ჩვენზე👇👇👇👇👇
შვილის დაბადების დღე. ამაზე განსაკუთრებული დღე სხვა ალბათ არც არსებობს მშობლისთვის. თავად ბავშვებისთვის კი ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულია.
🧚♀️ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ ინდივიდუალურად შერჩეული გასართობი პროგრამა. ბავშვის ასაკს, აქტუალურ ინტერესებს და სურვილებს მორგებული. შემოქმედებითი ვორქშოპები, საინტერესო ექსპერიმენტები, ინტერაქციული ზღაპრის კითხვა და კიდევ ბევრი საინტერესო რამ.
🧚♀️ჩვენ მიზანმიმართულად არ ვიყენებთ მიკროფონებს, ხმამაღალ არასაბავშვო სიმღერებს. დაბადების დღეს აქვს კრეატიული ხასიათი. იუბილარს და მის სტუმრებს აქვთ საშუალება იურთიერთონ, ითამაშონ და ერთად გაატარონ დრო. აქტიური თამაშებიც ისეა შერჩეული, რომ ბავშვები გუნდურად იყვნენ ჩართულები, რათა არ მოხდეს მათი კონკურენტული თამაშებით წაქეზება, რაც თავის მხრივ იწვევს გულისწყვეტას და ხასიათის გაფუჭებას.
🧚♀️იუბილარს და ყველა სტუმარს სამახსოვროდ რჩება თავისი ხელით შექმნილი ნივთი, სათამაშო ან ხელოვნების ნიმუში. რომელსაც ბავშვები სიხარულით და დიდი სიამაყით მაიცუნცულებენ ხოლმე სახლში. ასეთი დაბადების დღე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია ყველასთვის.
ჩვენი მიზანია მაქსიმალურად უსაფრთხო სათამაშოების და მასალების გამოყენება. ხშირად საღებავებს, პლასტელინებს, თიხას და სხვა მასალებს ჩვენ თავად ვამზადებთ სახლში საკვები პროდუქტებისგან. გამოყენებული სათამაშოები ხარისხიანი და უსაფრთხოა. ჩვენ ვცდილობთ გართობასთან ერთად ვიზრუნოთ პატარების ჯანმრთელობაზე,
🎁იუბილარს ჩვენი გუნდისგან გადაეცემა სასაჩუქრე ყუთი. ბავშვის ასაკის და ინტერესების მიხედვით ინდივიდუალურად, სიყვარულით შერჩეული და მომზადებული.
🧚♀️ჩვენ მოგზაური ივენთ ჯგუფი ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ ყველგან. თქვენთვის სასურველ ადგილას, სასურველ გარემოში. სახლში, კლასში, საბავშვო ბაღში, საბავშვო კაფეში, აგარაკზე, ბუნებაში და ა.შ.
შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი საბავშვო ღონისძიებისთვისაც შეუკვეთოთ ჩვენი მომსახურება.
🧚♀️“Kids Event Group მოდი ვითამაშოთ”-ის დამფუძნებელმა და იდეის ავტორმა, წლების მანძილზე ჯერ თავის შვილებთან თამაშით, შემდეგ კი სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებების ორგანიზებით, საბავშვო დაწესებულებებში მუშაობით, კრეატიული ვორქშოპების ჩატარებით გამოცდილება დააგროვა და ჰობი, საყვარელ საქმიანობად აქცია. თუმცა ამას არ უყურებს, როგორც მხოლოდ ბიზნესს და დიდი შემოსავლის წყაროს. მას უყვარს ბავშვებთან თამაში, აქვს ძალიან ბევრი, კარგი და ნაცადი იდეა და სურს სხვანაირი დაბადების დღეები შესთავაზოს ბავშვებს საქართველოში.
👩🎨ჩვენ ვთვლით, რომ ბავშვებთან ურთიერთობა უნდა ევალებოდეთ მას, ვისაც ეს საქმე უყვარს და იცის ბავშვებთან კორექტული, სწორი და ფსიქოლოგიურად გამართული ურთიერთობა. გუნდს თავისი ცოდნით და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით აძლიერებენ პედაგოგები, ახალგაზრდა ფსიქოლოგები, ენთუზიაზმით სავსე დედები და დაბადების დღის სფეროში გამოცდილი, ჩვენს მიერ ჩვენებურად გადამზადებული ადამიანები 📷:)
ჩვენ უკვე 8 ადამიანი ვართ გუნდში. ვიღაცისთვის უმნიშვნელო ინფორმაციაა, თუმცა ჩემთვის საამაყო და სასიხარულოა, რადგან 1 ადამიანით დაწყებული იდეა და საქმე იზრდება, ვითარდება, იხვეწება, იქმნება სამუშაო ადგილები, იგეგმება და კეთდება კიდევ უფრო მეტი საბავშვო წვეულება. გვიცნობს კიდევ უფრო მეტი ადამიანი, კოპანია.
არაჩვეულებრივი და ენთუზიაზმით სავსე ადამიანები ვიპოვე. დიახ ვიპოვე, რაც ძალიან მაგარია. მარტო ვერ განვახორციელებდი ყველა იმ იდეას და გეგმას რაც ჩაფიქრებული მქონდა და ვერც ამდენ ლამაზ წვეულებას გავაკეთებდით ჩვენი გუნდის წევრების გარეშე. გუნდში ბავშვების მოყვარული, ბავშვებთან სწორად ურთიერთობის მცოდნე და ბავშვებთან სიამოვნებით მოთამაშე ადამიანები გვყავს. ამას გარდა ზოგიერთი მათგანის პროფესა ბავშვებს უკავშირდება. ჩემთვის და თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან სტაფმა იურთიერთოს კორექტულად, გააზრებულად და დიდი პასუხისმგებლობით.
ეს გვერდი ახალი შექმნილია. თუ ჩვენზე უფრო მეტის გაგება გსურთ აუცილებლად ეწვიეთ ჩემს ბლოგს "მოდი ვითამაშოთ" საიდანაც დაიწყო ჩვენი ჯანსაღი და კრეატიული წვეულებების ამბავი....
https://www.facebook.com/modivitamashot.blog/