24/10/2023
ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებული pepsico -ს 2 დიდი ღონისძიება თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახებითვის
Official Page of DJ Rembo, celebrity DJ & Event Manager. Playing Hip-Hop & Pop music
(22)
Be the first to know and let us send you an email when Dj Rembo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Send a message to Dj Rembo:
Want your business to be the top-listed Event Planning Service?
უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა საქართველოს ბანკში გავაგზავნე CV. მაშინ სამსახურის შოვნა საკმაოდ რთული იყო, ბევრი ეძებდა სამუშაოს. დამირეკეს, გავიარე ტესტირება, გასაუბრებები და მოვხვდი გარე გაყიდვების დეპარტამენტში, რომელიც ახალი შექმნილი იყო. შეგვასწავლეს ბანკის პროდუქტები და შემდეგ მათ გასაყიდად გაგვიშვეს. მაგალითად, უნდა დამევლო პეკინის ქუჩა თავიდან ბოლომდე, შემეთავაზებინა მობინადრეებისთვის იპოთეკური სესხები, თანაც მაშინ არც სამშენებლო ბიზნესი იყო ასე აქტიური, მით უფრო, ასეთ მომსახურებაზეც ძალიან ცოტამ იცოდა და ზოგი შიშით, ზოგიც აგრესიით ეკიდებოდა. ძალიან რთული იყო, ამიტომ მალე სხვა შეთავაზებაზე გადავედით, დავდიოდი ვაგზლის ტერიტორიაზე და სამომხმარებლო სესხებს ვთავაზობდი გამვლელებს. სამუშაო აქაც ძალიან რთული იყო. სულ გარეთ გვიწევდა ყოფნა, ამინდის მიუხედავად, სანამ დაგვაწინაურებდნენ. ბევრმა ვერც გაუძლო. მიღებული 30 ადამიანიდან, 3 თვის მერე მხოლოდ 10 დავრჩით. მე დეპარტამენტში მისი არსებობის ბოლომდე ვმუშაობდი. ამ პერიოდში ავითვისე გაყიდვები და მომსახურება კარგად, რაც შემდეგ ძალიან გამომადგა. მივეჩვიე სტაბილურ მუშაობას, დილით ადრე ადგომას. პირველი მივდიოდი სამუშაოდ და ბოლო ვბრუნდებოდი. ვიცოდი, რომ დიდი შრომა მჭირდებოდა შედეგზე გასასვლელად.
ბანკის პარალელურად, ერთ-ერთ კლუბში ფეის-კონტროლი ვიყავი. ძნელი იყო ამ ორი საქმის შეთავსება, მაგრამ მაგისტრატურაში სასწავლად მჭირდებოდა ფული და თავს არ ვზოგავდი. მაშინ არც მქონდა DJ-ინგისთვის საჭირო ინსტრუმენტები, არც ლეპტოპი, შეძენის საშუალებაც არ იყო. ამიტომ მეგობართან მივდიოდი, დისკებზე ვწერდი მუსიკას და როცა კლუბში არავინ იყო, მაგ დროს ვახერხებდი დაკვრას და მეცადინეობას. DJ-ინგი ყოველთვის იყო ჩემი ჰობი, თუმცა თბილისში 2-3 კლუბი იყო, სულ ერთი და იგივე ხალხი გამოდიოდა და ადვილად არავინ მიმიშვებდა დასაკრავად. ღამით კლუბში რომ ვიმუშავებდი, მერე ვიმეცადინებდი, ხოლო დღისით, უძილო, ბანკში მივდიოდი და იქ ვმუშაობდი. რთული იყო, მაგრამ რაღაც დროის მერე, ორივე საქმეს კარგად ავუღე ალღო. დიჯეინგისთვის საჭირო ინსტრუმენტებიც ამ პერიოდში დაგროვილი თანხით შევიძინე. ამასთან, ივენთებსაც ვუწევდი ორგანიზებას, ეს დამატებითი პრაქტიკაც იყო და ცნობადობის ამაღლებაც.
როცა ჩვენი დეპარტამენტი დაიხურა, დავიწყე იმის კეთება, რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა – ივენთების მოწყობა. ბილეთებსაც მე ვყიდდი, კლუბსაც მე ვქირაობდი, აპარატურასაც, ფეის-კონტროლსაც, ბუღალტერსაც და DJ-ც მე ვიყავი. თანაც, ბაზარზე იყო ელექტრონული მუსიკა, ხოლო მე პაპსას ვუკრავდი, რაც სერიოზულად არ აღიქმებოდა. თავიდან წამგებიანი იყო, თუმცა 1 წლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ჩემზე მოთხოვნილება ძალიან გაიზარდა. იმ კლუბებიდანაც წამოვიდა სერიოზული მოთხოვნა, სადაც იქამდე არასოდეს დამიძახებდნენ.
დღეს უკვე საკუთარი ივენთ კომპანია მაქვს და საქმის პარალელურად, რეგულარულად გავდივარ სწავლებებს, განვითარებისთვის, როგორც მუსიკალური, ისე მარკეტინგის, მენეჯმენტის, პიარის მიმართულებით, რადგან, რაც უფრო მეტად ვითარდები, უფრო მეტად გრძნობ, რა სურთ ივენთის სტუმრებს, როგორ გაართო, აცეკვო და საქმეც უკეთ გამოგდის.