იყვარებოდეთ ურთიერთარს

  • Home
  • იყვარებოდეთ ურთიერთარს

იყვარებოდეთ ურთიერთარს Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იყვარებოდეთ ურთიერთარს, Event Planner, .

ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.    ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო....
16/04/2023

ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო.
ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.
ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.
ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია.
ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ ქრისტე აღსდგა

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან„აღსრულებულ არს...“ (იოან. 19,30)„აღსრულებულ არს - თქვა უფალმა ჯვარზე - „მიიდრიკა თავი და განუტე...
14/04/2023

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან
„აღსრულებულ არს...“ (იოან. 19,30)

„აღსრულებულ არს - თქვა უფალმა ჯვარზე - „მიიდრიკა თავი და განუტევა სული“. აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს! მიწაში ჩავარდნილი მარცვალი თუ არ მოკვდა, მარტო დარჩება. ხოლო თუ მოკვდება, მრავალ ნაყოფს გამოიღებს. ქრისტემ ჯვარზე თავი მიიდრიკა, სული განუტევა და სათავე დაუდო განახლებულ, გადარჩენილ კაცობრიობას! ქრისტეს აღსრულებისას გაუქმდა ძველი აღთქმის ეკლესია. შუაზე გაიყო ტაძრის კრეტსაბმელი, რომელიც ღმერთს ადამიანთაგან განყოფდა და გაუქმდა ძველი აღთქმისეული ტაძარიც. ადამიანთა ცოცხალი სულებისაგან დაიწყო ახალი, სულიერი ტაძრის დიადი მშენებლობა, რომლის თავკიდური ლოდი, თავი და საფუძველი, საწყისი და დასასრული, არის ქრისტე, სამყაროს მაცხოვარი. აღსრულდა და კვლავაც აღესრულება. აღსრულდა, გოლგოთა აღარ განმეორდება:. მასში გაიარა მარადიულმა მღვდელმთავარმა და ადამიანებს დაუსრულებელი სიცოცხლე უბოძა. უფლის გარეშე ხსნა არ არსებობს. გადარჩენის მსურველი ადის გოლგოთაზე ქრისტესთან, ეწაფება ცხოვრების წყაროს, ჭამს მის ხორცს, სვამს მის სისხლს და მყოფობს უფალთან, ცხოვრობს მისი ცხოვრებით, წმიდაა მისი სიწმიდით და ცხონდება არა თავისი საქმეებით, არამედ ქრისტეს სისხლით, მისადმი რწმენით.

აღსრულდა, მაგრამ არ დასრულებულა. ქრისტიანული სინდისი ვერ დამშვიდდება, ვერ მიეცემა სულიერ სიხარულს, ვერ მოისვენებს ქრისტეს ჯვრის ჩრდილქვეშ. მას სურს შეუდგეს ქრისტეს. შეუდგეს და გაჰყვეს მას საკუთარი ჯვრით; ჯვარს ეცვას, მოკვდეს ამ სოფლისთვის, სურს ემსახუროს ქრისტეს დაწყებულ საქმეს. ქრისტეს მიერ დათესილი მარცვლიდან ამოზრდილი ხე კვლავ იზრდება. ისევ ფუვდება მის მიერ ჩადებული საფუარი. არ დასრულებულა ღმრთის ტაძრის მშენებლობა, მიწას ზეცასთან რომ გააერთიანებს. ადამიანთა გადამრჩენელი და მათგან სულიერი ტაძრის ამგები იყო და არის ქრისტე, მაგრამ მისი ნებაა, რომ ადამიანები თანამუშაკნი იყვნენ ამ საქმეში. ამაღლდა უფალი დედამიწიდან და მის მიერ გადარჩენილ კაცობრიობას მიანდო წამოწყებული ცოცხალი მშენებლობა. წავიდა უფალი და დაგვიტოვა თავისი ხატება, ხატება ამ სოფლის მიერ უარყოფილი, შეურაცხყოფილი და გასისხლიანებული მართლისა; ხატება, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ამა სოფლის უსჯულოებასთან შეურიგებლობის და სიმართლისათვის ბრძოლის სულის ჩამდგმელი და ქრისტეს ეკლიან გზაზე მავალთა ნუგეშინისმცემელი.

აღსრულდა ქრისტეს საქმე ამქვეყნად და არ დასრულდება ვიდრე დიადი დღის დადგომამდე, როცა ძე კაცისა თავის მეორე „აღსრულებულ არს“ იტყვის. „ვიქმენი მე ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული... რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ და იგი იყოს ჩემდა ძე“ (გამოცხ. 21,6-7)

უფალმან თავისი ჯვარცმის შესახებ ბრძანა: „ოდეს აღვმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (იოან. 12,32) და შემდგომად ამისა ყოველი გულმხურვალე ქრისტიანი პავლე მოციქულის მსგავსად აღმოთქვამს: „ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“ (გალატ. 6,14). ამინ!

რა საჭირო იყო მისი ჯვარცმა? რატომ გამოგზავნა მამა ღმერთმა ძე იმისთვის, რომ ის ჯვარცმულიყო?- ის იმიტომ კვდება, რომ თავის ...
14/04/2023

რა საჭირო იყო მისი ჯვარცმა? რატომ გამოგზავნა მამა ღმერთმა ძე იმისთვის, რომ ის ჯვარცმულიყო?

- ის იმიტომ კვდება, რომ თავის თავზე იღებს ადამიანისადმი უსაზღვრო სოლიდარობას. ის თავის თავზე იღებს ღვთისგან მოწყვეტილი, ღვთისგან მიტოვებული, გაღატაკებული ადამიანის ბედს. გაიხსენეთ ქრისტეს სიტყვები, ისტორიაში ყველაზე საშინელი ღაღადი, რომელიც ჯვრიდან იქნა გაგონილი: "ღმერთო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?"(მათე, 27, 46). ეს ჯვარზე მომაკვდავი მაცხოვრის ყვირილია. როგორ შეეძლო მას, ვინც თვითონ არის ღმერთი, დაეყვირა სიტყვები, რომელიც კაცობრიობის ტრაგედიას, ცხოვრების და სიკვდილის მთელ საშინელებას გამოხატავს? ჩვენ ამის ახსნა, გაგება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გავშიფროთ ის, რაც მოხდა:

მოხდა ის, რომ რაღაც მომენტში ქრისტემ თავს იდო ადამიანის არსებობის და ყოფის ერთადერთი, საბოლოო საშინელება: ღმერთის დაკარგვა, უღმერთობა, რაც ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი. ის მოკვდა ღმერთის დაკარგვის გამო; მოკვდა იმიტომ, რომ იმის განცდა და გადატანა მოინდომა, რაც ყოველი ადამიანის შემზარავი ბედია: დროით და სივრცით შეზღუდვის საშინელება, მარადისობის დაკარგვა, ღმერთის დაკარგვა. არ არსებობს ურწმუნო დედამიწაზე, რომელმაც ისე გადაიტანა უღმერთობა, ღმერთის დაკარგვა, როგორც ეს გადაიტანა სიკვდილის მომენტში ძეღმერთმა, რომელიც ძე კაცისა გახდა.

ქრისტეს საიდუმლო მოიცავს ადამიანთა არსებობის მთელ საიდუმლოს, მთელ მის საშინელებას და მთელ მის დიდებას; არავინ რჩება ქრისტე მაცხოვარის საიდუმლოს გარეთ. ღმერთი ქრისტეს დედამიწაზე მოვლინებით, ჯვარცმით, - ნამდვილად ბოლომდე, ტრაგიკულად და დიდებულად, უსაზღვრო მორჩილებით გასცემს საკუთარ თავს სამყაროს გადასარჩენად და ამით ბოლომდე ახორციელებს შემოქმედის პასუხისმგებლობას სამყაროს ბედ-იღბალზე..."

ჯვარს აცვეს ღმერთი. მეტი რაღა გინდა, ადამიანო? რომ არ ყოფილიყო კეთილგონიერი ავაზაკი, ვერაფრით შეძლებდი თავის მართლებას. ...
14/04/2023

ჯვარს აცვეს ღმერთი. მეტი რაღა გინდა, ადამიანო? რომ არ ყოფილიყო კეთილგონიერი ავაზაკი, ვერაფრით შეძლებდი თავის მართლებას. ის რომ არ ყოფილიყო, დედამიწა სამუდამოდ დარჩებოდა ჯოჯოხეთად. როცა ქრისტეს მიმართ ყველა მისი მოწაფე დაბრკოლდა, ავაზაკმა ის აღიარა როგორც ღმერთი და როგორც მეუფე: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ავაზაკი ჩვენი იმედია, რამეთუ მან მაშინ აღიარა ქრისტე ღმერთად, როცა ყველამ დაკარგა მისი, როგორც ღმერთის იმედი, რამეთუ მან იესო მაშინ აღიარა ღმერთად, როცა იესო იყო გალანძღული, მასხრად აგდებული, ნაწამები, როცა ის გაცვლილი იქნა ბოროტმოქმედზე, მაშინ, როცა ისე საშინლად ეწამებოდა და იტანჯებოდა, როგორც უბრალო ადამიანი.

მაგრამ იმ დროს, როცა ადამიანები ღმერთს აფურთხებდნენ, იმ დროს, როცა ადამიანები ღმერთს ჯვარზე აკრავენ, მთელი ბუნება წინ აღუდგება ყოველივე ამას: იყო ჟამი მეექუსე; და ბნელ იყო ყოველდა ქვეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე... და ხმა-ჰყო ხმითა დიდითა იესო, და განუტევა სული და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისა მის შორის, და საფლავნი აღეხუნენ. და მრავალნი გუამნი შესვენებულთა წმიდათანი აღსდგეს (მათე 28, 45, 59-62

ჩვენი ცხოვრება მიწაზე ხომ არ არის უფალ ქრისტესთვის დაუსრულებელი დიდი პარასკევი? ყოველი ჩემი ცოდვა ესაა სამსჭვალი, რომელს...
14/04/2023

ჩვენი ცხოვრება მიწაზე ხომ არ არის უფალ ქრისტესთვის დაუსრულებელი დიდი პარასკევი? ყოველი ჩემი ცოდვა ესაა სამსჭვალი, რომელსაც მე ვასობ მშვიდი უფლის ხელში, ყოველი ჩემი ვნება ეკლის გვირგვინია, რომელსაც თავზე ვადგამ უფალს...

განა ჯვარს არ აცვამს ქრისტეს ის მღვდელი, რომელიც თავისი ცხოვრების წესით ქრისტესგან განაგდებს თავის სამწყსოს? განა არ ტანჯავს, არ დასცინის აღმდგარ ქრისტეს ის პროფესორი, ის მასწავლებელი, რომელიც თავისი ღვთისმბრძოლი სწავლებით განაგდებს ღმერთს თავის მოწაფეთა სულებიდან? განა არ არცხვენს და არ ნერწყვავს ქრისტეს ყოველი ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანია მხოლოდ სახელით?...

არა მარტო ქრისტე ღმერთისთვის, ძმანო, არამედ ყველა ქრისტიანისთვის ცხოვრება მიწაზე განუწყვეტელი დიდი პარასკევია – რაც უფრო მეტადაა ქრისტე შენში, მით უფრო მეტად გდევნიან. თუ შენ ქრისტიანი ხარ, ჩათვალე თავი ქვეყნის ნამუსრევად, რომელსაც ყველა ფეხქვეშ თელავს, როგორც თელავდნენ ქრისტეს.

როცა გნერწყვავენ, დალოცე; როცა გცემენ, აპატიე; როცა სძულხართ, გიყვარდეს; მოთმინებით დაამარცხე მტანჯველი, როგორც უფალმა უპასუხა ბოროტებას სიკეთით; იბრძოლე, როგორც უფალი იესო იბრძოდა – სიამაყეს თავმდაბლობით სძლიე, უხეშობას სიმშვიდით გაუმკლავდი, სიძულვილს სიყვარულით მოერიე, დამცირებას მიტევებით ებრძოლე, ცილისწამებას – ლოცვით. ეს გამარჯვების გზაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაკვალა იესო ქრისტემ; მას ტანჯვით მიჰყავხარ აღდგომამდე. ჩვენ ამ გზაზე ვართ, ერთადერთ გზაზე, რომელიც აღდგომით მთავრდება, თუ ვლოცავთ მათ, ვინც გვწყევლის, თუ სიკეთეს ვუკეთებთ მათ, ვისაც ჩვენ ვძულვართ, თუ გვიყვარს ჩვენი მტრები, თუ არ ვმრისხანებთ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, თუ ვლოცულობთ, როცა გვაძაგებენ, თუ ლოცვით გადაგვაქვს, როცა გვაფურთხებენ. ჩვენ ნამდვილად იმ გზაზე ვდგავართ, რომელიც მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით, თუ მაშინაც კი, როცა ჯვარს გვაცვამენ, ქრისტეს მსგავსად ვლოცულობთ ჩვენს მტანჯველებზე: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

(გასამართლება)(საუბარი დიდ პარასკევთან დაკავშირებით)მამა იუსტინე (პოპოვიჩიღვთის ხატება ადამიანში არასდროს ყოფილა ისე დაკ...
14/04/2023

(გასამართლება)(საუბარი დიდ პარასკევთან დაკავშირებით)
მამა იუსტინე (პოპოვიჩი

ღვთის ხატება ადამიანში არასდროს ყოფილა ისე დაკნინებული, საყვარელო ძმაო, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა ღმერთი ისე დამცირებული, როგორც დღეს. დღეს ეშმაკი ჩასახლდა ადამიანში, რათა განხორციელებული ღმერთკაცი განყოს. დღეს მთელმა ბოროტებამ ადამიანის სხეულში მოიყარა თავი, რათა ღმერთი განაგდოს. დღეს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე გადმოსახლდა; ნუთუ ვინმეს ახსოვს, რომ ოდესღაც დედამიწაზე სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე პირველი. მაშინ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, ღმერთი მოკლა. ადამიანო, რა გქვია შენ, თუ არა ეშმაკი? მაგრამ რას ვამბობთ? ეს ხომ ეშმაკის ცილისწამებაა. ეშმაკი არასდროს ყოფილა ასე ბოროტი, ასე ოსტატურად ბოროტი, როგორც ადამიანია. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, მაგრამ იქ იგი ჯვარზე არ გაუკრავთ. ჩვენ კი ჯვარს ვაცვით! განა ადამიანები ეშმაკზე უარესნი არა ვართ, განა დედამიწა ჯოჯოხეთზე ცეცხლშეგზნებული არაა? ჯოჯოხეთიდან ქრისტე არ განუდევნიათ, დღეს კი ის ადამიანებმა დედამიწიდან გააძევეს, თავისი სხეულიდან, თავისი გულიდან, თავისი ქალაქიდან გააგდეს...

გულზე გველივით შემომხვევია, ძმებო, ერთი ბოროტი კითხვა და ნიშნისმოგებით მეუბნება: ნუთუ ოდესღაც ადამიანი კეთილი იყო, თუკი მან შესძლო ქრისტეს ჯვარცმა? შენ გჯერა ადამიანის, ამაყობ მისით, ოპტიმისტი ხარ? ოჰ, შეხედე ადამიანს, შეხედე კაცობრიობას დიდი პარასკევის მწვერვალიდან, შეხედე ადამიანს, რომელმაც ღმერთკაცი მოკლა, და თქვი: შენ ახლაც ოპტიმისტი ხარ? ნუთუ არ გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ? ნუთუ ვერ ხედავ, რომ ადამიანი ეშმაკზე უარესია?

დაივიწყეთ ყველა დღე დიდ პარასკევამდე და დიდი პარასკევის შემდეგ; შეხედეთ ადამიანს დიდი პარასკევის მიჯნიდან. ხომ არ არის ის ყოველგვარი ბოროტების მწვერვალი, ყოველგვარი დაბრკოლების ასპარეზი, ყოველგვარი სისაძაგლის თავმოყრა? ჭკუაზე ხომ არ შეშალა ადამიანმა დედამიწა? ხომ არ დაამტკიცა დღეს ღმერთკაცის მკვლელმა ადამიანმა, რომ ის ჭეშმარიტად დედამიწის შეშლილობას გამოხატავს?

თვით საშინელი სამსჯავროც კი, ძმებო, არ იქნება დიდ პარასკევზე საშინელი. არა, ის უეჭველად ნაკლებად საშინელი იქნება, რამეთუ მაშინ უფალი იქნება მსჯავრმდებელი, დღეს კი ადამიანი სჯის ღმერთს. დღეს ხდება ღმერთის საშინელი განსჯა, მას სჯის კაცობრიობა. დღეს ადამიანი აფასებს ღმერთს, აფასებს მას ოცდაათ ვერცხლად, ქრისტეს - ოცდაათ ვერცხლად. ნუთუ ეს არის ბოლო შეფასება? ნუთუ იუდა ჩვენი საბოლოო სიტყვაა ქრისტეს შესახებ?

დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ცისა და მიწის ისტორიაში ესაა უდიდესი ამბოხება. ცისა და მიწის ისტორიაში ესაა უდიდესი ცოდვა. ასეთი რამ არ ჩაუდენიათ თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. ამბობენ, რომ უფალი იესო არასდროს იცინოდა, პირიქით, ხშირად ხედავდნენ მას მტირალს. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს გასათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა. ადამიანო, აქვს თუ არა საზღვარი შენს უგუნურებას? აქვს კი საზღვარი შენს დაცემულობას?

ჯვარი, სამარცხვინო საჩუქარი, მივუძღვანეთ მას, ვინც მარადიული დიდება მოგვანიჭა. კეთროვანო, შენ მან კეთრისაგან განგწმინდა, ნუთუ ამის სანაცვლოდ შენ მას ჯვარს უძღვნი? ბრმავ, შენ მან თვალი აგიხილა, ნუთუ იმისთვის, რომ ჯვარი გეხილა და ის მასზე გაგეკრა? მკვდარო, შენ ცხედრისაგან აღგადგინა, ნუთუ იმისთვის, რომ შენს სამარეში ის ჩაგესვენებინა? უტკბილესმა იესომ კეთილი უწყებებით დაატკბო ჩვენი ცხოვრების მწარე საიდუმლო, ძმებო, რომელი ერთისათვის ვანიჭებთ მას ამგვარ სიმწარეს?

„ჩემო ხალხო, რა დაგიშავეთ? განა იუდა არ აღვავსე სასწაულებით? განა არ აღვადგენდი მკვდარს ერთი სიტყვით? განა არ ვკურნავდი ყოვლგვარ ავადმყოფობასა და სნეულებას?.. თქვენ კი რას მომაგებთ? მკურნალობისათვის წყლულები მომანიჭეთ, სიცოცხლის სანაცვლოდ მკლავთ და ხის ჯვარზე მაკრავთ...“

დიდი პარასკევი არის, ძმებო, ჩვენი სირცხვილიც, თავის მოჭრაც და თავს ლაფის დასხმაც. იუდა ისკარიოტელში მეტ-ნაკლებად იყო თითოეული ადამიანის სულის ნაწილი. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ჩვენ უცოდველნი ვიქნებოდით. იუდას გამო ყველა ჩვენგანი დაეცა; ყველა ჩვენგანმა გასცა ქრისტე; ყველა ჩვენგანმა გასცა ქრისტე და ეშმაკის თანაზიარი გახდა, სატანა შევიწყნარეთ. დიახ, სატანა, რამეთუ წმინდა სახარებაში ნათქვამია: „შემდგომად მიღებისა იუდასა პურისა მის, შევიდა მისა ეშმაკი“ (იოანე 13, 28). რომელი პურის შემდეგ? იმ პურის მიღების შემდეგ, რომელიც მას ქრისტემ უბოძა, ზიარების შემდეგ, ქრისტეს შემდეგ. ოჰ, არსებობს კიდევ უფრო დიდი დაცემა, უფრო დიდი საშინელება?

ვერცხლისმოყვარეობავ, შენ გაეცი უფალი იესო ქრისტე! ვერცხლისმოყვარეობავ, შენ დღესაც ხშირად გასცემ მას. იუდა, რომელიც ქრისტეს მოწაფე იყო, რომელიც ქრისტეს ყველა სასწაულს ესწრებოდა, რომელიც ქრისტეს სახელით კეთროვნებს განწმენდდა, ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, არაწმინდა სულებს განაგდებდა - ეს იუდა ვერცხლისმოყვარეობამ აქცია გამცემლად და ქრისტეს მკვლელად; მაშინ მე და შენ როგორღა არ გვაქცევს გამცემლებად და ქრისტეს მკვლელებად, მე, რომელსაც არ მიხილავს განკაცებული ღმერთი, რომელსაც არც კეთროვანი განმიწმინდავს, არც ავადმყოფები განმიკურნავს, არც მკვდრები აღმიდგენია იესოს სახელით? იუდა დიდი ხნის მანძილზე იყო მასთან, ვისაც ადგილი არ ჰქონდა, რომ თავი მიედრიკა, რომელიც საქმით და სიტყვით ასწავლიდა, რომ არც ვერცხლი და არც ოქრო არ ეტარებიათ. ხოლო მე? ხოლო შენ? თუკი არ ძალგიძს, ძმაო, უპოვარებისას იყო ბედნიერი, თუკი არ შეგიძლია, სიღარიბით იყო კმაყოფილი, იცოდე, რომ იუდობის კანდიდატი ხარ. ნუ იკითხავ: ნუთუ მე, უფალო? რამეთუ აუცილებლად მიიღებ პასუხად: დიახ, შენ თავად სთქვი. თუკი ესწრაფვი სიმდიდრეს, თუკი აღენთები ფულის წყურვილით, იცოდე, რომ შენში იუდა იღვიძებს. ძმაო და მეგობარო, სამუდამოდ დაიმახსოვრე: ვერცხლისმოყვარეობამ ჯვარს აცვა ქრისტე, მოკლა ღმერთი. ვერცხლისმოყვარეობამ ქრისტეს მოწაფე ქრისტეს მტრად, ქრისტეს მკვლელად აქცია. მაგრამ ამასაც არ დასჯერდა: მან თავად იუდაც მოკლა. ვერცხლისმოყვარეობას აქვს ის წყეული თვისება, რომ ადამიანს არა მარტო ქრისტეს მკვლელად, არამედ თვითმკვლელადაც აქცევს. ჯერ ის ადამიანის სულში კლავს ღმერთს, ხოლო, როცა ღმერთს მოკლავს ადამიანში, შემდეგ თვით ადამიანსაც კლავს.

სიკვდილი საშინელი საიდუმლოა, ძმაო, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა, როცა ადამიანები ღმერთს უსჯიან სიკვდილს და როცა სურთ მისი ყოველნაირი მოკვლა, სრულიად განადგურება, როცა სურთ, რომ ის სავსებით მკვდარი იყოს, ისე რომ მისგან აღარაფერი დარჩეს. დღეს ის დღეა, როცა ადამიანები ღმერთზე უფრო სასტიკნი არიან, რამეთუ ისე აწამებენ ღმერთს, როგორს მას არასდროს არავინ უწამებია; რამეთუ აფურთხებენ ღმერთს, მას კი არასდროს არავისთვის შეუფურთხებია; რამეთუ ურტყამენ ღმერთს, როცა მას არასდროს არავისთვის დაურტყამს. დაე, დადუმდეს ყველა, ვისაც ადამიანის სახელი ჰქვია! დუმდეს ყოველი ადამიანი! დაე, ნურავინ იამაყებს ადამიანობით, ნურავინ იამაყებს კაცობრიობით, რადგან დახეთ: კაცობრიობა თავის გულში ვერ გუობს ღმერთს, ის კლავს ღმერთს. განა შეიძლება იამაყო ასეთი კაცობრიობით! დაე, ნურავინ დაიკვეხნის ჰუმანიზმს! ოჰ, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სატანიზმია, სატანიზმი, სატანიზმი...

დღეს არც ეშმაკებს, არც ცხოველებს, არც ტურებს დაუწნავთ ეკლის გვირგვინი და არ დაუდგამთ ქრისტესთვის თავზე, ეს გააკეთეს ადამიანებმა. ეკლის გვირგინით შეამკეს ის, ვინც ადამიანი შეამკო უკვდავებით. კაცობრიობამ ეკლის გვირგვინი დაადგა თავზე მას, ვინც დედამიწას ვარსკვლავების გვირგვინი დაადგა! ეკლის გვირგვინს ვადგამთ, მეგობარო, ქრისტეს მეც, შენც, თუკი ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუკი ვჭორაობთ, თუკი ვლოთობთ, თუკი არა ვართ გულმოწყალენი, თუკი ვართ მრისხანენი, თუკი ცოდვილი აზრები გვიტრიალებს თავში, თუკი არაწმინდა ზრახვები გვაქვს, თუკი არა გვაქვს რწმენა და სიყვარული. თითოეული ჩემი და თქვენი ცოდვა ეკალია და იმ ეკლის გვირგვინს ვამატებთ, რომელსაც კაცობრიობა დაუცხრომელად წნავს უფალ იესო ქრისტეს თავზე დასადგმელად.

ღმერთის წამებისას ადამიანი არანაკლებ გულბოროტი აღმოჩნდა, ვიდრე ეშმაკი. თქვენ არ გჯერათ? მომისმინეთ, რას მოგვითხრობს თვითმხილველი: მაშინ მას სახეში აფურთხებდნენ: ოჰ, მას სახეში, მას საოცარსა და მომხიბვლელ თვალებში... ღმერთო, რატომ არ დადაღე კეთრით მათი ბაგენი და რატომ არ აქციე მათი ბაგები ჭრილობებად? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენთვის მოთმინება და სიმდაბლე გესწავლებინა? აფურთხებდნენ ამ საოცარ, ამ კეთილ სახეს, რომელიც ყოველგვარ თანავარსკვლავედზე, ყოველგვარ ნეტარებაზე უფრო ძვირფასია. რას ვამბობ? დიახ, ყოველგვარ ნეტარებაზე ძვირფასია, რადგან ამ სათნო სახეზე მთელი ნეტარების სისრულე, მარადიული სიხარულის მთელი სისრულეა... აფურთხებდნენ იმ ნათელ სახეს, რომლის წინაშეც ზღვა მშვიდდებოდა და წყნარდებოდა; იმ სახეს, რომელიც ლმობიერს ხდიდა აბობოქრებულ სულებს და მათ სიმშვიდეს ანიჭებდა. და თქვენ ამაყობთ ადამიანით? ოჰ, ნუღარ დადიხართ თავაწეული, მატლო და არარაობავ! არაფერს, არაფერს არ უნდა რცხვენოდეს თავისი თავის ისე, როგორც ადამიანს: არც დემონებს, არც მხეცებს, არც ცხოველებს... ადამიანები ღმერთს აფურთხებენ - არის კი რაიმე ამაზე საშინელი? ადამიანები ურტყამენ ღმერთკაცს - არის კი რაიმე ამაზე სატანისტური? ძმებო, ჯოჯოხეთი რომ არ ყოფილიყო, ის უნდა გამოგონილიყო ადამიანებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებისთვის...

მას, შემოქმედსა და ღმერთს, აფურთხებდნენ და სცემდნენ, ის კი სულგრძელად და დუმილით იტანდა ყოველივეს. შეძლებ კი თავის მართლებას შენ, როცა ყოველგვარ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით უპასუხებ? ყოველგვარ ბოროტებას - ბოროტებით? წყევლი მაშინ, როცა გწყევლიან და გძულს მაშინ, როცა სძულხარ? როცა ბოროტებას პასუხობ ბოროტებით, მაშინ უფალ იესო ქრისტეს აფურთხებ, როცა გძულს ის, ვისაც სძულხარ, ქრისტეს სცემ და სტანჯავ, როცა შეურაცხყოფას შეურაცხყოფით პასუხობ, უფალ იესო ქრისტეს ამცირებ, რადგან მას არასდროს ჩაუდენია ასეთი რამ.

და თავმდაბალ უფალს პილატე ჯვარცმისთვის სწირავს. ხალხი კი მას წამებაზე წამებას უმატებს, ტანჯვაზე - ტანჯვას, ლანძღვაზე - ლანძღვას. და გალანძღულ ღმერთს ჯვარზე აკრავენ, ჯვარზე აჭედებენ. ნუთუ ლურსმნებს გაუყრით ქრისტეს ხელებში, ხელებში, რომლებმაც ამდენი ავადმყოფი განკურნა? ამდენი კეთროვანი განწმინდა? ამდენი მკვდარი აღადგინა? ნუთუ დადუმდებიან ბაგენი, რომლებიც ისე საუბრობდნენ, როგორც არცერთ ადამიანს არ უსაუბრია? იაიროს, სადა ხარ? ლაზარე, სადა ხარ? ნაანის ქვრივო, სადა ხარ, რომ დაიცვა შენი და ჩემი ღმერთი? ნუთუ ჯვარს აცვამთ მას - უიმედოთა იმედს, წარუმატებელთა სასოებას, ბრმათა თვალისჩინს, ყრუთა ყურთასმენას, მკვდართა აღდგომას? ნუთუ ლურსმნებს ჩაარჭობთ ამ წმინდა ფეხებში, რომელთაც მშვიდობა მოიტანეს, რომელთაც გვახარეს, რომლებიც ისე დადიოდნენ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, რომლებიც ისწრაფვოდნენ ყველა ავადმყოფისაკენ? მკვდარი ლაზარესაკენ? ღადარინელი ეშმაკეულისაკენ?

უფალი ჯვარცმულია. კმაყოფილნი ხართ თუ არა ღვთისმბრძოლნო, დამშვიდდით თუ არა, ღვთისმკვლელნო? რას ფიქრობთ ჯვარზე მყოფი ქრისტეს შესახებ? მატყუარაა, უსუსური, მაცდური; თუკი ჭეშმარიტად ძე ღვთისა ხარ, ჩამოდი ჯვრიდან. აჰა, შენ, ტაძრის სამ დღეში აღმდგენელო, შენს თავს უშველე და ჩამოდი ჯვრიდან.

ხოლო რას ფიქრობს ჯვარზე მყოფი უფალი ჯვრის ქვეშ მყოფ ხალხის შესახებ? ფიქრობს მხოლოდ იმას, რაც შეიძლება იფიქროს სიყვარულისა და სიმდაბლის ღმერთმა: მამაო, შეუნდე, რამეთუ არა იციან, თუ რასა იქმან! ჭეშმარიტად არ იციან, თუ რას უშვებიან განკაცებულ ღმერთს. განა ღმერთისათვის ხორცშესხმული ყოფნა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ჯვარზე ყოფნა? უფრო მძიმე იქნებოდა, მერწმუნეთ, თუკი მას ყოველთვის გვერდით ეყოლებოდა ნახევრად ეშმაკი. რადგან გაცილებით დიდი სხვაობაა ღმერთსა და ადამიანს შორის, ვიდრე ეშმაკსა და ადამიანს შორის, სიკვდილსა და ღმერთს შორის, ვიდრე სიკვდილსა და ადამიანს შორის. მაცხოვარი გრძნობდა ამ ტანჯვას: მისი წმინდა, უცოდველი ბუნება აღსდგა სიკვდილის წინააღმდეგ და ის, ხედავდა რა სიკვდილის გარდუვალობას, ჭმუნავდა და დრტვინავდა, გული ჩემი მწუხარე არს სიკვდილამდე.

თუკი უფალი წუხს, თუკი უფალიც განიცდის სიკვდილის წინ, მაშინ მითხარით, ყოფილა რაიმე ადამიანისთვის სიკვდილზე უარესი? სიკვდილზე უფრო არაბუნებრივი? სიკვდილზე უფრო საშინელი? სიკვდილი ძნელია ღმერთისთვის და მით უფრო მძიმეა ის ადამიანისთვის. სიკვდილი ადამიანისთვის ყველაფერზე მეტად ძნელია, რადგან ის ყველაზე მეტად განაშორებს ადამიანს ღვთისაგან. ქრისტეს კაცურმა ბუნებამ იგრძნო ეს და ტკივილით აღიარა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე? - შეჰღაღადა ღმერთს მხოლოდშობილმა ძემ, მამის თანაარსმა, მამის განუყოფელმა ნაწილმა. ნუთუ ეს არ არის საუკეთესო დადასტურება, რომ სიკვდილი არის ძალა, რომელიც განგვაშორებს, გვწყვეტს, განგვყოფს ღმერთისაგან?

ჯვარს აცვეს ღმერთი. მეტი რაღა გინდა, ადამიანო? რომ არ ყოფილიყო კეთილგონიერი ავაზაკი, ვერაფრით შეძლებდი თავის მართლებას. ის რომ არ ყოფილიყო, დედამიწა სამუდამოდ დარჩებოდა ჯოჯოხეთად. როცა ქრისტეს მიმართ ყველა მისი მოწაფე დაბრკოლდა, ავაზაკმა ის აღიარა როგორც ღმერთი და როგორც მეუფე: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ავაზაკი ჩვენი იმედია, რამეთუ მან მაშინ აღიარა ქრისტე ღმერთად, როცა ყველამ დაკარგა მისი, როგორც ღმერთის იმედი, რამეთუ მან იესო მაშინ აღიარა ღმერთად, როცა იესო იყო გალანძღული, მასხრად აგდებული, ნაწამები, როცა ის გაცვლილი იქნა ბოროტმოქმედზე, მაშინ, როცა ისე საშინლად ეწამებოდა და იტანჯებოდა, როგორც უბრალო ადამიანი.

მაგრამ იმ დროს, როცა ადამიანები ღმერთს აფურთხებენ, იმ დროს, როცა ადამიანები ღმერთს ჯვარზე აკრავენ, მთელი ბუნება წინ აღუდგება ყოველივე ამას: ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.... ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს, და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი აღდგეს (მათე 27, 45, 50-52).

როცა ადამიანებმა დაამთავრეს ღმერთის დაცინვა და მიწყნარდნენ, მაშინ სამყარო ალაპარაკდა, ქვები ალაპარაკდნენ და უფრო მეტი თანაგრძნობა გამოხატეს ქრისტეს ტკივილის მიმართ, ვიდრე ადამიანებმა. მზეც კი ალაპარაკდა: დააბნელა ნათება მრისხანე მნათობმა ჩვენმა. სინათლეს შერცხვა იმისა, რაც ახარებდათ ადამიანებს. მკვდრებმა საფლავებში გაიგონეს ქრისტეს გმინვა და გაიღვიძეს, საფლავებიდან წამოდგნენ მაშინ, როცა ჯვრის ქვეშ იდგნენ ადამიანები, რომელთაც სხეულში ჰქონდათ მკვდარი სულები. „დღეს ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, რათა ემხილებინა უსჯულონი და მზემაც დაშალა თავისი სხივები, როცა იხილა ჯვარცმული უფალი“.

„ყოველი ქმნილება განიცდის, ყოველი“, დიახ, ყველაფერი, ყველაფერი თანაუგრძნობდა ჯვარცმულ უფალს, ყველაფერი - ადამიანის გარდა. ჯერ კიდევ ჯვარზე მყოფ ქრისტეში შეიცნო ყოველგვარმა ქმნილებამ ღმერთი და აღიარა ის, როგორც ღმერთი. ქრისტემ ჯვარზე ყოფნისასაც გამოავლინა თავისი ღვთაებრიობა. რით? - თავისი მტრებისადმი ლოცვით: მამაო, შეუნდე, რამეთუ არა იციან, თუ რასა იქმან.

ჭეშმარიტად, არ იციან ადამიანებმა, რას უკეთებენ ქრისტეს. ღვარძლიანი უვიცობით ადამიანებმა ქრისტე ჯვარზე აცვეს, მაგრამ დღესაც ღვარძლითვე ჯვარზე აკრავენ მას. რამეთუ უკეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისა ჯუარს-ეცუა (1 კორ. 2, 8). სიმშვიდითა და სიმდაბლით შემოვიდა უფალი ამ წუთისოფელში. განა უდიდესი სიმდაბლე არ არის ის, რომ ღმერთი ადამიანად იქცევა, იმოსება ადამიანის სხეულით, რომელიც ხრწნადი არარობაა. სიმდაბლითა და სიმშვიდით განვიდა უფალი ამ წუთისოფლიდან; განვიდა მდაბალი, თავის მტანჯველთათვის მლოცველი. ადამიანები არ იცნობენ ქრისტეს, ამიტომ აძევებენ მას, არ იციან, თუ რაოდენ დიდია ის სიყვარული, ის სიმშვიდე, ის სიმდაბლე, როცა ღმერთი აძლევს ადამიანებს იმის უფლებას, რომ ის განსაჯონ, რომ ადამიანებმა მას აფურთხონ, რომ ადამიანებმა მას სცემონ და ბოლოს მოკლან.

დღესაც საშინელია, ძმაო, ქრისტეს ხვედრი ამ წუთისოფელში. თოთოეული ჩვენი ცოდვა მისთვის დიდი პარასკევია. ჩემი ოთხი ცოდვა და უკვე ჯვარს ვაცვი უფალი იესო. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო, მისთვის გაცილებით დიდი ტანჯვაა, ვიდრე შენთვის და ჩემთვის. ცოდვებით ჩადენით, მას ჯვარზე აკრავ. თითოეული უწმინდური აზრი, თითოეული ავხორცული გულისთქმა ყვირის და ღრიალებს: ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით! განა მთელი ჩვენი ცხოვრება ამ წუთისოფელში იესო ქრისტესთვის დაუსრულებელი დიდი პარასკევი არ არის? თითოეული ჩემი ცოდვა სამსჭვალია, რომელსაც მდაბალი უფლის ხელებზე ვაჭედებ, თითოეული ჩემი ვნება ეკალია, მთელი ჩემი ვნებები ეკლის გვირგვინია, რომელსაც ქრისტეს ვადგამთ თავზე. ჩვენ ებრაელებზე უფრო საშინლად ვლანძღავთ ქრისტეს. ებრაელებს შეეძლოთ ნაკლებად ერწმუნებინათ ქრისტე, რადგან ის ჯერ კიდევ არ იყო მკვდრეთით აღმდგარი. ჩვენ კი, რომელთაც ქრისტე უკვე ოცი საუკუნეა მტკიცედ გვიმოწმებს თავის აღდგომას, ჩვენ დავცინით აღდგომილ ქრისტეს, ვაფურთხებთ აღდგომილ ქრისტეს, ხელახლა ჯვარზე ვაკრავთ ქრისტეს, მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს. განა ქრისტეს ჯვარზე არ აკრავს ის მოძღვარი, რომელიც თავის სამწყსოს ქრისტესაგან განაშორებს თავისი ცხოვრებით? განა აღდგომილ ქრისტეს არ აწამებს, არ დასცინის ის პროფესორი და მასწავლებელი, რომელიც თავისი ღვთისმბრძოლური სწავლებით ღმერთს განდევნის თავის მოსწავლეთა სულებიდან? განა ქრისტეს არ არცხვენს, განა მას არ აფურთხებს თითოეული ქრისტიანი, რომელსაც მხოლოდ სახელად ჰქვია ქრისტიანი?

ვაი, რომ დაუცხრომელად ვდევნით აღდგომილ ქრისტეს, როგორ, როგორ ვდევნით ჩვენ ქრისტეს, იტყვის ზოგიერთი, როცა ის ხორციელად არ არის ჩვენს გვერდით? როცა ვერ ვხედავთ მის სხეულს? ოჰ, ვდევნით ქრისტეს, ძმაო, როცა მის სულს ვდევნით, როცა მის სწავლებას ვდევნით, როცა მის წმიდანებს ვდევნით, როცა მის ეკლესიას ვდევნით. ქრისტეს ვდევნით მაშინ, როცა მათხოვარს ვდევნით, რადგან ქრისტე ის არის, ვინც მათხოვრის სახით გვთხოვს; ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა შიშველს არ ვმოსავთ, რამეთუ შიშველის სახით ქრისტეა შიშველი; ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა მშიერს არ ვაჭმევთ, რამეთუ მშიერის სახით ქრისტე გვეცხადება; ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა ავადმყოფს არ ვნახულობთ, რამეთუ უძლურის სახით ქრისტეა უძლური; თითოეული ტანჯულის სახით უფალი იესო იტანჯება; თითოეული მწუხარის სახით უფალი იესო ქრისტე წუხს. ადამიანებისადმი ღვთის განუზომელი სიყვარულის გამო ის განუწყვეტლივ გვევლინება ყველა მშიერის, ყველა ავადმყოფის, ყველა მწყურვალის, ყველა მწუხარის, ყველა უბედურის, ყველა მოძულებულის, ყველა გალანძღულის, ყველა დამცირებულის, ყველა შეურაცხყოფილის, ყველა შიშველის, ყველა დამცირებულის, ყველა დევნილის სახით. ის განუწყვეტლივ იმოსება ადამიანური სხეულით, მასთან ერთად იტანჯება, მასთან ერთად ეწამება, წუხს მის გამო. თავისი განუსაზღვრელი ლმობიერების გამო ის მუდამ მათთანაა დაკავშირებული: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათე 25, 45). ქრისტე ხორცშესხმულია თითოეული ქრისტიანის სახით. ყური უგდე რას ამბობს: საულ, საულ! რას მდევნი მე? (საქმე 8, 4) რამეთუ, თუკი დევნი მას, ვისაც ჩემი სწამს, მე მაფურთხებ, თუკი აწამებ მას, ვისაც ჩემი სწამს, მე მაწამებ.

არა მარტო უფალ იესო ქრისტესთვის, ძმაო, არამედ თითოეული ქრისტიანისთვისაც ამ წუთისოფლის ცხოვრება დაუსრულებელი დიდი პარასკევია. რაც უფრო მეტია შენში ქრისტე, მით უფრო მეტად ივნები. თუკი ქრისტესი ხარ, ჩათვალე შენი თავი მიწის მტვრად, რომელსაც ყველა ისე თელავს, როგორც თელავდნენ ქრისტეს. როცა გწყევლიან, დალოცე, როცა გცემენ, მიუტევე, როცა სძულხარ, გიყვარდეს. მოთმინებით დაამარცხე შენი მტანჯველნი, როგორც უფალმა დაამარცხა. ბოროტებას სიკეთით უპასუხე; იბრძოლე ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე იბრძოდა; ამპარტავნებას ებრძოლე სიმდაბლით, მრისხანებას ებრძოლე სიმშვიდით; სიძულვილს ებრძოლე სიყვარულით, შეურაცხყოფას ებრძოლე შენდობით; ცილისწამებას ებრძოლე ლოცვით. ეს არის გამარჯვების გზა, გზა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაგვიკაფა უფალმა იესომ, მას ტანჯვით მივყავართ აღდგომამდე. ჩვენ ვადგავართ ამ გზას, ამ ერთადერთ გზას, რომელიც მთავრდება აღდგომით, თუკი ვლოცავთ მათ, ვინც ჩვენ გვწყევლის, თუკი სიკეთეს ვუკეთებთ მას, ვისაც ჩვენ ვძულვართ, თუკი ჩვენი მტრები გვიყვარს, თუკი არ ვრისხდებით, როცა შეურაცხგვყოფენ, თუკი ვლოცულობთ, როცა გვაგინებენ, თუკი ლოცვით ვიტანთ, როცა გვაფურთხებენ. ჩვენ ვადგავართ იმ გზას, რომელიც მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით, თუკი მაშინაც კი, როცა ჯვარზე გვაკრავენ, ქრისტეს მსგავსად, ვლოცულობთ ჩვენი მტანჯველებისათვის: მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან! ამინ.

"მცნებასა ახალსა მოგცემთ თქუენ, რათა იყუარებოდეთ ურიერთას...“ (იოანე 13, 34).
13/04/2023

"მცნებასა ახალსა მოგცემთ თქუენ, რათა იყუარებოდეთ ურიერთას...“ (იოანე 13, 34).

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს...
13/04/2023

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება.

როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.

დიდ ხუთშაბათს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და...
13/04/2023

დიდ ხუთშაბათს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.

ამ დღეს შესრულდა უფლის სერობა, რომელშიც გარკვეული საიდუმლოა ჩადებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება 7 საიდუმლო: ნათლისღება, ზიარება, მირონცხება, აღსარება, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესთაგან საიდუმლოს წარმოადგენს ზიარება.

„და ვითარცა ჰსჭამდეს იგინი, მიიღო იესო პური და ჰმადლობდა და განჰსტეხა, და მიჰსცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“ (მათე 26, 27).

იესო ჰმადლობდა, სანამ განსტეხდა პურს. მაცხოვარი ამით გვასწავლის, რომ ჩვენც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს მუდამ. ჩვენი მადლიერება შემოქმედს არაფერს მატებს, ჩვენ კი მასთან გვაახლოებს და როდესაც ტაძარში სრულდება ჟამის წირვა (ბერძნულიდან „ეუხარისტია“), ეს ნიშნავს იმას, რომ აღვავლენთ უფლისადმი მადლობას. ეს არის განსხვავება მისი მრავალი მოწყალებისა ჩვენზე.

იესო ქრისტე ძველი აღთქმიდან არაფერს არ არღვევს, ის აღასრულებს. როგორც მოგეხსენებათ, ებრაელები პასექის დღესასწაულს უფლის მიერ ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნის მოსაგონებლად აღნიშნავენ ნისანის 14 რიცხვში (მარტი-აპრილი), მზის ჩასვლის შემდგომ თუმცა კი პასექის მიღება უფრო ადრეც შეიძლებოდა, განსაკუთრებით გალილეიდან მოსულთათვის. მაცხოვარი, როგორც ძველი ყველა წესის აღმსარებელი, სარგებლობს ამ წესით და სერობასაც ნისანის 13 რიცხვის ხუთშაბათს აღასრულებს, დანიშნული დროიდან ერთი დღით ადრე. ეს იმის გამო, რომ ჯვარზე დაკანონებული საპასექო სერობის დღეს უნდა მიეტანა თავი თვისი მსხვერპლად. როგორც პასექი ჭეშმარიტ ტარიგს, პურის ნაჭრებს ურიგებს მოციქულთ, რითაც სიმბოლურად განასახიერებდა აღთქმული ქვეყნის სიუხვეს, მომდინარეს რძითა და თაფლით. ხანდახან ამ ადათის შესრულებით, ოჯახის უფროსი განსაკუთრებულ კეთილმოსურნეობას გამოხატავდა მისდამი, ვისაც განტეხილ პურს აწოდებდა.

უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავი თვისი მიგვიძღვანა საგზლად. ამიტომ მუდამ უნდა ვმადლობდეთ, როგორც ჩვენს მაგიერ, ასევე ყველას მაგიერ. ამით შევძლებთ მომაკვდინებელი ცოდვის, შურის, აღმოფხვრას ჩვენში და სიყვარულის დანერგვას, ადამიანი უძლური ხდება შურდეს მისი, ვის მაგივრადაც ჰმადლობს.

„და მიიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მიჰსცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათე 26, 27-28).

უფლის სისხლი, ღირსეულად მიღებული, შორს განაგდებს ჩვენგან დემონებს და უხმობს ანგელოზთ მცველად. და როგორ ჭირდება დღეს ქვეყნიერებას ანგელოსთა მფარველობა. ჯვარზე დანთხეულმა ამ წმიდა სისხლმა განწმიდა კაცობრიობა. ეს სისხლია ჩვენი სულების მხსნელი, განმბანელი ცოდვებისაგან.

არსებობს მეტად საყვარელი სიტყვა - „მეგობარი“ ე.ი. ორი ან ჯგუფი მოსიყვარულე ადამიანებისა, რომლებიც იმდენად ახლო სულიერ კავშირში არიან ერთმანეთთან, რომ ფიზიკური გამოვლინებით, როგორც ხალხური ტრადიცია გადმოგვცემს, ერთი გობიდან საკვების თანაზიარნი არიან. და რაოდენ უფრო მეტად თანაზიარნი ხდებიან ქრისტიანები, როდესაც ერთი ბარძიმიდან იღებენ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდლის მიერ სული წმიდის გარდამოწვევით გარდაიქცევა რეალურ იესო ქრისტეს წმიდა სისხლად და ხორცად. წმიდა ზიარების მიღების შემდგომ უფალი იესო ქრისტე შემოდის ჩვენში და ჩვენს სხეულში დაივანებს. ვეზიარებით ქრისტეს, ვერთიანდებით ერთმანეთთან. ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) წევრები ვხდებით. რაოდენ უფრო მეტია სიყვარული ჩვენს შორის, ვიდრე ჩვეულებრივ მეგობრებს შორის. სწორედ იმისათვის განაზავა მან თავისი სხეული და შეგვირწყა, რომ შევიქმნეთ ერთნი, როგორც ერთი სხეული, რომლის თავი არის ქრისტე. ეს მხოლოდ ჩვენს მიმართ უფლის ძლიერი სიყვარულის გამო მოხდა. უფალი გვასაზრდოებს თავისი სხეულით იმისთვის, რომ შევიქმნეთ მეტად კეთილშობილნი, ჩვენთვის ზრუნავს ამ ქვეყნად და მით-უფრო იზრუნებს იმქვეყნად, მარადიულობაში. ჩვენს ტაძარში მორწმუნეთა ზიარების დროს სრულდება გალობა: „ხორცი ქრისტესი მივიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ“.

წმიდა ტრაპეზით გარდამოედინება სულიერი წყარო. მასზეა ხე დანერგილი, რომელიც ისხამს მარად უჭკნობ ნაყოფს. ეს წყარო ანაყოფიერებს გვალვებს, წარმოქმნილს ჩვენს სულში. ეს წყარო არის სინათლის, რომელიც გამოსცემს სხივებს ჭეშმარიტებისას, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა უმთვრესი და უმაღლესი საიდუმლო ზიარებისა, რომელიც დააფუძნა მაცხოვარმა დღევანდელ დღეს. ეს არის საიდუმლო ჩვენი სარწმუნოებისა, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქნა მიღებული, გამოსცვლის კაცის ბუნებას. ნებისმიერ დღეს შეუძლია ადამიანს ეზიაროს, თუ სათნადოდ იქნა მომზადებული, მაგრამ არსებობს ქრისტიანული ტრადიცია ზიარებისა დიდ ხუთშაბათს. ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუ ამ დღეს ვინმეს უზიარებლად დატოვებდნენ.

ჩვენს ტაძრებში წმიდა ზიარების წინ ხშირია ხმაური. გავისენოთ სახარებიდან, რომ ანგელოზნი აღმატებულნი ჩვენზე, რა პატივით და მოწიწებით იდგნენ უფლის საფლავთან, სადაც უკვე აღარ ესვენა მაცხოვარი, რამეთუ აღმსდგარი იყო. ჩვენ კი, მივეახლებით რა წმიდა ტრაპეზს, სისხლსა და ხორცს უფლისა, შფოთით, განკითხვით, რა პატიებას მივიღებთ? როგორ შეგვიძლია ვეზიაროთ ამ მსხვერპლს თუ გული და გონება ჩვენი არ არის განწმენდილი, დამდაბლებული და ღია სიყვარულისა და ჭეშმარიტების დასავანებლად?

„და აღსდგა სერობასა მისგან და დაჰსდუა სამოსელი თვისი, და მიიღო არდაგი, და მოირტყა იგი და მიიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“ (იოანე 13, 4-5).

დააწესა რა მაცხოვარმა უმთავრესი ქრისტაინული საიდუმლო ზიარებისა, დაბანა ფერხნი მოწაფეთა, მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა. იგი არ არის ამაყი ბელადი. ხალხი თავის სახელით რომ მიჰყავს, ის თავისი მოწაფეების მორჩილი მსახურია და ქვეყანაზე პირველობას, დიდებას ან თაყვანისცემას არ ეძიებს. ქრისტე ასწავლის მოციქულთ, რომ მათაც ერთმანეთს უნდა დაბანონ ფეხი. „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, ეგრეთ თქუენცა ჰყოფდეთ“ (იოანე 13, 5).

ამ დღეს ქრისტიანი უნდა იხსენებდეს განსხვავებული გრძნობით და სასოებით. ამ დღეს მაინც უნდა დაივიწყოს სოფელი და ყოველი ამაოება, განუშორებლად, სულითა და გულით უნდა იყოს მაცხოვართან და ეზიაროს მის ჯვარსა და ვნებებს.

იუდა, ქრისტეს მოწაფეთაგანი, ტრაპეზის მონაწილე და მიმღებელი უფლის აურაცხელი სიკეთეებისა, ხდება გამცემი, იესომ იცის მისი განზრახვა, მაგრამ პირველად მას ბანს ფერხს. უფალს უნდა ამით შეაჩეროს ბოროტ განზრახვაში, ქრისტეს შეეძლო იუდას სიბოროტის ალაგმვა, მაგრამ ადამიანს აქვს შემოქმედისაგან მინიჭებული ნების თავისუფლება, იუდას აძლევს თავისუფლებას თავისი ნებით და არა ძალდატანებით დაატოვებინოს ბოროტი გადაწყვეტილება, ასე ხდება ადამიანთა გამოხსნაც. ხოლო თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს ხსნა კაცობრიობისა და არა უფლის ძალდატანებით.

იესო ქრისტე ფეხს ბანს იუდას მაშინ, როდესაც იცის რომ გასცემს, მასზე ზრუნავს უკანასკნელ დღემდე. აქ ჩანს უფლის მზრუნველობა და უსაზღვრო სიყვარული ნებისმიერი ცოდვილის მიმართ. ქრისტე ფეხთბანით გვასწავლის მორჩილებას, რომელიც თავი და ბოლოა სათნოებისა. თავისი ხელით ასხამს საბანელში წყალს, სხვას კი არ ავალებს! ამით უნდა შევიმეცნოთ, რომ როდესაც ვაკეთებთ სიკეთეს, მთელი მოდომებით უნდა გავაკეთოთ.

იუდა ვერ ჭვრეტს ქრისტეს მოძღვრების სათნო სულს. ამჯერად კი რწმენა ქრისტეს, როგორც მესიის არაჭეშმარიტებაზე, კიდევ უფრო განუმტკიცდა. ჭეშმარიტი მესია, ფიქრობდა ის, თავს არ დაიმცირებდა მონის მოვალეობის შესრულებით. იგი მოწაფეებს ფეხს კი არ დაბანდა, არამედ როგორც მეფე მედიდურად და ამაყად წარუძღვებოდა მათ იუდეველი ხალხის განთავისუფლების აღსასრულებლად. მოძღვარმა მოწაფის ამგვარი განწყობა, ბუნებრივია, იცოდა. „შეჰსძრწუნდა სულითა, და ჰსწამა და ჰსთქუა: „ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: ვითარმედ ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“ (იოანე 13, 21) იუდას ეძლევა სინანულის საშუალება, ქრისტეს მისი ხსნა და გადარჩენა უნდა. უფრო ადრე ეუბნება მოწაფეებს: „ერთი თქვენგანი ეშმაკი არს“ (იოანე 6, 70). ქრისტე აჩვენებს იუდას, რომ იცნობს მას, როგორც გამცემელს, მაგრამ საჯაროდ არ ამხელს. იცოდა რა ქრისტემ მისი ვერცხლისმოყვარეობია, ფულის პარვა, ყველანაირად ცდილობს, გააღვიძოს მასში სინანული (ფულის შესანახი გუადრუცი ქრისტემ მას მიაბარა). ქრისტეს მზრუნველობა იუდას მიმართ უსაზღვროა. ის თვით ყაჩაღის სულსაც მოათვინიერებდა. მაგრამ იუდა შეუკავშირდა ეშმაკს. სატანა ერთბაშად არ შემოდის ადამიანში. ის ჯერ მრავალ თავდასხმას აწყობს. შემდეგ, როდესაც ადამიანში დაინახავს მიღების მზადყოფნას, მთლიანად ჩასახლდება და დაიპყრობს მას. საშინელია ვერცხლისმოყვარეობა. ის ხურავს ადამიანის გულს, თვალსა და ყურს და პირუტყვის დონემდე დაჰყავს იგი. არ აძლევს საშუალებას სინდისზე დაფიქრებისა. ის ადამიანს ყურმოჭრილ მონად გადააქცევს. ხშირ შემთხვევაში ეს სნეულება მსოფლიოში მრავალი ომი, სისხლისღვრა, წმიდა პავლე მოციქული მასზე დამონებულს უწოდებს კერპთმსახურს.

ყოველ ზემოთქმულ მაგალითებს, მოქმედებებს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სწავლას დღეს წმიდა ეკლესია გამოხატავს ლოცვებით, გალობით, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ისმინოს ქრისტიანმა. გრძნობა ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მის ცხოვრებას და საქმეს. ჭკუას და გონებას ისე არ ემორჩილება კაცი, როგორც გულის წადილს. გავუხსნათ უფალს ჩვენი გულები, დავემორჩილოთ და ნუ შევეწინააღმდეგებით მას, მარად გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „მცნებასა ახალსა მოგცემთ თქუენ, რათა იყუარებოდეთ ურიერთას...“ (იოანე

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იყვარებოდეთ ურთიერთარს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Event Planning Service?

Share