DCBL

DCBL Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from DCBL, Event Planner, .

05/12/2022

ℹ For English See More
◾ უკვე ძალიან მალე - 9 დეკემბერს - DCBL წარმოგიდგენთ - ნამდვილი ტექნოს სულისკვეთება და ელექტრონული მუსიკის ჯადოსნური ვაიბი MONO HALL-ში - Octave One-ის შესრულებით. ამერიკელ მუსიკოსებს მასპინძლობას გაუწევს, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Gio Shengelia და Ash Scholem.

🎟 ბილეთები: tkt.ge/OctaveOne
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

---------------

◾ Almost very soon - On December 9 - DCBL presents - Real Techno music vibes by Octave One at MONO HALL. This night, also will perform most exceptional local artists: Gio Shengelia and Ash Scholem.

🎟 Buy Tickets: tkt.ge/OctaveOne
♀♂ Age Control 18+

29/11/2022

ℹ For English See More
◾ 9 დეკემბერს, MONO HALL და DCBL წარმოგიდგენთ - ელექტრონული მუსიკის სცენაზე , ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ამერიკულ Techno ჯგუფს - Octave One. ამერიკელ მუსიკოსებს მასპინძლობას გაუწევს, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Gio Shengelia და Ash Scholem.

🎟 ბილეთები: tkt.ge/OctaveOne
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

---------------

◾ On December 9, MONO HALL and DCBL presents - Octave One / Gio Shengelia / Ash Scholem. This night, also will perform most exceptional local artists: Gio Shengelia and Ash Scholem.

🎟 Buy Tickets: tkt.ge/OctaveOne
♀♂ Age Control 18+

28/11/2022

ℹ For English See More
◾ 9 დეკემბერს, MONO HALL და DCBL წარმოგიდგენთ - Octave One / Gio Shengelia / Ash Scholem. ამერიკელ მუსიკოსებს მასპინძლობას გაუწევს, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Gio Shengelia და Ash Scholem.

🎟 ბილეთები: tkt.ge/OctaveOne
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

---------------

◾ On December 9, MONO HALL and DCBL presents - Octave One / Gio Shengelia / Ash Scholem. This night, also will perform most exceptional local artists: Gio Shengelia and Ash Scholem.

🎟 Buy Tickets: tkt.ge/OctaveOne
♀♂ Age Control 18+

26/12/2021

❗️❗️❗️

23/12/2021

საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის ერთობლივი განცხადება:
2 წლის წინ COVID19 გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკლუბო სცენამ, რომელიც გამორჩეულია მისი უნიკალურობით და დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, საკუთარი ინიციატივით მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რადგან გააზრებული გვქონდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა.
ამ პერიოდის განმავლობაში შევიმუშავეთ ცოდნაზე, გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამიტომ, კლუბების გახსნის მოთხოვნა არ დაგვიყენებია მანამ, სანამ თავად არ დავრწმუნდით, რომ შევძლებდით ჩვენს სივრცეებში შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას.
მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, დღეს, 22 დეკემბერს, 22 თვიანი ლოდინის შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.
ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.
სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება.
მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება:
თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია.
ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!
The Cultural and Creative Industries Union of Georgia
4GB
BASSIANI
Boom Boom Booking Agency
Bude
CAFE-GALLERY
Colibri
DCBL
DAISI • დაისი
დედაენის ბარი
KHIDI
Kibe
Left Bank
Lisi Rest
Lisi Wood
MIONI
Monument Events
Millennials
მტკვარზე • MTKVARZE
Mzesumzira
რეფლექტორი / Reflector
ROKVA
Barfly
GR Fest
Summer set
TREEBAL
Swing Festival
Tbilisi Open Air
TES
TIVI • ტივი
-----------
2 years ago, the Georgian clubbing scene, exceptional in its uniqueness and input in the country's cultural, social and economic development, made the autonomous decision to announce a temporary closedown, having acknowledged the severity of the epidemiological situation and the importance of public health care. Throughout this time, based on our knowledge, experience and research, we've developed a concept of safe events and guidelines designed to minimize the risk of spreading the virus at open and closed events with large crowds. For this reason, we refrained from demands to open clubs until we were sure we would be able to provide appropriate conditions in our spaces. Despite numerous promises and agreements initiated by the government, today, on December 22, after 22 months of waiting, the Interagency Coordination Council did not decide in favor of opening the clubs up. This unfair and unjust step has put the entire scene at risk of annihilation, along with the future of up to 8000 individuals working in the field. We are saddened to have come to realize that we believed the promises and once again, found ourselves bitterly deceived. Unfortunately, we don't have the luxury of calmly observing how the government is destroying our field, having provided the country with an unprecedented worldwide importance, in the name of social responsibility and care of its citizens, while on the other hand, they themselves are organizing concerts and mass gatherings. Not only did the government not find the will and desire to support and promote the field facing the crisis, but it chose to speak to us in the language of threats. Despite the intimidation of facing financial sanctions and criminal liability, we, the representatives of the Tbilisi electronic music and club scene have all come to a unanimous decision - Tbilisi night clubs will continue to work under the established protocol that has been agreed with the relevant agencies, that we have worked long and hard to develop and incurred enormous financial expenses to live up to, while already in an extremely difficult state, We are not giving up without a fight!

act4culture, The Cultural and Creative Industries Union of Georgia, 4GB Festival, Barfly, BASSIANI, BUDE, CAFE-GALLERY, Colibri, DAISI • დაისი, Dedaena, KHIDI, Kibe Left Bank , Lisi Wood, MIONI, მტკვარზე • MTKVARZE, Mzesumzira, Reflector, ROKVA Festival, Swing Festival , Tbilisi Open Air / AlterVision, DRAMA Bar, TIVI • ტივი , DCBL , MONUMENT , Summer Set .

21 დეკემბერს მსმენელის წინაშე მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL ბრიტანელი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ OUR CIRCULA SOUND-ის...
18/12/2019

21 დეკემბერს მსმენელის წინაშე მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL ბრიტანელი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ OUR CIRCULA SOUND-ის დამაარსებელი James Shaw იგივე SIGHA წარსდგება.

DCBL: Kangding Ray / Dasha Rush / Sigha / George Effe

შაბათს, 21 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL მსმენელის წინაშე ლეიბლ Fullpanda Records-ის სულის ჩამდგმელი დიჯეი...
17/12/2019

შაბათს, 21 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL მსმენელის წინაშე ლეიბლ Fullpanda Records-ის სულის ჩამდგმელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი DASHA RUSH წარსდგება.

DCBL: Kangding Ray / Dasha Rush / Sigha / George Effe

21 დეკემბერს ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ გერმანელ დიჯეის, პროდიუსერს, ხმის დიზაინ...
08/12/2019

21 დეკემბერს ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ გერმანელ დიჯეის, პროდიუსერს, ხმის დიზაინერს და ბერლინის ტექნო სცენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას David Letellier იგივე KANGDING RAY.

DCBL: Kangding Ray / Dasha Rush / Sigha / George Effe

12/11/2019

DCBL: Alva Noto / Samuel Kerridge / Nikakoi / Saphileaum

6 დეკემბერს ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ ბრიტანელ დიჯეის, პროდიუსერს და ლაივ შემსრულებელს SAMUEL KERRIDGE.

DEC 06 DCBL: Alva Noto / Samuel Kerridge / Nikakoi / Saphileaum6 დეკემბერს მსმენელის წინაშე ბრიტანელი დიჯეი, პროდიუსერი ...
10/11/2019

DEC 06 DCBL: Alva Noto / Samuel Kerridge / Nikakoi / Saphileaum

6 დეკემბერს მსმენელის წინაშე ბრიტანელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი SAMUEL KERRIDGE წარსდგება. მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ბგერითი არსენალით, იგი მარტო დგას რითმების სამყაროში, მისი ნამუშევრები კი უცნაურ პოეზიას მოგვაგონებს, რომლის წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია. მისი თითოეული ტრეკი მიზნად ისახავს წინასწარ ჩაფიქრებული სტრუქტურის შეცვლას, რაც მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო მუსიკალური თავგადასავალია. მიუხედავად მისი რელიზებისა ლეიბლებზე Downwards, Blueprint და საკუთარ ლეიბლზე ( ასევე ბერლინის საპატიო ღონისძიებების სერია) "Contort", მსმენელი ემორჩილება და ექვემდებარება ჰიპერსენსორულ სტიმულაციებს, რა ფორმაც არ უნდა მიიღოს Kerridge-ის მუსიკამ, იგი მუდმივად აგრძელებს განვითარებას.

6 დეკემბერს, ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ მსოფლიოს ექსპერიმენტალური მუსიკის სცენის...
03/11/2019

6 დეკემბერს, ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ მსოფლიოს ექსპერიმენტალური მუსიკის სცენის ლეგენდად წოდებულ გერმანელ პროდიუსერს და აუდიო/ვიზუალურ არტისტს ALVA NOTO პროექტით UNIEQAV (LIVE A/V)

Event Page: DCBL: Alva Noto / Samuel Kerridge / Nikakoi / Saphileaum

27/08/2019

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DCBL posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Event Planning Service?

Share