მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ნიადაგში,მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრენაჟის გათვალისწინებით.
დეკორი არის მაქსიმალურად ზომიერი რადგან თავად იმდენად ელეგანტურია აღარ გადავტვირთე))
რაოდენობა 3.
ღირებულება 40₾
#იყიდეჩემთან

თუ მოგეწონა მომიწონე გააზიარე მოიწვიე მეგობრები.
მადლობა

მოგესალმებით და წარმოგიდგენთ თქვენი სახლის   ულამაზეს მშვენებას -ანთურიუმს.ეს უცხო და დახვეწილი ოთახის მცენარე თავისი შა...
12/10/2019

მოგესალმებით და წარმოგიდგენთ თქვენი სახლის ულამაზეს მშვენებას -ანთურიუმს.
ეს უცხო და დახვეწილი ოთახის მცენარე თავისი შარმითა და ელეგანტურობით ნებისმიერ გარემოში იქცევს ყურადღებას და მოწონებას..მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა,მცენარე რომელიც 6-7 თვე ყვავილობს არ გამოირჩევა სურნელით,სამაგიეროდ თავისი ვიზუალით აცოცხლებს და ახარებს გარშემომყოფებს...
ანთურიუმს ,,კაცური ბედნიერების“ სიმბოლოს უწოდებენ და მიიჩნევენ რომ მამაკაცებისთვის ბედნიერებისა და კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.
მ ო ვ ლ ა

ანთორიუმი თავს კომფორტულად გრძნობს კარგად განათებულ ოთახში მაგრამ არ მოწონს პირდაპირი მზის სხივები, ორპირი და ჰაერის სიმშრალე.მისი ზრდა განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 16-25 გრადუსი,თუმცა 10-12 გრადუსზეც შეუძლია გამოზამთრება.ანთურიუმი უნდა მოირწყას კვირაში ორჯერ ოთახის ტემპერატურის ნადგომი წყლით.მის მწვანე ხასხასა ფოთლებს კი ორ კვირაში ერთხელ შეგვიძლია მტვერი მოვაშოროთ სველი ბამბის ტამპონით ძალიან ნაზად და ფრთხილად.ეს პროცედურა შეიძლება გავაადვილოთ და სპეციალური შესასხურებლით ჩავანაცლოთ რაც გარდა იმისა რო გაწმენდს მცენარეს ასევე დაატენიანებს.
მცენარე დარგულია მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ნიადაგში,მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრენაჟის გათვალისწინებით.
დეკორი არის მაქსიმალურად ზომიერი რადგან თავად იმდენად ელეგანტურია აღარ გადავტვირთე))
რაოდენობა 3.
ღირებულება 40₾
#იყიდეჩემთან

თუ მოგეწონა მომიწონე გააზიარე მოიწვიე მეგობრები.
მადლობა.

ბარაქას ხე ☘️ 💸თქვენს წინაშეა მისი უაღმატებულესობა ,,ბარაქას ხე“ იგივე ,,ბედნიერების ხე“ რომლის ოფიციალური სახელია კ რ ა...
05/10/2019

ბარაქას ხე ☘️ 💸
თქვენს წინაშეა მისი უაღმატებულესობა ,,ბარაქას ხე“ იგივე ,,ბედნიერების ხე“ რომლის ოფიციალური სახელია კ რ ა ს უ ლ ა და მიეკუთვნება ე.წ სუკულენტს.
სიცოცხლისუნარიანი,გამძლე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ოჯახში ბარაქისა და მატერიალური კეთილდღეობის მომტანი ცოცხალი ორგანიზმი.
ის არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას,იტანს ხანგრძლივ უწყლობას რადგან მის გენეტიკაში ხანგრძლივი გაუწყლოება ათვისებულია როგორც ეს დამახასიათებელია სამხრეთ აფრიკის სუკულენტებისათვის.
სინათლის უკმარისობის შემთხვევაშიც შეუძლია სიცოცხლე მაგრამ ამ შემთხვევაში,მას უფრო ფერმკრთალი და გაწელილი ფოთლები ექნება.კრასულას ოპტიმალური განვითარებისათვის საუკეთესო მხარე სამხრეთის,სამხრეთ-აღმოსავლეთის ფანჯრებია,ტემპერატურა კი ზამთარ-ზაფხულ მონაცვლეობით( ზაფხულში 20-25 ზამთარში 8-10 გრადუს C) თუმცა,კრასულა ზამთარში მიუხედავად იმისა, რომ -2 გრადუს C -საც კი უძლებს,ოთახის ტემპერატურის ფარგლებშიც იზამთრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუკი მას გამათბობელთან ახლოს არ მივუჩენთ ადგილს.
კრასულას მოვლა სახლის პირობებში ძალიან ადვილია,მას იშვიათად ესაჭიროება მორწყვა ( თვეში ერთხელ),ვრწყავთ მხოლოდ მას შემდეგ ვიდრე მიწის ზედა ფენა კარგად გაშრება.ხშირი მორწყვა იწვევს მცენარის ფესვების ლპობას და სიკვდილს.
კრასულა ჭკვიანი სუკულენტია,ის სიგნალს იძლევა წყლის ნაკლებობის შემთხვევაში,ფოთლები ურბილდება და ცვივა.მისი მორწყვა სასურველია თბილი ან ოთახის ტემპერატურის წყლით საღამოს საათებში.
,,ბარაქას ხეს“ - „ფულის ხე“ ტყუილად როდი შეარქვეს,ფენ შუის ფილოსოფიის მიხედვით ის ოჯახში მატერიალური კეთილდღეობის გარანტია.სწორედ ამ თვისების გამო გახდა ეს სუკულენტი პოპულარული და თითქმის ყველა ოჯახში ოფისებსა თუ სხვა და სხვა დაწესებულებეში გვხვდება.. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასურველი შედეგის მისაღებად რამოდენიმე ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო ბარაქას ხეს ,,ასამუშავებლად“
სწორი ადგილმდებარეობა-( სამხრეთი,სამხრეთ აღმოსავლეთი)
მცენარეზე წითელი ძაფის შებმა.ფენ შუის მიხედვით სწორედ წითელი ძაფია მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი.
ჩემი ულამაზესი ბარაქას ხე დარგულია ყველა წესის დაცვით,მისთვის განკუთვნილ საუკეთესო ნიადაგში და სპეციალურ ქოთანში,დრენაჟის გათვალისწინებით.

ბევრი ვიფიქრე მის შეფასებაზე მინდა ობიექტური ვიყო და მისაღები იყოს ყველასთვის.ბარაქას ხე გაიყიდება ა უ ქ ც ი ო ნ ი ს წესით მისი თვითღირებულებაა 36₾ ( სწორედ ამიტომ გამიჭირდა მისი შეფასება)
მცენარე
ქოთანი
ნიადაგი
დეკორი
სული და გული ჩავდე მასში))
#იყიდეჩემთან

☘️ თუ მოგეწონა მომიწონე და მონიშნე ერთი მეგობარი, გააზიარე თუ არ დაგეზარება))დიდი მადლობა

Address


Telephone

+995555404313

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nina's Flowers posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Event Planning Service?

Share