შინ

შინ Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შინ, Marneuli.

26/06/2024
რაზე მაქვს სალაპარაკო ახლა, როცა აქ ვდგავარ, ამ სიმაღლიდან გიცქერთ, როცა მარტო ვარ და ჩემი ხმა თქვენს ყურებს დაახშობს......
07/11/2023

რაზე მაქვს სალაპარაკო ახლა, როცა აქ ვდგავარ, ამ სიმაღლიდან გიცქერთ, როცა მარტო ვარ და ჩემი ხმა თქვენს ყურებს დაახშობს... რაზე მაქვს სალაპარაკო მაშინ, როცა ვიცი, ჩემი ხმა თქვენს გულებს არ მისწვდება, მაშინ როცა მომისმენთ, მაგრამ არ გაიგონებთ... რაზე მაქვს სალაპარაკო, მაშინ, როცა შეიძლება თქვენთან ვერ მოსული და ლამის გარდასული ხმა ჩამიწყდეს, და ჩამწყდეს გულში რაღაც ტკივილივით; რომ შეიძლება სხეული ამიკანკალდეს და სხეული ჩამეხლიჩოს ხმის მაგივრად, რომელიც თქვენამდე მოვა, მაგრამ არ გაიკარებთ და გარიყავთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხმაა ჯერ არ გაგონილი, გაუგონარი, საშიში და წვრილი. ახლა რომ აქ ვდგავარ, ამ სიმაღლეზე, ამ ტოტებში, ამ ქარსა და ნათელში, რაზე მაქვს სალაპარაკო თქვენ ალბათ იკითხავთ და მეც ვიტყვი ასე პირდაპირ და დაუფარავად რომ ალბათ იმაზე, რომ თქვენ მე მკლავდით, მაგრამ გადავრჩი! მჩეხავდით, მაგრამ მაინც ავეწყვე! მესროდით ტყვიას სამჯერ - მკერდში, ფერდში და ფეხებში, მაგრამ ვცოცხლობდი! მცემდით ისე და მცემდით ხეზე მიბმულს, მირტყამდით სახეში რომ დამტყობოდა და მუცელში, რომ არ დაგენახათ, მირტყამდით მაგრად, ძლიერად, მაგრამ ვიგერიებდი, მიყვიროდით ხმადაბლა სხვებს რომ არ გაეგოთ და მეჩურჩულებოდით ხმამაღლა, სხვების რომ შემრცხვენოდა, მაგრამ ვუძლებდი ამ ჯოჯოხეთს, სისხლისგან არ ვიცლებოდი, რადგან გამიშრა ძუძუში ჩაუმდგარი რძესავით გამიშრა, ვუძლებდი დახეთქვას წამწამისას და გამეფებას სამკაულივით სანიმუშოს, ვართმევდი თავს ამ ყველაფერს უკვე ათასზე მეტი წელია, რადგან ვიცოდი, რომ გადავრჩებოდი და ახლა კიდევ უფრო კარგად ვიცი, რომ გადავრჩები და ვიარსებებ და ვილაპარაკებ, ბოლო ამოსუნთქვამდე ვილაპარაკებ, ჩემს ხმას გაგაგონებთ და იქამდე ვილაპარაკებ, სანამ მართლა არ გადავშენდები ჩემივე ნებით და ჩემს ნებას ახლა გადაშენება არ უნდა! ჩემი ნება მე მეკუთვნის, მე მოვიპოვე, მე დავიპყარი - ჩემი ნება ჩემია და მას გადარჩენას სურს! და მეც დიახ! ვიდგები აქ, ამ სიმაღლიდან დაგინახავთ, თანაც უკეთ დაგინახავთ, ბოლო ამოკივლებამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე დაგინახავთ თქვენი მანკიერებებით და ვიდგები მაინც, რათა იფიქროთ, რომ ის გადარჩა და ძლიერია და მას არ დაივიწყებენ, რომ ის ჩაგრულია მას მერე, რაც ვარსებობთ, რომ ის ადამიანადაც არ მიიჩნევა, მაგრამ ის არსებობს და გაძლიერდა და არ უნდა დაჩაგრულიყო, არასოდეს არ უნდა ეტირა და ეგლოვა და ებრძოლა საკუთარი თავისთვის, არასდროს არ უნდა ყოფილიყო უძლური და უქონელი და უუნარო, ის უნდა მდგარიყო ახლა ჩემსავით და უნდა ეთქვა, რომ სახეა მრავალი ქალის, რომ ხმაა მრავალი გოგოსი, რომ სხეულია მრავალი ბავშვის, რომ გულია მრავალი დედის, რომ სულია მრავალი გოგოდ არ დაბადებულის, მაგრამ გაგოგოვებულის, რომ მზეა ამოსული დასაბამიდან და არ ჩასული, მთვარედ არ გადაქცეული, ვარსკვლავად არ დარქმეული მნათობია ცაში, რომელიც ახარებს და ხარობს და როცა ბრაზობს გვალვა და შიმშილია, როცა ხარობს კი დაბადება და ზრუნვაა, ჯერ არ დაბადებულზე და უკვე გაზრდილზე ზრუნვაა, რომელიც გაჩნდა თითქოს სარჩენად და გამოსაჩენად, მაგრამ მეტია ამაზე, მეტია სარკეში დანახულ ამბავზე, რადგან იცის, რომ სარკიდან სხვა რამეს დაინახავს, უფრო შემზარავს შიგნით და უფრო მშვენიერს გარეთ, უფრო ძლიერს და დაუნდობელს, მკლავებდახეთქილს და ნახეთქებში იებამოზრდილს დაინახავს სარკეში და იტყვის, რომ დიახ! ქალია, რომელსაც ჭკუას ანდობდნენ და არ ენდობოდნენ, რომ ქალია გასათხოვარი და ბავშვებს გააჩენს, რომ ქალია, ვინც დარეცხავს, დაგვის, დაწერს და გადაწერს, რომ ქალია ძლიერი, მაგრამ არა მთავარი, წამძღოლი, წინამძღოლი, ქალია დამყოლი, თვინიერი, ჭკვიანი, მაგრამ მაინც ქალია... ქალია მშიერი, მშიშარა, ქალია სულელი, მატყუარა, ქალია ვნებიანი, საშიში, ქალია უძღები, უყაირათო... ქალია ძლიერი, მაგრამ მაინც ქალია... ზამთარში, თოვლში და ყინვაში, გაქვავებულ მიწაში ამოსული ქალია, მაგრამ მაინც ქალია, ვინც იხარებს და ვერ გაიხარებს, ვინც ადგება და დამარცხდება, ვინც გაირბენს, მაგრამ ვერ გაასწრებს, ვინც დაიწყებს, მაგრამ არ დაამთავრებს, ვერ დაამთავრებს, ვინ დაამთავრებინებს, იქით ძროხებია გასარეკი, აქეთ ბავშვებია დასაპურებელი, იქით ტყემალია მოსარეკი, აქეთ მურაბებია მოსადუღებელი, იქით გაკვეთილებია ჩასატარებელი, აქეთ ეზოა მოსახვეტი, იქით ცხოველებია დასაპურებელი, აქეთ მაღაზიაა მოსამარაგებელი, იქით ტანსაცმელია საყიდელი ქმრისთვის, შვილისთვის და მამისთვის, აქეთ რემონტია დასაწყები, მაგრამ არა მისთვის, თავისთვის, საკუთარი თავისთვის, რომელიც კვდება, რადგან უკვდავი არ არის, კვდება, რადგან არ აცხოვრეს, კვდება, რადგან აარსებეს მხოლოდ და მოკვდეს, იქნებ ასეც ჯობდეს, იქნებ ასე მაინც დამშვიდდეს და არ იფიქროს იმაზე, რომ ხმაა სამოცდათხუთმეტი მოკლული ქალის ბოლო ერთ წელში, რომ სახეა ორმოცდაჩვიდმეტი უდედო ბავშვის, რომ გულია ოცდათვრამეტი ჯერ უცხოვრებელის და რომ სულია ნაცემის და ქუჩაში მიგდებულის, ბინაში გამოგუდულის და დამწვარის, თავზე ნავთ დასხმულის უუნარობისგან და თავზე ლაფ დასხმულის საქმიანობისგან, რომ ქალია და რა ქნას ახლა, ქალი არ იყოს? რომ არ ჰქონდეს ძუძუ და საშო და არ უნდოდეს შვილის გაჩენა, რომ უნდოდეს სიყვარული, ოღონდ თავისებურად უნდოეს და რომ არა უშავს, თუ ახლა სისხლი მდის მლავებიდან ამ ქალების, ამ ხმების, ამ სახეების და ამ გულების, ამ სულების და ამ გონიერების სისხლი მდის მკლავებიდან, რომელიც დამისკდა, გამიშრა და გამომიშრა, გამიტორდა და დამეკუნთა და მაინც სუფთაა წყაროს წყალივით სუფთაა და უმანკოა, იმ ანგელოზივით უმანკოა გუშინ რომ მოკლეს, ცხოვრება რომ უნდოდა და არ უნდოდა ლეშს მგვანებოდა დაგდებულს საჯიჯგნად, შესარყვნელად და შესამუსრად დაგდებულს... ამ მკლავებიდან, ამ ტორებიდან მდის სიცოცხლე და მდის ტკივილი, ამოხეთქილი გაზაფხული და დამჭკნარი შემოდგომა, ამობურძგნული ზამთარი, რომელიც დამიდგა და დამიდგებოდა აბა რა იქნებოდა, მე ხომ სუსტი ვარ და მსხვერპლი ვარ, მაგრამ არ ვარ იცით? თქვენ ფიქრობთ, რომ სამშვენისი ვარ ვიღაცის, რაღაცის, არსებულის და გაბატონებულის, ჩემზე ძლიერის და სისხლის მოყვარულის, გაბერილი ეგოთი და კუნთებით, მაგრამ არ ვარ იცით? არა ვარ! ჩემი გული მძიმე ტვირთია, ტკივილი ლაქავს, რადგან უსამართლობა კვლავ არსებობს, რადგან თანასწორობა არა და არ დაგვიდგა, მე გასული საუკუნეების მძიმე ტვირთს ვიტან, მაგრამ მაინც ვიბრძვი, რადგან ჩემი სული შეუფერხებელია, ჩემი ხმა მაინც ისმის, ჩემი ხმა მწუხარე მდინარეა - ღრმა და ფართო, მაგრამ ამ მწუხარებაში ძალა ძალას იკრებს და ცვლილებების დაწყებას გეგმავს! ჩემი ხმა მოწოდებაა, რომელსაც სჯერა, რომ დაანგრევს კედლებს და დაამსხვრევს შუშის თითოეული ნატეხს იმ ჭერისას, რომელიც თავზე ზარხუფივით გადაგვეფარა და გვგუდავს შიგნით, დაამსხვრევს და მსოფლიოს დაანეხებს თანასწორობის მზეს, რომელსაც ვეღარავინ ვეღარ დაჩრდილავს, დაანახებს და გამოანათებს და ყველას გულში სინათლეს დათესავს... მაგრამ მეშინია, მეც მეშინია, რომ ერთ დღესაც დამივიწყებენ და ვფიქრობ, ისე დამივიწყებენ, ჩემი ძვალიც რომ არ დარჩება... სისხლი ამიდუღდება და გადმომეღვრება და ვიტყვი, რომ ვარსებობდი მხოლოდ იმისთვის, რომ მეცხოვრა და ვცხოვრობდი მხოლოდ იმისთვის რომ მეარსება და უნდა გადავრჩენილიყავი და სულ ეს იყო?! და გადავრჩი, ხომ ხედავთ, ხომ გითხარით, რომ გადავრჩი, მაგრამ მაინც დამივიწყეს და მიმივწყეს, გულ წასული, სხეულზე თმა დაცვენილი და გამხმარი ყვავილივით მოწყვეტილი, გამომშრალი და თვიგამანადგურებელი ძალის მქონე დამივიწყეს და დამწყევლეს და მითხრეს ღირდა კი ამად? ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და აბა რა ქენით? არ დააშავეთ? არ დამცინეთ? არ დამიწესეთ? არ განმსაზღვრეთ? აბა რა ქენით? ხომ დამივიწყეთ ისე, რომ ხორციც არ დატოვეთ ჩემგან ყვავებისთვის საჯიჯგნად... ხორციც არ დატოვეთ და მიმატოვეთ, როგორც ყვავის ბახალა ტირის გუგულის ბუდეში რომ აღმოჩნდა, ტირის დედის მოლოდინში მატლს თუ მიუტანს, რომ გამოკვებოს გადასარჩენად... დამივიწყეთ და მიმატოვეთ და დამიტოვეთ ასი ათასი იარა, ნატვრასავით რომ ამიხდა სხეულზე და ჩამანაცვლეთ, როგორც ჭურჭელი გაშლილი სუფრისას დალეული სადღეგრძელოსთვის, განსხვავებული მიხვრა-მოხვრით და ხორცისთვის დამაამებელი სევდებით სავსე, რომელიც აღარ დამრჩა... დამივიწყდეთ ისე თითქოს არც მიარსებია და არც უნდა მეარსება და რას ფიქრობთ თქვენ? არ უნდა მეარსება არსებობისთვის და არ უნდა მეცხოვრა ცხოვრებისთვის? უნდა მექნა, ვიმსაუხრებდი რადგან სულიერი ვარ, რადგან მეც ვიმსახურებ გადარჩენას მიწაზე არსებობის მოთხოვნის გარეშე... მეც ვიმსახურებ ბედნიერებას, მაგრამ ოცნებებში ვიმსახურებ მხოლოდ, რადგან ქალი ვარ ამ მიწის, ქალი ვარ ამ სოფლის, ამ უბნის, ამ წყლის და ამ კლდეების ქალი ვარ, ამ მთების და მტვრიანი გზების ქალი ვარ, ქალი ვარ მიშვილებული, გაშვილებული, გაძიძავებული და გაძიძებული ქალი ვარ; ქალი ვარ გათხოვილი და გამოთხოვილი, ქალი ვარ უუფლებო, დაუმსახურებელი, თავდახრილი, ქალი ვარ უშვილო და უძირო, ქალი ვარ განწირული ათასი შვილის დედობისთვის და ქალი ვარ განწირული უსასტიკესი ქალური გამოცდილებებისთვის და განწირული სამშობლოსთვის ვაჟკაცების საჩენად და ქალი ვარ გადადებული, როგორც მაწვნის ცხიმიანი თავი სუფრის კოვზზე ჩასაკოკლოზინებლად რომ გაამზადეს და ქალი ვარ და თვეში ერთხელ მდის სისხლი და ცხრა თვეში ერთხელ მდის ადამიანი და წელიწადში ერთხელ რძე იმ ძუძუებიდან, რომელიც მილპება... ქალი ვარ სხვებზე მეტი ტკივილით და ქალი ვარ სხვაზე მეტი გაძლებით, შერყვნილი და შეურაცხყოფილი, ქალი ვარ მოკლული შვილის და ქმრის მიერ, ქალი ვარ მოკლული, რადგან ქალი ვარ... ქალი ვარ ამ შეკრების, საღამომდე აქ ვერ გაჩეწრებული, სახლში საქმე მოყრილი ქალი ვარ, რადგან ქალი ვარ ცოლად დარქმეული, მაგრამ ბავშვი ვარ, ქალი ვარ, გაყიდული, მიყიდული და გაქცეული, ვერ გადარჩენილი და მაინც აღმდგარი ქალი ვარ, ქალი ვარ ნაღალატევი და ქალი ვარ თვითმკვლელი კაცების დაწერილ წიგნებში, ქალი ვარ გარყვნილი, მაცდური ბოროტი, ქალი ვარ აღმზრდელი, გამზრდელი, გაუზრდელი, ქალი ვარ გულწასული და უთმო, ქალი ვარ ლამაზი თქვენ როგორც გინდათ და ქალი ვარ უშნო, როგორც თქვენ ფიქრობთ, ქალი ვარ დიდი და ქალი ვარ პატარა, ქალი ვარ - სუსტი ვარ, ზოგჯერ ძლიერი, ქალი ვარ - მსხვერპლი ვარ, მაგრამ ზოგჯერ მკვლელი ვარ ქმარ-შვილის, ქალი ვარ უფრო სასტიკად გასამართლებული, გონება არეული, ჭკუიდან გადასული, სარეცხივით გაწურული, პირად ცხოვრება გამოფენილი, მონად დამდგარი, სამშობლოს სარჩენად გადახვეწილი ქალი ვარ, ქალი ვარ უშვილო, უძირო, მაგრამ მაინც ქალი ვარ! ქალი ვარ ამ მიწის, ამ ტყის, ამ ქუჩის, ქალი ვარ ამ სოფლის, ამ მდინარის, ამ ორღობის ქალი ვარ, ქალი ვარ ქალაქის, ქვეყნის და მსოფლიოს, ქალი ვარ, ნამდვილი ქალი ვარ, ქალი ვარ, რომელიც აღდგა, იბრძვის და ისმის.

,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი

პერფორმანსი ,,ქალი ვარ"

იდეის ავტორი-თამთა ტაბატაძე/ტატო გელიაშვილი
რეჟისორი/მხატვარი-ტატო გელიაშვილი
დრამატურგი-ქეთევან სამხარაძე
არტისტი-თათია თათარაშვილი

სანდრო ნიკოლაძე ,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი
02/11/2023

სანდრო ნიკოლაძე
,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი

🍂ფესტივალის სტუმრებო, თქვენს ტრანსპორტირებაზე ჩვენ ვიზრუნებთ.🚌 ️ქ. თბილისი (ორთაჭალის ავტოსადგური მიმდებარე ტერიტორია)  ...
02/11/2023

🍂ფესტივალის სტუმრებო, თქვენს ტრანსპორტირებაზე ჩვენ ვიზრუნებთ.

🚌 ️ქ. თბილისი (ორთაჭალის ავტოსადგური მიმდებარე ტერიტორია) ქ. მარნეული „შინ“–ის მწვანე სივრცე
გასვლა-17:00 საათი

ქ. მარნეული „შინ“–ის მწვანე სივრცე ქ. თბილისი (ორთაჭალის ავტოსადგური)
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 593476400 (მძღოლი)

🚌 სოფელი სადახლო (კულტურის სახლი)
გასვლა-17:00 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 577530174 (მძღოლი)

🚌 სოფ. საიმერლო (საფეხბურთო მოედანი)
გასვლა-17:00 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 598150134 (მძღოლი)

🚌 ️სოფ. წერეთელი (საფეხბურთო მოედანი)
გასვლა-17:00 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 598150134 (მძღოლი)

🚌 სოფელი თამარისი ( სკვერის მიმდებარე ტერიტორია)
გასვლა-17:00 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 577178933 (მძღოლი)

🚌 ️სოფელი ხიხანი (საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია)
გასვლა-17:00 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 577952722 (მძღოლი)

🚌 ️სოფელი მარადისი
გასვლა-17:20 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 577952722 (მძღოლი)

🚌 სოფელი ალგეთი (საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია)
გასვლა-17:00 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 577207583 (მძღოლი)

🚌️ სოფელი წერაქვი (სკოლის მიმდებარე ტერიტორია)
გასვლა-16:30 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 577489204 (მძღოლი)

🚌 ️სოფელი შაუმიანი (დევნილების დასახლება და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია)
გასვლა-17:00 საათი
დაბრუნება-22:30 საათი
📞ტელ: 577489204 (მძღოლი)

3 ნოემბერი / 18:00 / მულტიეთნიკური ფესტივალი ,,შინ" წარმოგიდგენთ სპექტაკლს ~ქალების ხმა~ლისისტრატა~რეჟისორი: თათა თავდიშ...
02/11/2023

3 ნოემბერი / 18:00 / მულტიეთნიკური ფესტივალი ,,შინ" წარმოგიდგენთ სპექტაკლს ~ქალების ხმა~ლისისტრატა~

რეჟისორი: თათა თავდიშვილი/ სცენოგრაფი კოსტიუმების მხატვარი: / ტატო გელიაშვილი/ქორეოგრაფები: ფრანჩესკა გრიმიერი დე იოანი, ერიკა ჩიკონე, ტატო გელიაშვილი/ კომპოზიტორი:სანდრო მიშელაშვილი/დირიჟორი:თორნიკე მანწკავა/მონაწილეობენ: მარიამ ყიფიანი/ანუკი ბუბუტეიშვილი/ანიკო ეზიაშვილი/მარი ენგურელი/თამარა ვანიშვილი/ნინო ნოზაძე/სალომე ესაძე/ლიზა ნიკვაშვილი/ნანა ბიბილაშვილი/

🌙ქ. მარნეული

GEO/AZE,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი~არტისტი~ქეთევან აბაშიძე" Evdə" çoxmillətli festival: Aktrisa - Ketevan Abaşidze
31/10/2023

GEO/AZE
,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი
~არტისტი~ქეთევან აბაშიძე

" Evdə" çoxmillətli festival: Aktrisa - Ketevan Abaşidze

GEO/AZE,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალიაშუღი ქალი~ნარგილე(თინა)მეჰთიევა" Evdə" çoxmillətli festival: Aşıq-Nargilə (Tina) M...
31/10/2023

GEO/AZE
,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი
აშუღი ქალი~ნარგილე(თინა)მეჰთიევა

" Evdə" çoxmillətli festival: Aşıq-Nargilə (Tina) Mehdiyeva

GEO/AZE,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი~ცოტნე ბარბაქაძე~" Evdə" çoxmillətli festival-Çotne Barbakadze
31/10/2023

GEO/AZE
,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი
~ცოტნე ბარბაქაძე~
" Evdə" çoxmillətli festival-Çotne Barbakadze

GEO/AZE,,შინ"  მულტიეთნიკური ფესტივალი არტისტი~ მა რ 🥀ა მ  ჭოხონელიძე" Evdə" çoxmillətli festival-Mariam Goxonelidze
31/10/2023

GEO/AZE
,,შინ" მულტიეთნიკური ფესტივალი
არტისტი~ მა რ 🥀ა მ ჭოხონელიძე

" Evdə" çoxmillətli festival-Mariam Goxonelidze

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, წარმოგიდგენთ მულტიეთნიკურ ფესტივალს "შინ"- ქ. მარნეულში🏹ფესტივალის მეორე სეზონი განსხვავებული...
31/10/2023

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, წარმოგიდგენთ მულტიეთნიკურ ფესტივალს "შინ"- ქ. მარნეულში🏹

ფესტივალის მეორე სეზონი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

,,შინ" ეხმიანება ქალთა უფლლებების თემებს, რადგან ქვეყანაში ქალთა უფლებები დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრობლემატურია როგორც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მხრივ არსებული ვითარება, ისე ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული რეალობა.

წარმოგიდგენთ ფესტივალის პროგრამას:


ლექცია/დისკუსია (გენდერული თანასწორობა)

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა:
წიგნის კითხვა, ილუსტრაციების გამოფენა :
,,ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან“
,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“



🔸18:00 საათი ფესტივალის გახსნა🔸

სპექტაკლი ,,ქალების ხმა“

ქორეოგრაფიული საარი (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური )

თეატრალიზებული წარმოდგენა
,,ქალი ვარ"

ფესტივალის გული-იავნანა(ქართული აზერბაიჯანული, სომხური)

თეატრალიზებული წარმოდგენა ,,სტიქია ცეცხლი"

მევიოლინეთა ანსამბლი ,,სიმი"

🔸მთავარი სცენა
სანდრო ნიკოლაძე და ბენდი
აშუღი ქალი თინა-ნარგილე მეჰთიევა
ცოტნე ბარბაქაძე
შაბან მამედოვო
მარიამ ჭოხონელიძე
მუსიკალური ბენდი ,,seenთეზი“
ფესტივალს დახურავს INFEST

🔸არმენ ჰოვანესიანის შემოქმედებითი სივრცე

ორიგინალი დეკორაციები
ურბანული ფოტოგამოფენა
სათემო სახლები
ადგილობროვი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა

📍გამოყევი ხუდია ბორჩალოელის ქუჩას და შემოგვიერთდი თავისუფალ და მწვანე საფესტივალო სივრცეში
---------------------------------------

Bu il noyabrın 3-də Marneuli Bələdiyyəsinin “Mədəniyyət Mərkəzi” çoxmillətli “Şin” festivalını təqdim edəcək🏹

Festivalın ikinci mövsümü fərqli formatda keçiriləcək.

“Şin” qadın hüquqları mövzularını təkrarlayır, çünki qadın hüquqları ölkədə ən mühüm problemlərdən biri olaraq qalır.Həm qadın və kişi bərabərliyi baxımından vəziyyət, həm də qadınlara qarşı zorakılıq reallığı problemlidir.

Festival proqramını təqdim edirik:


Mühazirə/müzakirə (gender bərabərliyi)

Marneulinin ictima Kitabxanası:
Kitab oxu, illüstrasiyalar sərgisi:
"Gürcüstanın keçmişindən qoçaq qızlar"
“Üsyankar qızlara yuxulu xəbər”



🔸 18:00 Festivalın açılışı 🔸

“Qadın səsi” tamaşası

Xoreoqrafik saat (gürcü, azərbaycan, erməni)

Teatr tamaşası
"Mən qadınam"

Festivalın ürəyi-Layla (gürcü, azərbaycan, erməni)

"Fəlakət od" teatr tamaşası

"Simi" skripkaçılar ansamblı

Əsas mərhələ
Sandro Nikoladze və qrup
Tina-Nargilə Mehtiyeva
Çotne Barbakadze
Şaban Mamedov
Mariam Coxonelidze
"Seenthezi" musiqi qrupu

🔸Armen Hovanesyanın yaradıcılıq məkanı

Orijinal bəzəklər
Şəhər fotosərgisi
İcma evləri
Yerli sahibkarların məhsullarının sərgi və satışı

📍Xudia Borçalı küçəsindən keçərək pulsuz və yaşıl festival məkanında bizə qoşulun

--------------------------------------------

Այս տարվա նոյեմբերի 3-ին Մառնեուլիի քաղաքապետարանի «Մշակութային կենտրոնը» կներկայացնի «Շին» բազմազգ փառատոնը՝ ք. Մառնեուլիում🏹

Փառատոնի երկրորդ սեզոնը կանցկացվի այլ ձևաչափով.

«Շին»-ն արձագանքում է կանանց իրավունքների թեմաներին, քանի որ կանանց իրավունքները մնում են երկրի ամենակարևոր մարտահրավերներից մեկը, խնդրահարույց են ինչպես կանանց և տղամարդկանց իրավահավասարության, այնպես էլ կանանց նկատմամբ բռնության իրողությունը։

Ներկայացնում ենք փառատոնի ծրագիրը.


Դասախոսություն/քննարկում (գենդերային հավասարություն)

Մառնեուլիի հանրային գրադարան.
Գրքի ընթերցում, նկարազարդումների ցուցահանդես.
«Լավ աղջիկները Վրաստանի անցյալից».
«Քնկոտ լուր ըմբոստ աղջիկների համար».

🔸 18:00 Փառատոնի բացում 🔸

«Կանանց ձայնը» ներկայացումը.

խորեոգրաֆիկ սաար (վրացական, ադրբեջաներեն, հայկական)

Թատերական ներկայացում
«Ես կին եմ»

Փառատոնային օրորոցային սիրտը (վրացերեն, ադրբեջաներեն, հայկական)

«Ստիչին կրակ է» թատերական ներկայացում.

«Սիմի» ջութակահարների անսամբլ

Հիմնական փուլը
Սանդրո Նիկոլաձեն և խումբը
Աշուղ կին Թինա-Նարգիլե Մեհթիևա
Ցոտնե Բարբակաձե
Շաբան Մամեդովի
Մարիամ Չոխոնելիձե
«Սենթեզի» երաժշտական ​​խումբ

🔸Արմեն Հովհաննիսյանի ստեղծագործական տարածք

Օրիգինալ զարդեր
Քաղաքային լուսանկարների ցուցահանդես
Համայնքային տներ
Տեղական ձեռնարկատերերի արտադրանքի ցուցահանդես-վաճառք

📍Քայլեք Խուդիա Բորչալոելի փողոցով և միացեք մեզ ազատ և կանաչ փառատոնային տարածքում

-,,შინ" არის მულტიეთნიკური ფესტივალი, ეთნიკური ტოლერანტობის მკაფიო გზავნილით.ფესტივალის მიზანია-კულტურული დიალოგის გზით,...
31/10/2023

-,,შინ" არის მულტიეთნიკური ფესტივალი, ეთნიკური ტოლერანტობის მკაფიო გზავნილით.
ფესტივალის მიზანია-კულტურული დიალოგის გზით, ხელი შეუწყოს ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებას / ნდობის ხიდების შენებას.
-------------------------------------------------
-"Şin" etnik tolerantlığın aydın mesajı olan çoxmillətli festivaldır.
Festivalın məqsədi etnik qruplar arasında qarşılıqlı anlaşmanı təşviq etmək və mədəni dialoq vasitəsilə etimad körpüləri qurmaqdır.
--------------------------------------------------
"Շին"-ը բազմազգ փառատոն է հանդուրժողականության հստակ ուղերձով, փառատոնի նպատակն է մշակույթային երկխոսության միջոցով աջակցել ազգային խմբերի միջև վստահության և հաղորդակցության գործընթացին։
--------------------------------------------------
'Shin'is a multiethnic festival with a clear message of ethnic tolerance.
The aim of the festival is to help built empathy and trust between ethnic groups through cultural dialogue.

,,შინ" ბრუნდება! 3 ნოემბერს, ქ. მარნეულში, მულტიეთნიკური ფესტივალი გაიმართება✨,,შინ" არსებული ფესტივალებისგან განსხვავებ...
31/10/2023

,,შინ" ბრუნდება!

3 ნოემბერს, ქ. მარნეულში, მულტიეთნიკური ფესტივალი გაიმართება✨

,,შინ" არსებული ფესტივალებისგან განსხვავებული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებაა, რომელიც შეიქმნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების: ენის, ტრადიციების, შემოქმედებითი ნიმუშების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის იდეით.
-----------------------------------------------

"Şin" geri qayıdır!

Noyabrın 3-də Marneulidə çoxmillətli festival keçiriləcək.

“Şin” bələdiyyədə yaşayan etnik qrupların kimlik elementlərinin: dilin, adət-ənənələrin, yaradıcılıq nümunələrinin, mədəni irsin qorunub saxlanılması, inkişaf etdirilməsi və populyarlaşdırılması ideyası ilə yaradılan mövcud festivallardan fərqli mədəni-yaradıcılıq tədbiridir. .
-----------------------------------------------

«Շին» վերադառնում է!

Նոյեմբերի 3-ին քաղաք Մառնեուլիում կանցկացվի բազմազգ փառատոն։

«Շին»-ը գոյություն ունեցող փառատոններից տարբերվող մշակութային-ստեղծագործական միջոցառում է, որը ստեղծվել է քաղաքապետարանում ապրող էթնիկ խմբերի ինքնության տարրերի պահպանման, զարգացման և հանրահռչակման գաղափարով՝ լեզու, ավանդույթներ, ստեղծագործական օրինաչափություններ, մշակութային ժառանգություն։ .

მულტიეთნიკური ფესტივალი ,,შინ" ბრუნდება!ფესტივალის მზადება აქტიურ ფაზაშია✨შევხვდებით 3 ნოემბერს✨
25/10/2023

მულტიეთნიკური ფესტივალი ,,შინ" ბრუნდება!
ფესტივალის მზადება აქტიურ ფაზაშია✨

შევხვდებით 3 ნოემბერს✨

მულტიეთნიკური ფესტივალი, რომელსაც ყველა ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, ბრუნდება✨ 2023 ახლოვდება✨🌙მოვემზადოთ ახალი შთაბ...
15/06/2023

მულტიეთნიკური ფესტივალი, რომელსაც ყველა ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით,
ბრუნდება✨

2023 ახლოვდება✨

🌙მოვემზადოთ ახალი შთაბეჭდილებებისთვის

15/06/2023
 ალგეთის ჭალაში🌙
14/06/2022

ალგეთის ჭალაში🌙

დღეს🌙ალგეთის ჭალაში
12/06/2022

დღეს🌙

ალგეთის ჭალაში

Address

Marneuli
3000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შინ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share