21/09/2023
გრემის ნომინანტი მულტიინსტრუმენტალისტი ტალ მაშიაკი წარსდგება თქვენს წინაშე 7 ოქტომბერს, 19 საათზე, კოჯრის ტყის სიზმრებზე 💫💛
შტატი 51-ის კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა 💫
გრემის ნომინანტი მულტიინსტრუმენტალისტი ტალ მაშიაკი 7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კოჯრის ტყეში 🎵
შემსრულებელი და კომპოზიტორი ბრუკლინში, ნიუ-იორკში მოღვაწეობს და ქმნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ორიგინალურ ხმას მსოფლიო ჯაზ-მუსიკის სცენაზე.
ტალ მაშიაკი 1993 წელს, ისრაელში დაიბადა. 10 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიტარას, 17 წლის ასაკში დაიწყო კონტრაბასის შესწავლა,18 წლის ასაკში კი, ტალმა პირველი პრიზი მოიპოვა გიტარის ეროვნულ კონკურსზე "იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში". იღებდა ყოველწლიურ სტიპენდიებს "ამერიკა-ისრაელის კულტურული ფონდისგან" კლასიკური და ჯაზ მუსიკის კვლევებისთვის. 2015 წელს, სრული სტიპენდიის მიღების შემდეგ სწავლას აგრძელებს პრესტიჟულ უნივერსიტეტ "The New School"-ში და მაშიაკი ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად.
ტალის სასცენო ისტორია მრავალფეროვანია, მას მუსიკა შეუსრულებია ისეთ არტისტებთან ერთად როგორებიცაა ანატ კოენი, ავიშაი კოენი, მულატუ ასტატკე, ჯეფ ბალარდი, ნაშიტ უეიტსი, ჯეისონ ლინდნერი, რავი კოლტრეინი, ჯასტინ ბრაუნი, შაი მაესტრო, ომერ ავიტალი, და ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა კარნეგი ჰოლი, Blue Note NY, ნიუპორტის ჯაზის ფესტივალი, ლინკოლნ ცენტრი, Pit inn Tokyo, SFJAZZ, უმბრია ჯაზი, მონრეალის ჯაზ ფესტივალი და სხვა.
როგორც ჯგუფის სოლისტი, ტალი არის სხვადასხვა მრავალფეროვანი პროექტების ავტორი, რომლებიც თავის მხრივ განსხვავებულ მუსიკალურ ხედვას გვთავაზობს, "TM Street Band" - მუსიკალური წვეულების ჯგუფია ფანკ სტილში, რომელიც ხაზს უსვამს ტალის შინაგან ბავშვურ მხიარულებას და აერთიანებს ჟანრებს საზღვრების გარეშე. "GTO Trio" კი, თანამედროვე ჯაზის ტრიოა, რომელსაც თანა-ხელმძღვანელობენ პიანისტი გადი ლეჰავი და დრამერი ოფრი ნეჰემია.
The Grammy-nominated multi-instrumentalist Tal Mashiach will present at Kojri Forest Dreams on October 7, 19:00 🎵
Performer and composer is based in Brooklyn, New York, and creates one of the most prominent and original voices in the world jazz music scene.
Born in Israel in 1993, Tal studied classical guitar from age 10 and began studying double bass at 17. At the age of 18, Tal won first prize at the national guitar competition at the “Jerusalem Academy of Music and Dance” and received annual scholarships from the “America - Israel Cultural Foundation” for classical & jazz studies.
Upon receiving a full scholarship to the prestigious university “The New School'' Mashiach moved to New York in 2015.
Tal has performed and recorded with leading artists in the scene, such as Anat Cohen, Avishai Cohen, Mulatu Astatke, Jeff Ballard, Nasheet Waits, Jason Lindner, Ravi Coltrane, Justin Brown, Shai Maestro, Omer Avital in highly renowned venues such as Carnegie hall, Blue note NY, Newport Jazz Festival, Lincoln Center, Pit inn Tokyo, SFJAZZ, Umbria Jazz, Montreal Jazz Festival and others.
As a band leader, Tal formed various projects to fulfill his diverse musical vision.
“TM Street Band” - a funky world music party band which brings out Tal's inner child playfulness, fusing genres with no borders. TM Street Band has toured Europe and plays frequently in New York clubs.
“GTO Trio” - a contemporary jazz trio co-leaded with pianist Gadi Lehavi & drummer Ofri Nehemya. The trio has toured Japan and Europe, played at the Blue Note NYC and headlined the international Jerusalem Jazz Festival.
Tickets: tkt.ge/event/369991/kojris-tyis-sizmrebi