Stage 17 • სთეიჯ 17

Stage 17  • სთეიჯ 17 A Next-Generation Concert Stage and Multifunctional Event Venue in the City of Batumi.

საკონცერტო სცენა და მულტიფუნქციური საღონისძიებო სივრცე — „სთეიჯ-17“ ბათუმში მდებარეობს და მასპინძლობს პოპ-მუსიკის, ჯაზის, კლასიკური თუ ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს.

კავკასიის რეგიონში „სთეიჯ-17-ის“ უპირატესობა კონსიერჟული მომსახურება, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული დაგეგმარება და ხმის და განათების თანამედროვე სისტემებია — ისეთ საერთაშორისო მარკებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Clair Brothers, D

iGiCo, SHURE-ის Axient Digital, Sennheiser; ხმის ინჟინერიის და განათების საერთაშორისო გუნდი კი გამოცდილია ისეთი მასშტაბის ვარსკვლავების შოუებზე, როგორიცაა თინა ტერნერი, ელტონ ჯონი, სტინგი, ჯენიფერ ლოპესი, შაკირა, Pink Martini, ანტონი რემოსი, ეროს რამაზოტი და ა.შ.

„სთეიჯ-17“ ვიზიტორებს ცოცხალი წარმოდგენის შეგრძნების სრულიად ახალ გამოცდილებას ჰპირდება:
ნაგებობის არქიტექტურა ყველანაირი ამინდისთვის შესაფერის „ჭკვიან“ სივრცეებს მოიცავს — როგორც დასაჯდომ, ასევე — საცეკვაო კუთხეებს;
კონსტრუქციის მთლიანი იატაკი სასცენო პოდიუმის მასალითაა კონსტრუირებული, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სცენასთან სიახლოვის შეგრძნებას; სადღესასწაულო განწყობის ამაღლებას კი ვიზუალური ეფექტების ინოვაციური აპარატურა უზრუნველყოფს — ლაზერული შოუებით და უახლესი მონიტორების ბუნებრივი გამოსახულებებით.

2023 წლის საზაფხულო სეზონი 15 ივლისს, „თბილისი ოფენ ეარის“ გუნდთან თანამშრომლობით გაიხსნება, 28-30 ივლისს კი რიგით მე-16 შავი ზღვის ჯაზფესტივალს ვმასპინძლობთ.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გაეცანით 2023 წლის ღონისძიებებს!



Stage 17 is a next-generation concert stage and multifunctional event venue located in the City of Batumi, hosting pop music, jazz, classical, and electronic music performances. The venue is distinguished throughout the Caucasus region by unprecedented infrastructural planning and modern sound/lighting systems in cooperation with international brands such as Clair Brothers, DiGiCo, SHURE's Axient Digital, and Sennheiser. Stage 17 facilitates 3,000 guests; its all-weather "smart" spaces allow comfortable seating and a totally new experience of live performance while the festive mood is enhanced by the innovative equipment of visual effects — laser shows and natural images of the latest monitors.

Address

Stage 17
Batumi

Telephone

+995511441717

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Stage 17 • სთეიჯ 17 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share


Other Batumi event planning services

Show All