Freedom Music Georgia

  • Home
  • Freedom Music Georgia

Freedom Music Georgia FREEDOM MUSIC is a worldwide music platform, it is a community of people who is free and positive Freedom Music Georgia
(72)

Freedom Beats კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია 🪩 🎧 ხმების უმრავლესობით, რჩეული არტისტი Giorgi Kacitadze , იგივე ...
08/04/2024

Freedom Beats კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია 🪩

🎧 ხმების უმრავლესობით, რჩეული არტისტი Giorgi Kacitadze , იგივე SENOR გახდა.

მადლობას ვუხდით კონკურსის ყველა მონაწილეს და ასევე მათ, ვინც ერთი თვის მანძილზე აქტიურად გულშემატკივრობდნენ პროექტს.

Freedom Beats კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა დარჩა ბოლო, ყველაზე მთავარი ეტაპი – გამარჯვებულის გამოვლენა 🥳კონკურსი...
27/03/2024

Freedom Beats კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა დარჩა ბოლო, ყველაზე მთავარი ეტაპი – გამარჯვებულის გამოვლენა 🥳

კონკურსის მიზანი დამწყები DJ–ების ხილვადობის გაზრდა და მათთვის სცენის დათმობა იყო, რაც, ვფიქრობთ, გარკვეულწილად მოვახერხეთ. მთელი მარტის განმავლობაში, 8 ფინალისტმა არტისტმა გუდაურში დაუკრა და გაგვიზიარა ხედვა ელექტრონულ მუსიკაში. ჩვენ კი, კიდევ ერთხელ გადავიაზრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკის როლი საზოგადოებაში.

ახლა მსმენელის დროა, მხარი დაუჭიროს რჩეულ არტისტს და მისცეს შანსი, გაემგზავროს ბერლინში 🌟

❗ ხმის მიცემა კვირას, 31 მარტს, 00:00 საათზე შეწყდება, გამარჯვებული კი, ორშაბათს,1 აპრილს გამოვლინდება.

🔗 გადადი ბმულზე და აირჩიე, თუ ვინ გინდა გახდეს Freedom Beats–ის გამარჯვებული: https://bit.ly/3VG10gp

25/03/2024

Freedom beats გუდაურის წვეულებების სერია დასრულდა. მადლობას ვუხდით მონაწილეებსა და მსემენელებს 🌟

ძალიან მალე კი გამოვლინდება გამარჯვებული,რომელიც ბერლინში გაემგზავრება 🕺

ხმის მიცემა დაიწყება ოთხშაბათს 🔥

Stay tuned 👂

Freedom Beats-ის კონკურსს 23 მარტს საბა ხარაიძე დახურავს ☀️საბა, სასცენო სახელით Mosmieri, უკვე ორი წელია უკრავს. მის სე...
21/03/2024

Freedom Beats-ის კონკურსს 23 მარტს საბა ხარაიძე დახურავს ☀️

საბა, სასცენო სახელით Mosmieri, უკვე ორი წელია უკრავს. მის სეტებზე ძირითადად მოისმენ Happy trance, trance acid და ტექნოს 🎵

🔗 მოუსმინე Mosmieri-ს: https://bit.ly/3IK6uPx

არტისტი 23 მარტს დაუკრავს გუდაურში 🍒
📍 ლოკაცია: https://bit.ly/3P419FY

წარმოგიდგენთ Freedom Beats–ის ბოლო ვიქენდის არტისტს – გიორგი კაციტაძე, იგივე Senor 🕺გიორგი უკვე ორი წელია აქტიურად სწავლ...
20/03/2024

წარმოგიდგენთ Freedom Beats–ის ბოლო ვიქენდის არტისტს – გიორგი კაციტაძე, იგივე Senor 🕺

გიორგი უკვე ორი წელია აქტიურად სწავლობს დიჯეინგს. მისი სეტების სელექცია ძირითადად Italo/dark disco და EBM–ის მიქსია 🌟

🔗 მოუსმინე Senor-ს: https://bit.ly/43tn5ka

არტისტი 24 მარტს დაუკრავს გუდაურში 🍒
📍 ლოკაცია: https://bit.ly/3P419FY

16 და 17 მარტს გუდაურში Freedom Beats–ის რიგით მესამე ივენთი ჩატარდა 🎶Freedom Music Georgia–ს სივრცეში, ამჯერად, TamTa დ...
19/03/2024

16 და 17 მარტს გუდაურში Freedom Beats–ის რიგით მესამე ივენთი ჩატარდა 🎶

Freedom Music Georgia–ს სივრცეში, ამჯერად, TamTa და JSHKY–მ დაუკრეს 🕺

მადლობა მოსმენისა და მხარდაჭერისთვის. Freedom Beats–ის კონკურსი გუდაურში კიდევ ერთ ვიქენდს უმასპინძლებს. ჩვენ კი, გელოდებით შემდეგ შაბათ–კვირას არტისტების განახლებული სიით, იმავე დროს, იმავე ადგილას 🎧

16 მარტს Freedom Beats–ის სთეიჯზე თამთა ხატიაშვილი დაუკრავს  🎶არტისტი ჟანრობრივ უპირატესობას Afro House–სა და Progressiv...
14/03/2024

16 მარტს Freedom Beats–ის სთეიჯზე თამთა ხატიაშვილი დაუკრავს 🎶

არტისტი ჟანრობრივ უპირატესობას Afro House–სა და Progressive afro–ს ანიჭებს 💃

🔗 თამთას სეტი: https://bit.ly/3TBFqrZ
მოუსმინე და დაუჭირე მხარი TamTa-ს გუდაურში 🐞

📍 ლოკაცია: https://bit.ly/3P419FY

გაიცანით Freedom Beats-ის მონაწილე – ლუკა ჯაშიაშვილი 🌟სასცენო სახელით JSHKY, მისი მუსიკალური სელექცია ორი ყველაზე ცნობილ...
14/03/2024

გაიცანით Freedom Beats-ის მონაწილე – ლუკა ჯაშიაშვილი 🌟

სასცენო სახელით JSHKY, მისი მუსიკალური სელექცია ორი ყველაზე ცნობილი ჟანრის – House და Techno–ს მიქსია 🎶

🔗 მოუსმინე ლუკას სეტს: https://bit.ly/3vd1zDy

არტისტი 17 მარტს დაუკრავს გუდაურში 🍒
📍 ლოკაცია: https://bit.ly/3P419FY

9 და 10 მარტს გუდაურში Freedom Beats–ის მეორე ივენთი გაიმართა 🎶ვიქენდზე უკრავდნენ კონკურსის მონაწილეები – Tsvladi და EQN...
13/03/2024

9 და 10 მარტს გუდაურში Freedom Beats–ის მეორე ივენთი გაიმართა 🎶

ვიქენდზე უკრავდნენ კონკურსის მონაწილეები – Tsvladi და EQN 🕺

მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ისიამოვნა მუსიკით. გელოდებით შემდეგ შაბათ–კვირას ახალი არტისტებით, იმავე დროს, იმავე ადგილას 🎧

ნიკა ლომაძე, სასცენო სახელით ENQ, Freedom Beats-ის კონკურსანტია, რომელიც გუდაურში 10 მარტს დაუკრავს 🎶ნიკას მუსიკა გამოირ...
07/03/2024

ნიკა ლომაძე, სასცენო სახელით ENQ, Freedom Beats-ის კონკურსანტია, რომელიც გუდაურში 10 მარტს დაუკრავს 🎶

ნიკას მუსიკა გამოირჩევა House/Minimal deep techno ჟღერადობით 🎧

🔗 სეტი: https://bit.ly/3InIxxf

მოუსმინე ENQ-ს 10 მარტს, გუდაურში 🍒

📍 ლოკაცია: https://bit.ly/3P419FY

გაიცანით Freedom Beats კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე – ნოდარ ღლიღვაშვილი, იგივე Tsvladi 🎧ნოდარის მუსიკა ჟანრობრივად მრავ...
07/03/2024

გაიცანით Freedom Beats კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე – ნოდარ ღლიღვაშვილი, იგივე Tsvladi 🎧

ნოდარის მუსიკა ჟანრობრივად მრავალფეროვანია, თუმცა მის ჟღერადობაში დომინანტურია breakbeat, techno, house და minimal

🔗 მოუსმინე მის სეტს აქ: https://bit.ly/4395rlB

Tsvladi 9 მარტს გუდაურში, Freedom Music-ის სთეიჯზე დაუკრავს 🎶

📍 ლოკაცია: https://bit.ly/3P419FY

3 მარტს Freedom Beats–ის სთეიჯზე თენგიზ გიორბელიძე, იგივე TEN უკრავდა, რომელმაც მსმენელი ჰაუსის, ტექ ჰაუსის და მელოდიური...
06/03/2024

3 მარტს Freedom Beats–ის სთეიჯზე თენგიზ გიორბელიძე, იგივე TEN უკრავდა, რომელმაც მსმენელი ჰაუსის, ტექ ჰაუსის და მელოდიური ტექნოს მიქსზე ააცეკვა 🤸‍♂️

🔗 მოუსმინე TEN–ის სეტს აქ: https://bit.ly/3wHNgXR
გელოდებით შემდეგ შაბათ–კვირას გუდაურში 🗻🎵

გაიცანით კახა მახარაძე, სასცენო სახელით ZEH, რომელიც 2 მარტს წარსდგა მსმენელის წინაშე. მისი სეტი დისკო ჰაუს ჟღერადობით გ...
06/03/2024

გაიცანით კახა მახარაძე, სასცენო სახელით ZEH, რომელიც 2 მარტს წარსდგა მსმენელის წინაშე. მისი სეტი დისკო ჰაუს ჟღერადობით გამოირჩეოდა ✨

🔗 მოუსმინე ZEH-ის სეტს აქ: https://bit.ly/437VuEE

გელოდებით შემდეგ შაბათ–კვირას გუდაურში 🗻🎵 - Kakha Zeh Makharadze

Freedom Beats-ის პირველი ვიქენდი დასრულდა 💃კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულმა დიჯეებმა ჩვენი ივენთების სერია გახსნეს და ა...
05/03/2024

Freedom Beats-ის პირველი ვიქენდი დასრულდა 💃

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულმა დიჯეებმა ჩვენი ივენთების სერია გახსნეს და აუდიტორიას თავიანთი სეტები გაუზიარეს 🎵

მადლობა ყველას, ვინც მოსასმენად მოხვედით. გელოდებით შემდეგ შაბათ–კვირას არტისტების განახლებული სიით, იმავე დროს, იმავე ადგილას 🎧

Freedom Music Beats კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა 🥳 ჩვენ ნელ-ნელა გაგაცნობთ არტისტებს, რომლებიც გუდაურში მომავალ ვიქე...
01/03/2024

Freedom Music Beats კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა 🥳

ჩვენ ნელ-ნელა გაგაცნობთ არტისტებს, რომლებიც გუდაურში მომავალ ვიქენდებზე დაუკრავენ 🎶

მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის. ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდა ფინალისტების შერჩევა, თუმცა წინ კიდევ ბევრი კარგი ღონისძიება გველის 🌟

ხვალიდან შევხვდებით მთვრალ ალუბალთან 🍒
Support your local DJs 🕺

თუ დამწყები DJ ხარ და გინდა აუდიტორიას შენი მუსიკა გაუზიარო, ამაში მხარს ჩვენ დაგიჭერთ 🤘2 მარტიდან, Freedom Music Georgi...
26/02/2024

თუ დამწყები DJ ხარ და გინდა აუდიტორიას შენი მუსიკა გაუზიარო, ამაში მხარს ჩვენ დაგიჭერთ 🤘

2 მარტიდან, Freedom Music Georgia-ს ორგანიზებით, გუდაური ელექტრონული მუსიკის 4 ვიქენდს უმასპინძლებს 🎶⛰️

წვეულებების მიზანი დამწყები DJ-ების ხილვადობის გაზრდა და მათთვის სივრცის დათმობაა. ამისთვის, ვაცხადებთ კონკურსს, სადაც არტისტები თავიანთ სეტებს გაგვიზიარებენ. შერჩევის პირველ ეტაპზე, ჩვენი გუნდი გამოავლენს 8 გამარჯვებულს, რომლებიც სწორედ ამ წვეულებებზე დაუკრავენ. საბოლოოდ, კონკურსს ეყოლება ერთი გამარჯვებული, პრიზად კი ბერლინურ ვიქენდს მიიღებს 🎧

შემოუერთდი კონკურსს, გააჟღერე შენი ბითები 🎵

🔗 მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ შემდეგი ფორმა 29 თებერვლამდე: https://bit.ly/4bNQ8Td

Support your local DJs 🥳

If you are a newcomer DJ, We are here to support you 🤘

Organized by Freedom Music Georgia, From March 3rd, Gudauri will host 4 weekends of electronic music events 🎶⛰️

The purpose of the parties is to increase the visibility of emerging DJs and give them space. To achieve this, we are announcing a contest where artists will share their sets with us. In the first stage of selection, our team will select 8 winners who will play on these weekends. In the final stage, the competition will have one winner, who will receive a long weekend in Berlin as a prize 🎧

Join our contest, let your beats be heard 🎵

🔗 Those wishing to participate in the competition should fill out the following form before February 29: https://bit.ly/4bNQ8Td

Support your local DJs 🥳

⚡️ლეგენდარული Paul Kalkbrenner მალე თბილისში იქნება!წინ ენერგიული, თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი ლაივ პერფორმანსი გელოდებ...
27/09/2023

⚡️ლეგენდარული Paul Kalkbrenner მალე თბილისში იქნება!

წინ ენერგიული, თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი ლაივ პერფორმანსი გელოდებათ.

🎶 29 სექტემბერის ღამეს, ნამდვილ მუსიკალურ თავგადასავალში შეგხვდებით!
________________________________________

⚡️The legendary Paul Kalkbrenner will soon be in Tbilisi!

Get ready for an energetic, dynamic, and unforgettable live performance!

🎶See you on September 29th for a night of pure musical magic!

29 სექტემბერი - დაიმახსოვრეთ ეს თარიღი...
ბილეთების მეორე კალათა იწურება:tkt.ge/PaulKarlkbrenner

Save the Date!Freedom Music Georgia-ის 11 წლიან თავგადასავალს Summer Set-თან ერთად ვაგრძელებთ.📅როდის?  - 2 სექტემბერს📍სა...
30/08/2023

Save the Date!

Freedom Music Georgia-ის 11 წლიან თავგადასავალს Summer Set-თან ერთად ვაგრძელებთ.

📅როდის? - 2 სექტემბერს
📍სად? – Ciskari Garden

მოდი!
გავაცილოთ ზაფხული მსოფლიოს საკლუბო სცენის გამორჩეულ არტისტებთან ერთად.

ცისკარის საცეკვაო მოედანზე Maceo Plex და მისი ლეიბლის Ellum-ის არტისტები, Raxon და Avision ბიტებს ჩააჭერენ.

So.. Save the date!!

Freedom Music - ყოველთვის იქ, სადაც მუსიკა და თავისუფლებაა.
________________________________________
Save the Date!

We continue our 11-year adventure of Freedom Music Georgia with Summer Set.

📅When? - September 2nd
📍Where? – Ciskari Garden
Let's unite to say goodbye to the summer season together with the outstanding artists of the world club scene.

Maceo Plex and his Ellum label artists, Raxon and Avision, will be infusing the dance floor with their dynamic beats.

So.. Save the date!!

Freedom Music - always there where music and freedom meet.

ბილეთების პირველი კალათა 90%-ით ამოწურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვიქენდზე ბოლო შანსი გაქვთ შეიძინოთ ბილეთები ამჟამინდელ ფასად.

იჩქარეთ: http://tkt.ge/MaceoPlex

The first basket of tickets is almost sold out, which signifies that you have a last chance to purchase tickets at the current price during this window.

გიზიარებთ, ამ უქმეებზე დაგეგმილი ღონისძიებების სიას, იდეალური გართობისთვის:✶ 28-29: Kazbegi Fest X 303hz X 11th  Event i...
27/07/2023

გიზიარებთ, ამ უქმეებზე დაგეგმილი ღონისძიებების სიას, იდეალური გართობისთვის:

✶ 28-29: Kazbegi Fest X 303hz X 11th
Event info: https://fb.me/e/17MD7Fkwz

✶ 28 ივლისი: Tkeshi - New Media Art Diverse Music
Event info: https://fb.me/e/fIgNRrOzy

✶ 28 ივლისი Left Bank - Clubnight: Anunaku/TSVI - Tasker - Sportsmanship
Event info: https://shorturl.at/cCEY1

✶ 29 ივლისი: Mtkvarze - Mtkvarze Season Closing
Event info: https://fb.me/e/bNlJ7iBC1

✶ 29 ივლისი: KHIDI - KHIDI 中 G2: FREQUENCY SHIFTER ❚ KNAUGHTY ❚ KYOMA Event info: https://fb.me/e/1mTF8TFcB

26/07/2023

სანამ მომდევნო უფქმეებზე ივენთების რეკომენდაციებს გაგიზიარებთ, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ კავკასიონის მთებს და გუდაურს, სადაც წინა კვირას Summer Set 2023 გაიმართა.

Track ID: Bicep - Glue (Robag Wruhme)

🎧 მოვუსმინეთ იმ არტისტების კომპოზიციებს, ვისაც ძალიან მალე გუდაურში  Summer Set-ზე შევხვდებით. 🔗 https://www.youtube.com...
21/07/2023

🎧 მოვუსმინეთ იმ არტისტების კომპოზიციებს, ვისაც ძალიან მალე გუდაურში Summer Set-ზე შევხვდებით.

🔗 https://www.youtube.com/playlist?list=PLEsL-QYfr2t8qq53AQkwbfoytFxG6tOyY
________________________________________

🎧 To set the right mood, let's listen to the compositions of the artists whom we will meet very soon at Summer Set Gudauri.

🔗 https://ww.youtube.com/playlist?list=PLEsL-QYfr2t8qq53AQkwbfoytFxG6tOyY

⚡ Oliver Koletzki ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდუსერია, რომელიც საქართველოში დიდი ხნის შემდეგ, Gudauri Summer Set-ის ფარ...
20/07/2023

⚡ Oliver Koletzki ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდუსერია, რომელიც საქართველოში დიდი ხნის შემდეგ, Gudauri Summer Set-ის ფარგლებში ბრუნდება. მისი მოსმენა 21 ივლისს, ფესტივალის მთავარ სცენაზე შეგვეძლება.

________________________________________

⚡ Oliver Koletzki, a Berlin-based DJ and producer, is returning to Georgia after a long time to perform at Gudauri Summer Set. We will have the opportunity to listen to him on the main stage of the festival on July 21st.

გათამაშება დაბრუნდა 🥳  იმისთვის, რომ 🎁 TKT.GE-ის 50 ლარიანი ვაუჩერები მოიგოთ, გააზიარეთ ეს პოსტი სთორიში და კომენტარებში...
19/07/2023

გათამაშება დაბრუნდა 🥳

იმისთვის, რომ 🎁 TKT.GE-ის 50 ლარიანი ვაუჩერები მოიგოთ, გააზიარეთ ეს პოსტი სთორიში და კომენტარებში მონიშნეთ მეგობარი, ვისთან ერთადაც ისურვებდით Gudauri Summer Set 2023-ზე წასვლას. ჩვენ კი, 5 გამარჯვებულს, 20 ივლისს, 22:00-ზე, შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევთ და შედეგებს სთორიში გაგიზიარებთ.
_______________________________

Giveaway is here again 🥳

To win 50 GEL 🎁 TKT.GE vouchers, share this post publicly to your story and tag a friend in the comments with whom you would like to go to the Gudauri Summer Set 2023. We will randomly choose 5 winners on July 20 at 22:00 and share the results with you in the stories.

🎶 Robaq Wruhme გერმანელი მუსიკოსის და დიჯეის, Gabor Schablitzki-ს სასცენო ფსევდონიმია. მიუხედავად იმისა, რომ მის მუსიკას...
18/07/2023

🎶 Robaq Wruhme გერმანელი მუსიკოსის და დიჯეის, Gabor Schablitzki-ს სასცენო ფსევდონიმია. მიუხედავად იმისა, რომ მის მუსიკას ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, Robaq Wruhme ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას. მისი მოსმენა 22 ივლისს, ფესტივალის მთავარ სცენაზე შეგვეძლება.

__________________________________

🎶 Robag Wruhme is the stage name of Gabor Schablitzki, a German musician and DJ. Despite the Georgian audience's familiarity with his music, Robag Wruhme never fails to surprise us. We will have the opportunity to listen to him on the main stage of the festival on July 22nd.

🎶 Roman Flugel მუსიკალურ ქამელეონად მიიჩნევა, რადგან ის არასდროს ექცევა შემოქმედებით ჩარჩოში და ყოველთვის ახერხებს სიახლ...
17/07/2023

🎶 Roman Flugel მუსიკალურ ქამელეონად მიიჩნევა, რადგან ის არასდროს ექცევა შემოქმედებით ჩარჩოში და ყოველთვის ახერხებს სიახლის შეთავაზებას. მისი მოსმენა 21 ივლისს, ფესტივალის მთავარ სცენაზე შეგვეძლება.

_____________________________________________

🎶 Roman Flugel's reputation as a musical chameleon stems from his refusal to limit his creativity, consistently presenting fresh and innovative offerings. On July 21st, we have the privilege of witnessing his performance on the main stage of the festival.

🎶 Agoria ფრანგი არტისტია, რომელიც დიდი ხანია მსოფლიოს წამყვანი კლუბების და საფესტივალო სივრცეების სტუმარია. ვფიქრობთ, რო...
15/07/2023

🎶 Agoria ფრანგი არტისტია, რომელიც დიდი ხანია მსოფლიოს წამყვანი კლუბების და საფესტივალო სივრცეების სტუმარია. ვფიქრობთ, რომ 22 ივლისს Gudauri Summer Set-ის მთავარ სცენაზე მისი სეტი ფესტივალის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად იქცევა.
________________________________________

🎶 Agoria a renowned French artist, has graced the stages of top clubs and festival venues worldwide. We have strong confidence that his performance on the main stage of Gudauri Summer Set on July 22 will be etched in the memories of festival-goers as one of the most unforgettable highlights.

☀️ ზაფხულის მეორე ნახევარში თბილისში გართობა კვლავ გრძელდება. გიზიარებთ, ამ უქმეებზე, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების ს...
13/07/2023

☀️ ზაფხულის მეორე ნახევარში თბილისში გართობა კვლავ გრძელდება. გიზიარებთ, ამ უქმეებზე, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების სიას, იდეალური გართობისთვის:

14 ივლისი - KHIDI - Raffaele Attanasio | JKS | Neux | Cyan ID
https://facebook.com/events/s/khidi-%E4%B8%AD-raffaele-attanasio-jks/980664166397834/

14 ივლისი - BASSIANI (season closing) - Donato Dozzy | Efdemin | Alex Kassian
https://bassiani.com/light/nights/763

14 ივლისი - Monkey@Kustba - Floorplan | T**e (live) | Kavel | Diassamidze
https://facebook.com/events/s/monkey-kus-tba-floorplan-toke-/583314010590311/

15 ივლისი - TKESHI - New Media Art | Diverse Music
https://facebook.com/events/s/tkeshi-new-media-art-diverse-m/799079315233007/

15 ივლისი - Monkey@Kustba - Killages “Outcast” album presentation
https://facebook.com/events/s/killages-outcast-album-present/118622434618283/

__________________________________________

☀️ Entertainment in Tbilisi doesn’t stop In the second half of summer. We are sharing a list of events planned in Tbilisi this weekend, for the perfect entertainment:

July 14 - KHIDI - Raffaele Attanasio | JKS | Neux | Cyan ID
https://facebook.com/events/s/khidi-%E4%B8%AD-raffaele-attanasio-jks/980664166397834/

July 14 - BASSIANI (season closing) - Donato Dozzy | Efdemin | Alex Kassian
https://bassiani.com/light/nights/763

July 14 - Monkey@Kustba - Floorplan | T**e (live) | Kavel | Diassamidze
https://facebook.com/events/s/monkey-kus-tba-floorplan-toke-/583314010590311/

July 15 - TKESHI - New Media Art | Diverse Music
https://facebook.com/events/s/tkeshi-new-media-art-diverse-m/799079315233007/

July 15 - Monkey@Kustba - Killages “Outcast” album presentation
https://facebook.com/events/s/killages-outcast-album-present/118622434618283/

Freedom Music-ისა და Summer Set-ის მეგობრობა წლების წინ დაიწყო და წელს გუდაურში, Gudauri Summer Set 2023-ით გაგრძელდება....
12/07/2023

Freedom Music-ისა და Summer Set-ის მეგობრობა წლების წინ დაიწყო და წელს გუდაურში, Gudauri Summer Set 2023-ით გაგრძელდება.
✶ 21 ივლისიდან კავკასიონის მთებში დიდი მუსიკალური თავგადასავალი გველოდება. ყველა სიახლისთვის და გათამაშებებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდს.
_______________________________________

The friendship between Freedom Music and Summer Set started years ago and will continue this year with Gudauri Summer Set 2023 in Gudauri.
✶ A great musical adventure awaits us in the Caucasus mountains from July 21. Keep an eye on our Facebook and Instagram pages for all the latest news and giveaways.

Vendex ბარსელონაში დაბადებული დიჯეი და პროდუსერია, ვისი მუსიკაც ტექნოს ბნელ და მძიმე ტექსტურებზე ორიენტირდება. Acid და H...
06/07/2023

Vendex ბარსელონაში დაბადებული დიჯეი და პროდუსერია, ვისი მუსიკაც ტექნოს ბნელ და მძიმე ტექსტურებზე ორიენტირდება.

Acid და Hard Techno კომპოზიციების მოსმენას 8 ივლისს Innergate X Synoid-ის ღონისძიებაზე შეძლებთ.

მოუსმინეთ Innergate Records:
https://soundcloud.com/innergatetechno/popular-tracks

__________________________________________

Vendex is a Barcelona-born DJ and producer whose music focuses on the dark and heavy textures of techno.

You will be able to listen to Acid and Hard Techno compositions on July 8 at the Innergate X Synoid event.

Listen to Innergate Records: https://soundcloud.com/innergatetechno/popular-tracks

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Freedom Music Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Event Planning Service?

Share

Our Story

MUSIC SETS YOU FREE...

...it always has and it always will. The soundtrack to our lives, whether alone or with friends, happy or sad, day or night – it’s the rhythm of our life, our own true beat that never ends.

Join us and lose yourself in the music with us. That exquisite moment when time stands still and all there is, is the music – and you!