იაფი ფრენები CheapFlight.ge

იაფი ფრენები CheapFlight.ge Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იაფი ფრენები CheapFlight.ge, Ticket sales, Kutaisi.
(1)

13 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, თქვენს მიერ შეძენილ რაინეარის ბილეთზე, თქვენი სურვილის შემთხვევაში, რაინეარი თარიღის ცვლი...
13/03/2020

13 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, თქვენს მიერ შეძენილ რაინეარის ბილეთზე, თქვენი სურვილის შემთხვევაში, რაინეარი თარიღის ცვლილების საკომისიოს გარეშე მოგცემთ საშუალებას გადაცვალოთ( ბილეთების ფასებს შორის სხვაობას არ ეხება).
ეს პირობები ეხება რაინეარზე ყველა არსებულ და ახალ შენაძენს.
მგზავრებს, რომლის ფრენაც გაუქმდა სრულიად უფასოდ შეეცვლებათ ბილეთები ან მიიღებენ სრულად ბილეთში გადახდილ თანხას.

https://www.facebook.com/ryanair/posts/3108594862504986

“20 წელზე მეტია, რაც ექიმი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ვარ. ამ დროის განმავლობაში უამრავი ავადმყოფი მინახავს....
11/03/2020

“20 წელზე მეტია, რაც ექიმი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ვარ. ამ დროის განმავლობაში უამრავი ავადმყოფი მინახავს. მე ვმუშაობდი ქალაქის შიდა საავადმყოფოებში, აფრიკის ყველაზე ღარიბ და მიყრუებულ ადგილებში. აივ-შიდსი, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, მწვავე რესპირატორული სინდრომი ( SARS), წითელა, ჰერპესი, კრუნჩხვითი ხველება, დიფტერია – ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში შევხვედრივარ. მწვავე რესპირატორული სინდრომის გარდა, ძალიან ცოტა დაავადებას თუ შევუშინებივარ ან თავი მოწყვლადად უგრძნობინებია.
მე არ მეშინია Covid-19-ის. მე უფრო მეტად მაწუხებს ახალი ე.წ. ინფექციური აგენტის გავრცელება, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და რომელიც ფეხის მოკიდებას სხვადასხვა ნიადაგში ცდილობს. მაწუხებს მოხუცებულთა მდგომარეობა, რომელთა ჯანმრთელობაც შედარებით სუსტია და რომლებიც ამ პირობებში ყველაზე მეტად იტანჯებიან, მაგრამ მე არ მეშინია Covid-19-ის.
ყველაზე მეტად იმ შიშის მეშინია, რომელიც მასობრივად გავრცელდა და საზოგადოება მოიცვა. იმ შიშის, რომელიც პანიკაში გადაიზარდა. მეშინია იმის, რომ N95 სამედიცინო ნიღბებს საავადმყოფოებიდან და გადაუდებელი დახმარების კლინიკებიდან იპარავენ. იმ ადგილებიდან, სადაც მათი არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა. ამის მაგივრად კი, სამედიცინო ნიღბებით სავსეა აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რაც საზოგადოებაში შიშს კიდევ უფრო აძლიერებს და ადამიანებიც ერთმანეთს ეჭვის თვალით უწყებენ ყურებას.
მეშინია, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადაიტვირთება ისეთი ადამიანებით, რომლებიც ფიქრობენ: „ვიცი, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ მაინც უნდა გავესინჯო, არავინ არ იცის რა შეიძლება მოხდეს“. ადამიანები, რომლებსაც გულის უკმარისობა, პნევმონია აქვთ იდგებიან გრძელ რიგებში იმისთვის, რომ ექიმებმა შეამოწმონ.
მე მეშინია, რომ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იმდენად შორს წავა, რომ ამის გამო ძალიან ბევრი ქორწილი გაუქმდება, უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამოები გადაიდება და ოჯახები ვეღარ გაერთიანდებიან.
მე მეშინია, რომ ეს ეპიდემიური შიშები შეზღუდავს ვაჭრობას, დიდ ზიანს მიაყენებს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობებს, დაარტყამს ბიზნესს და საბოლოო კულმინაციას გლობალურ ვარდნაში პოვებს.
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმის მეშინია, რას ვეუბნებით შვილებს მაშინ, როდესაც საფრთხის წინაშე დგებიან. იმის მაგივრად, რომ რაციონალურად და გონივრულად დაველაპარაკოთ, ვეუბნებით, რომ უნდა დაპანიკდნენ, ეშინოდეთ.
ვირუსმა შეიძლება შემოაღწიოს ქალაქში, ჰოსპიტალში, მეგობრის სახლში, სამეზობლოში და შენამდეც კი მოვიდეს. ელოდე ამას და ნუ გაგიკვირდება. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ვირუსი იმდენად დიდ ზარალს არ მოგვაყენებს, როგორც ჩვენივე ქცევები იზამს ამას. „საკუთარი თავისთვის იბრძოლე და ყველაზე მაღლა დააყენე“ დამოკიდებულება კი, შესაძლოა, მართლაც დამღუპველი აღმოჩნდეს.
ყველას გევედრებით, ჩაანაცვლეთ პანიკა და შიში მოთმინებითა და განათლებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ მეტი ჰიგიენისა და იმ წესების შესახებ, რომლითაც დაავადების გავრცელების შეზღუდვას შევძლებთ. მოდით, ამ გამოწვევას ერთად, სხვების მიმართ გამოვლენილი თანაგრძნობითა და მოთმინებით შევხვდეთ. ვეძებოთ ფაქტები, სიმართლე და არ ავყვეთ სპეკულაციას.
ფაქტები და არა შიში. დაიბანეთ ხელები. გაიხსენით გულები. ჩვენი შვილები ამისთვის მადლობას გვეტყვიან“,- წერს კანადელი ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.
(c) აბდუ შარკავი - ცნობილი კანადელი ინფექციონისტი


#კორონავირუსი #კორონა #ვირუსი #პანიკა

ესპანელი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პან...
09/03/2020

ესპანელი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო.

„კორონავირუსის გავრცელება სერიოზულ საკითხია. ვირუსი 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ინფიცირებულთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებს. თუმცა, ვირუსთან ერთად მსოფლიო „შიშის პანდემიამაც“ მოიცვა. თითქმის ყველა მედიასაშუალების ყურადღების ეპიცენტრში კორონავირუსია. მართალია, „კოვიდ-19“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მსოფლიო მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის ემზადება. ვირუსის გავლენა ბინესსა და პოლიტიკაზე იგრძნობა. თუმცა, ამასთან ერთად, სწორი მიდგომა პანიკას გამორიცხავს. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ „კოვიდ-19“ კარგი ამბავია, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. არსებობს მიზეზები, რათა ვიფიქროთ, რომ ვირუსის შეჩერება და დამარცხება შესაძლებელია, ასევე, გაკვეთილები, რომლებიც სამომავალოდ უნდა გავითვალისწინოთ“, – აცხადებს ესპანელი მიკრობიოლოგი.

იგნასიო ლოპეს-გონისი ასახელებს ათ მიზეზს, რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში:

1. ვირუსი ჩვენთვის ცნობილია

შიდსის პირველი შემთხვევა 1981 წელს გამოვლინდა, თუმცა დაავადების გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირებას ორი წელი დასჭირდა. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს, ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დააფიქსირეს, უკვე 7 იანვარს კი ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა. ვორუსის გენომი „კოვიდ-19“ -ის გამოჩენიდან 10 დღეში ხელმისაწვდომი იყო. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ საქმე გვაქვს ახალი ტიპის კორონავირუსთან 2-ბი ჯგუფიდან, რომელიც კორონავირუსების იმავე ტიპს მიეკუთვნება, რომელსაც „სარსი“. გენეტიკური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ „კოვიდ-19“-ს მუტაციის მაჩვენებელი არც ისე მაღალია.

2. „კოვიდ-19“-ის გამოსავლენად ტესტი 13 იანვრიდან არის ხელმისაწვდომი.

3. ჩინეთში სიტუაცია უმჯობესდება

ჩინეთის მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის ზომები შედეგს იძლევა. უკვე რამდენიმე კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იკლებს. ვირუსის დეტალური ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც. ეპიდაფეთქებები, ძირითადად, სპეციფიკურ რეგიონებში ხდება, რაც ვირუსის კონტროლის საშუალებას იძლევა.

4. ვირუსის შემთხვევათა 80 პროცენტი მსუბუქია

„კოვიდ-19“, ძირითადად, სიმპტომების გარეშე ან მსუბუქად მიმდინარეობს. ასე ხდება შემთხვევათა 81 პროცენტში. რა თქმა უნდა, დანარჩენ 14 პროცენტში ვირუსი პნევმონიას იწვევს, ხუთ პროცენტში კი შეიძლება, კრიტიკული გახდეს და ფატალურად დასრულდეს. ჯერ საბოლოოდ გაურკვეველია, რამდენი შეიძლება, იყოს სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ის შესაძლოა, იმაზე დაბალი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა პროგნოზირებენ.

5. ხალხი გამოჯანმრთელდა

მედიის მიერ გავრცელებული ცნობები, ძირითადად, ფოკუსირებულია ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასა და გარდაცვალების შემთხვევებზე, თუმცა დაავადებულთა უმეტესობა განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება და ეს პროპორცია იზრდება.

6. ბავშვებში „კოვიდ-19“ მსუბუქად მიმდინარეობს

ვირუსით ინფიცირებულთაგან 20 წლამდე ასაკის ადამიანები მხოლოდ სამ პროცენტს შეადგენენ. გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 40 წლამდე ინფიცირებულებში 0,2 პროცენტს შეადგენს. ბავშვებში ვირუსის სიმპტომები იმდენად მსუბუქი ფორმით ვლინდება, რომ შესაძლოა, შეუმჩნეველიც კი დარჩეს.

7. ვირუსი ემორჩილება დეზინფექციას

ვირუსის დეზაქტივაცია ნებისმიერი ზედაპირიდან შესაძლებელია ეთანოლის ხსნარით (62-71-პროცენტიანი სპირტი), ასევე წყალბადის ზეჟანგით (0,5-პროცენტიანი) ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით. ეს სულ რაღაც ერთ წუთში ხდება. ინფიცირებისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტიანი გზა საპნით ხელის დაბანაა.

8. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ

ჩვენ მეცნიერების თანამშრომლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. მხოლოდ ერთ თვეში „კოვიდ-19“-ის შესახებ „ფაბ.მედ“-ში 164 სტატია გამოქვეყნდა. საუბარია ვაქცინების, სამკურნალო მეთოდების, ეპიდემიოლოგიურ, გენეტიკურ, დიაგნოსტიკურ, კლინიკურ კვლევებზე. პუბლიკაციებზე მუშაობდა 700-ზე მეტი ავტორი. ეს კორპორატიული, საერთო და ღია კვლევებია. 2003 წელს, ატიპური პნევმონიის გავრცელების დროს, ანალოგიური რაოდენობით პუბლიკაციების გამოქვეყნებას ერთი წელი დასჭირდა.

9. ვაქცინის პროტოტიპი უკვე არსებობს

ახალი ვაქცინების შექმნის შესაძლებლობა დღეს აღფრთოვანებას იწვევს. უკვე მიმდინარეობს რვა პროექტზე მუშაობა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ცდილობენ.

ავსტრალიაში, ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა უკვე განაცხადა, რომ ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს. ის დაფუძნებულია ახალ ტექნოლოგიაზე.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომ ვაქცინის შექმნა რეკორდულ დროშია შესაძლებელი. ვაქცინების კლინიკური გამოცდა ადამიანებზე სავარაუდოდ უახლოეს ხანში დაიწყება.

10. ანტივირუსული პრეპარატების გამოცდა დაწყებულია

ვაქცინები პრევენციისთვის არის საჭირო. თუმცა, დღეს მნიშვნელოვანია ინფიცირებულების მკურნალობა. კორონავირუსის მკურნალობის 80-მდე მეთოდის კლინიკური ცდები უკვე მიმდინარეობს. საუბარია უკვე არსებულ ანტივირუსულ მკურნალობის მეთოდებზე, რომლებიც სხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება და ეს მეთოდები უსაფრთხოა. მათ შორის ერთ-ერთია პრეპარატი რემდესივირი, რომლის კლინიკური გამოცდა ადამიანებზე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს იმ პრეპარატებისა და მეთოდების გამოცდაც, რომლებიც ებოლასა და „სარსის“ ან „მერსის“ წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

„კოვიდ-19“-ის კიდევ ერთი პოტენციური სამკურნალო პრეპარატი არის ქლოროქინი, რომელსაც მალარიის სამკურნალოდ იყენებდნენ და მას ძლიერი ანტივირუსული მოქმედება გააჩნია. ცნობილია, რომ ქლოროქინი ვირუსულ ინფექციას ბლოკავს და მის ორგანიზმში მოხვედრას ხელს უშლის. ამ მეთოდს უკვე იყენებენ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ფილტვების ანთების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

კიდევ ერთი კვლევის ავტორები კორონავირუსის სამკურნალოდ ოსელტამივირის, ინტერფერონ ბეტასა ან განკურნებული ადამიანების ანტიშრატისა ან მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენების წინადადებით გამოდიან.

ზოგიერთი გამოდის ინიციატივით, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ე.წ. დამთრგუნველი პრეპარატების თერაპია იყოს გამოყენებული. მაგალითად ისეთის, როგორიც არის ბარიკიტინიბი.

კაცობრიობის ისტორიაში 1918 წლის გრიპის პანდემიას 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიძლება, ახლაც ასეთი რამ მოხდეს? სავარაუდოდ არა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ პანდემიისთვის ისე კარგად მომზადებულები, როგორც ახლა ვართ.

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში...
06/03/2020

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან დროებით შეწყვიტოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.

აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.

შეზღუდვა დროებითია და მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი, ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ამისათვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე [email protected] გამოაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების, ან ბილეთების ჯავშანის ასლები.

Wizz Air იტალიის მიმართულებით დროებით ფრენების სიხშირეს ცვლის!👉 ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელების გამ...
28/02/2020

Wizz Air იტალიის მიმართულებით დროებით ფრენების სიხშირეს ცვლის!

👉 ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელების გამო, ავიაკომპანია ვიზეარი 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს 60%-ით შეამცირებს. ‼ საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება.

👉 მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები ეხებათ, ავიაკომპანიისგან მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 📞 ხოლო, დამატებითი კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ავიაკომპანია ვიზეარს: 0706 777 483

შეიძინეთ Wizz Air-ის ბილეთები დღეს(29 ნოემბერს) და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება. აგრეთვე 1500 ევროს ვაუჩერის მოგების შანსი...
29/11/2019

შეიძინეთ Wizz Air-ის ბილეთები დღეს(29 ნოემბერს) და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება. აგრეთვე 1500 ევროს ვაუჩერის მოგების შანსი ^_^

ავიაკომპანია ვიზ ეარის რეისი W6 6459 KUT-NCE (ქუთაისი-ნიცა), 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის 29 მარტიდან დაიწყება....
09/11/2019

ავიაკომპანია ვიზ ეარის რეისი W6 6459 KUT-NCE (ქუთაისი-ნიცა), 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის 29 მარტიდან დაიწყება.
მათ, ვისაც შეძენილი გაქვთ 29 მარტამდე ფრენები, საიტი ავტომატურად შემოგთავაზებდათ ბილეთის გადაცვლას მილანის რეისზე(მეორე ვარიანტი არის ბოლონია).
ვისაც არ გაწყობთ აღნიშნული ცვლილება, არ უნდა დაეთანხმოთ შემოთავაზებას და ასეთ შემთხვევაში გაქვთ 4 არჩევანი:
1. დაიბრუნოთ ბილეთში გადახდილი თანხის 120% ვიზ ეარის ანგარიშზე, რომლის გამოყენებისთვისაც 3 თვიანი ვადა გექნებათ.
2. დაურეკოთ ვიზ ეარის ოპერატორს და ბილეთის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე თხოვოთ. ამ შემთხვევაში 100%-ით დაგიბრუნდებათ.
3. დაურეკოთ ვიზ ეარის ოპერატორს და სხვა, თქვენთვის უფრო ხერსაყრელ მიმართულებაში გადაცვლა თხოვოთ.
4. დაურეკოთ ვიზეარის ოპერატორს და თარიღის ცვლილება თხოვოთ(29 მარტისთვის გადაწიოთ დაგეგმილი მოგზაურობა).

ვიზ ეარის ოპერატორთან საქართველოდან დასაკავშირებლად უმჯობესია დარეკოთ ნომერზე: 0706 777 483, სადაც ადგილობრივი ტარიფები მოქმედებს. ოპერატორს შეგიძლიათ ესაუბროთ ინგლისურად და შესაძლოა რუსულადაც.

15% ფასდაკლება მათთვის, ვინ 31 ოქტომბრამდე იტალიაში მოგზაურობას გეგმავთ
10/10/2019

15% ფასდაკლება მათთვის, ვინ 31 ოქტომბრამდე იტალიაში მოგზაურობას გეგმავთ

Exclusive offer. Book now with Omio.

27/09/2019

2012 წლის 27 სექტემბერს, ანუ ზუსტად 7 წლის წინ, კომპანია Wizz Air-მა კიევის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტინ.

7 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გთავაზობთ ორმხრივ ბილეთებს, რომლებიც ჯამში 100 ლარზე ნაკლები ღირს.

* ფასები მოცემულია ვიზ ეარის ფასდაკლების კლუბის წევრთათვის (დაახლოებით 10 ევროთი ამცირებს კლუბის წევრობა ბილეთის ფასს).
** ფასები ცვალებადია, შესაბამისად დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება როგორც გაიაფდეს, ასევე გაძვირდეს.

Pegasus Airlines ✈
20/09/2019

Pegasus Airlines ✈

✈ შეიძინეთ ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით❗👇ქუთაისი - ბოლონია 20 ევროდან ✈ქუთაისი - მარსელი 26 ევროდან ✈თბილისი - კიოლ...
20/09/2019

✈ შეიძინეთ ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით❗
👇
ქუთაისი - ბოლონია 20 ევროდან ✈
ქუთაისი - მარსელი 26 ევროდან ✈
თბილისი - კიოლნი - 82 ევროდან ✈
თბილისი - მილანი - 49 ევროდან ✈

✈ შეიძინეთ ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით❗👇ვროცლავი - 2 გზა 58 ლარიდან ✈ბოლონია - 2 გზა 79 ლარიდან ✈სალონიკი - 2 გზა ...
20/09/2019

✈ შეიძინეთ ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით❗
👇
ვროცლავი - 2 გზა 58 ლარიდან ✈
ბოლონია - 2 გზა 79 ლარიდან ✈
სალონიკი - 2 გზა 88 ლარიდან ✈
ლარნაკა - 2 გზა 88 ლარიდან ✈
ვარშავა - 2 გზა 88 ლარიდან ✈
ბაზელი - 2 გზა 88 ლარიდან ✈
კატოვიცა - 2 გზა 98 ლარიდან ✈
კოპენჰაგენი - 2 გზა 98 ლარიდან ✈
ეინდჰოვენი - 2 გზა 108 ლარიდან ✈
კრაკოვი - 2 გზა 118 ლარიდან ✈

*ფასები მოცემულია, ვიზ ეარის ფასდაკლების კლუბის წევრობით.

გავრცელებული ინფორმაცია, რაინერის შემოსვლის გადადებასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა სიმართლე❗რაინერის ოფიციალურ საიტზე მიმ...
03/09/2019

გავრცელებული ინფორმაცია, რაინერის შემოსვლის გადადებასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა სიმართლე❗

რაინერის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს სისტემური განახლება, რის გამოც ნოემბრიდან-აპრილამდე ფრენების განრიგი არ ჩანს საიტზე.

სავარაუდოდ, საქართველოში რაინერის შემოსვლამ 2019 წლის 6 ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის 10 აპრილამდე გადაიწია.
03/09/2019

სავარაუდოდ, საქართველოში რაინერის შემოსვლამ 2019 წლის 6 ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის 10 აპრილამდე გადაიწია.

ვიზ ეარით მოგზაურთა კლუბის წევრებისთვის 20%-იანი ფასდაკლებაა
03/09/2019

ვიზ ეარით მოგზაურთა კლუბის წევრებისთვის 20%-იანი ფასდაკლებაა

113.98 ლარად, ქუთაისი-ბრიუსელი-ქუთაისის ავიაბილეთები
24/08/2019

113.98 ლარად, ქუთაისი-ბრიუსელი-ქუთაისის ავიაბილეთები

144.98 ლარად, ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის ავიაბილეთები
24/08/2019

144.98 ლარად, ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის ავიაბილეთები

106.98 ლარად, ქუთაისი-ბაზელი-ქუთაისის ავიაბილეთები!ფასები მოცემულია დისქაუნთ კლუბის წევრთათვის.წევრობის არქონის შემთხვევ...
24/08/2019

106.98 ლარად, ქუთაისი-ბაზელი-ქუთაისის ავიაბილეთები!

ფასები მოცემულია დისქაუნთ კლუბის წევრთათვის.
წევრობის არქონის შემთხვევაში 10-10 ევროთი უფრო ძვირი ღირს ორივე მიმართულება.

76.98 ლარად, ქუთაისი-ლარნაკა(კვიპრისი)-ქუთაისის ავიაბილეთები.ფასები მოცემულია დისქაუნთ კლუბის წევრთათვის.წევრობის არქონი...
24/08/2019

76.98 ლარად, ქუთაისი-ლარნაკა(კვიპრისი)-ქუთაისის ავიაბილეთები.

ფასები მოცემულია დისქაუნთ კლუბის წევრთათვის.
წევრობის არქონის შემთხვევაში 10-10 ევროთი უფრო ძვირი ღირს ორივე მიმართულება

68.98 ლარად არის ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისის ავიაბილეთები
24/08/2019

68.98 ლარად არის ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისის ავიაბილეთები

ვიზეარი გაძლევთ საშუალებად, ახალ წელს მონაკოში შეხვდეთ და რაც მთავარია ძალიან დაბალი ფასი აქვს ბილეთებს
23/08/2019

ვიზეარი გაძლევთ საშუალებად, ახალ წელს მონაკოში შეხვდეთ და რაც მთავარია ძალიან დაბალი ფასი აქვს ბილეთებს

ძალიან კარგი სიახლე ვიზეარისგან❗23 ნოემბრიდან ქუთაისი-ბოლონია ✈12 დეკემბრიდან ქუთაისი-ნიცა ✈1 ივლისიდან ქუთაისი-კიოლნი ✈...
23/08/2019

ძალიან კარგი სიახლე ვიზეარისგან❗

23 ნოემბრიდან ქუთაისი-ბოლონია ✈
12 დეკემბრიდან ქუთაისი-ნიცა ✈
1 ივლისიდან ქუთაისი-კიოლნი ✈
ქუთაისი-მილანის გაიზრდება კვირაში 4 რეისამდე

„ვიზეარის“ მიერ ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულებით ფრენის დამატების ვადამ გადაიწია!ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ქუთაისის ა...
14/08/2019

„ვიზეარის“ მიერ ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულებით ფრენის დამატების ვადამ გადაიწია!

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულების დამატების ვადამ გადაიწია. ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის რიგით მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება.

„ვიზეარმა“ რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი Airbus A320 ავიახომალდისა და 12 ახალი მიმართულების დამატება დააანონსა – ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, ჰერაკლიონში, კარლსრუე /ბადენ ბადენში, ნეაპოლში, ნიცაში, ნიურნბერგში, პიზაში, პოზნანში, სტოკჰოლმში, ტურკუსა და ვენეციაში.

კომპანია აცხადებს, რომ ავიაკომპანიისთვის ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელმა შეფერხებამ რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან დანიშნულ ახალ ავიარეისებზე მოახდინა გავლენა. 2019 წლის ივნისში დაანონსებული მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, 12 ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება.

ამასთან, მგზავრებს, რომლებმაც საჰაერო ხომალდების განაწილებამდე უკვე შეიძინეს ბილეთები რომელიმე ხსენებული 12 მიმართულებით, ეცნობებათ ცვლილებების შესახებ. მგზავრებს შეეთავაზებათ ბილეთის ცვლილება (აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა მიმართულება), ბილეთში გადახდილი თანხის 100 პროცენტი დაბრუნება ან ბილეთის საფასურის 120 პროცენტის დაბრუნება მგზავრის WIZZ ანგარიშზე.

ავიაკომპანია Wizz Air ბოდიშს უხდის დაზარალებულ მგზავრებს აღნიშნული ფაქტით შექმნილი უხერხულობის გამო.

ამასთან, მგზავრები, რომლებმაც დაჯავშნეს ბილეთები ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და არა wizzair.com-ით, უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ პარტნიორ სააგენტოს. მგზავრები, რომლებიც დარეკავენ საქართველოდან გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდნენ „ვიზეარის“ სერვისცენტრს ნომერზე: +995 706 777 037.

„ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. ახალი მიმართულებების დამატება კი, მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის ივლისში იგეგმებოდა.

ამასთან, ცვლილება არ შეეხება ფრენებს, რომელთა დაწყება სექტემბერში იგეგმება – ტალინის, ბარის, კოპენჰაგენის, ეინდჰოვენის, ბაზელის და ბრიუსელის მიმართულებით.

Wizz Air-ის ერთადერთი ოფიციალური გვერდი არის ეს: https://www.facebook.com/wizzairსხვა გვერდები უბრალოდ ვიზეარის სახელს ი...
11/08/2019

Wizz Air-ის ერთადერთი ოფიციალური გვერდი არის ეს: https://www.facebook.com/wizzair

სხვა გვერდები უბრალოდ ვიზეარის სახელს იყენებენ, ხალხის მოსატყუილებლად.
ეს არის სამწუხარო რეალობა :/

ფეისბუქკონკურსი, რომელიც Wizz Air-ის სახელით ამსტერდამში ორკაციანი საგზურს ათამაშებს, რეალური არაა. ამის შესახებ ინფ...

09/08/2019
06/08/2019
06/08/2019

Welcome to the New World of WIZZ

Address

Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იაფი ფრენები CheapFlight.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to იაფი ფრენები CheapFlight.ge:

Videos

Share

Category



You may also like