For Future

For Future ქ.რუსთავის №22 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი

🔖ჩვენი კლუბის სამოქმედო გეგმით გაწერილი შემეცნებითი და გასართობი პარასკევების ციკლი დღეიდან დაიწყო🎯🖼🎭🎈🔖კლუბის აქტიური წე...
04/10/2024

🔖ჩვენი კლუბის სამოქმედო გეგმით გაწერილი შემეცნებითი და გასართობი პარასკევების ციკლი დღეიდან დაიწყო🎯🖼🎭🎈
🔖კლუბის აქტიური წევრები ნინო გელავა და ნია ნიჟარაძე კლუბში გაწევრიანების მსურველ მოსწავლეებს სახალისო ენერჯაიზერებითა და შემეცნებითი თამაშებით მასპინძლობს🪇🎼🔊📢
🔖ჩვენთან მუდმიდავ თანხვედრაშია საჭირო და საინტერესო აქტივობები!❤️

სამოქალაქო განათლების კლუბის მოქმედი წევრები კლუბის პოპულარიზაციას და მასში ახალი წევრების მოზიდვას ახორციელებენ, სასკოლ...
04/10/2024

სამოქალაქო განათლების კლუბის მოქმედი წევრები კლუბის პოპულარიზაციას და მასში ახალი წევრების მოზიდვას ახორციელებენ, სასკოლო საზოგადოებას აცნობენ კლუბის სტრუქტურას, გამოცდილებას, მომავალი სასწავლო წლის სამოქმედო გეგმას და მოუწოდებენ კლუბში აქტიურად ჩართვას.

🔖ჩვენი კლუბის აქტიური წევრები ანა მარგალიტაძე, სალომე ჩხაიძე და ლაურა გელავა, სკოლაში დაგეგმილ "მე ვიწყებ" ღონისძიებას შ...
07/06/2024

🔖ჩვენი კლუბის აქტიური წევრები ანა მარგალიტაძე, სალომე ჩხაიძე და ლაურა გელავა, სკოლაში დაგეგმილ "მე ვიწყებ" ღონისძიებას შეუერთდნენ. ისინი, ამჟამინდელი მეექვსე კლასელების წინაში, თავიანთი საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილებით წარსდგნენ, სამოქალაქო განათლების საგნისა და მის ფარგლებში შექმნილ კლუბების საქმიანობასა და მათ ჩართულობაზე ესაუბრნენ.
🔖 შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში სწორი მოლოდინებისა და მოტივაციის ამაღლებაა ახალი საგნებისადმი, რომლებსაც მეშვიდე კლასიდან შეუდგებიან.
🔖წარმატებები კლუბის აქტიურ წევრებს და მომავალი წლის მეშვიდე კლასელებს.

🔖სასკოლო დებატების ტურნირი გაიმართა დღეს, ჩვენი სკოლის დებატ კლუბის ოთახში.🔖სადებატო რეზოლუცია საკმაოდ მწვავე და მნიშვნე...
31/05/2024

🔖სასკოლო დებატების ტურნირი გაიმართა დღეს, ჩვენი სკოლის დებატ კლუბის ოთახში.
🔖სადებატო რეზოლუცია საკმაოდ მწვავე და მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა " ქვეყნის განვითარება განათლების დონის წამოწევით უნდა მოხდეს!"
🔖ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრაც ამ საკითხისადმი, მოზარდთა საინტერესო იდეებითა და დამაჯერებელი მოსაზრებებით იყო გაჯერებული.
🔖დებატების მსაჯებად, მეტი ობიექტურობისთვის, ქალაქის სხვა სკოლიდან წარმატებული მოდებატე მოსწავლეები იყვნენ მოწვეულნი.
🔖მსაჯების მხრიდან დასახელდნენ საუკეთესო სპიკერები და ასევე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, თუმცა ერთხმად აღიარეს რომ ასეთ მნიშვნელოვან აქტივობაში მონაწილეობა, მათი ფუნქციური უნარების უდაო წამოწევაა და შესაბამისად ყველას გამარჯვებაა.
🔖უამრავი წარმატება დებატ-კლუბს და მის დაუღალავ, მშრომელ და პასუხისმგებლიან ხელმძღვანელ გოგოებს ანა მარგალიტაძეს და გვანცა გვენცაძეს.

🏆ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მიმართულება დებატ-კლუბი, ანა მარგალიტაძის და გვანცა გვენცაძის ხელმძღვანელობით, კვლავ აგრძელებს აქ...
17/05/2024

🏆ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მიმართულება დებატ-კლუბი, ანა მარგალიტაძის და გვანცა გვენცაძის ხელმძღვანელობით, კვლავ აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას.
🏆ამჯერად მათი მიზანია სასკოლო საზოგადოების გაერთიანება და შერეული შემადგენლობით დებატების სასკოლო ტურნირის გამართვა.
🏆შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და მსაჯებად, ქალაქის სხვადასხვა სკოლიდან თავიანთი თანატოლები, დებატების საქალაქო ტურნირის საუკეთესო სპიკერები იქნებიან მოწვეულნი.
🏆დასწრება თავისუფალი იქნება ყველა დაინტერესებული მოსწავლისა თუ მასწავლებლისთვის, საინტერესო და მნიშვნელოვან რეზოლუციაზე კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკურ დებატებს გვპირდებიან.

🔖სიქასა და პროფესიოს მიერ ორგანიზებულ დებატების საქალაქო ტურნირში ჩვენი სკოლის დებატ კლუბი აქტიურად ჩაერთო. 🔖ისინი საკმა...
14/05/2024

🔖სიქასა და პროფესიოს მიერ ორგანიზებულ დებატების საქალაქო ტურნირში ჩვენი სკოლის დებატ კლუბი აქტიურად ჩაერთო.
🔖ისინი საკმაოდ წარმატებული ნაბიჯებით გავიდნენ თამაშის ფინალში და ფინალური შეხვედრაც არანაკლებ დამაჯერებლობითა და შემართებით აწარმოეს.
🔖მართალია, ამჯერად მეორე ადგილის მფლობელობას დაჯერდნენ, თუმცა მათი მოტივაცია და სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ბევრ წარმატებას უქადის.
🔖ჩვენი დებატ კლუბის საუკეთესო სპიკერები იყვნენ მე-11 კლასელი ჯუბა ლომინაშვილი, მე-9 კლასელი ანა მარგალიტაძე და მე-8 კლასელი მარიამ ლიპარიშვილი.

🌏დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა შეიმუშავეს საინფორმაციო ბროშურები დედამიწის საათის შესახებ  და გაავრცელ...
22/04/2024

🌏დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა შეიმუშავეს საინფორმაციო ბროშურები დედამიწის საათის შესახებ და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში.
⏰️დღეს, 21:00 დროით ერთი საათით გამოვრთოთ ელექტროენერგია და გავუფრთხილდეთ დედამიწას!

🌍დედამიწის დღეს ჩვენი სკოლის საზოგადოებაც აქტიურად გამოეხმიანა.🏜კლუბის წევრთა ორგანიზებით განხორციელებულ დასუფთავების აქ...
22/04/2024

🌍დედამიწის დღეს ჩვენი სკოლის საზოგადოებაც აქტიურად გამოეხმიანა.
🏜კლუბის წევრთა ორგანიზებით განხორციელებულ დასუფთავების აქციას, სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის პედაგოგებიც საგნობრივ ჭრილში კიდევ უფრო კონკრეტული აქტივობებით შეუერთდნენ.
🌞ერთიანი ძალებით მოხდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, ნიადაგის გაფხვიერება და ნერგების დარგვა.
🌍დედამიწა ჩვენი დედაა!♥️

მიუხედავად კვირა დღისა დებატ-კლუბი აქტიურად მუშაობს ❤️❤️
21/04/2024

მიუხედავად კვირა დღისა დებატ-კლუბი აქტიურად მუშაობს ❤️❤️

📌ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მიმართულება დებატების წარმოებაა.📌სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობენ კლუბის აქტიური წევრები ან...
19/04/2024

📌ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მიმართულება დებატების წარმოებაა.
📌სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობენ კლუბის აქტიური წევრები ანა მარგალიტაძე და გვანცა გვენცაძე. ისინი აქტიურად ემზადებიან სასკოლო დებატების ტურნირის გასამართად, რისთვისაც სისტემატურ რეჟიმში აკეთებენ შეხვედრებს და საინფორმაციო ტიპის შეხვედრის გარდა, მოხალისეებს სპონტანურად გამართულ დებატებში დებიუტანტობასაც სთავაზობენ.
📌საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები თავისუფლად ახერხებენ გუნდში კოლაბორაციას და ტოლს არ უდებენ მოწინააღმდეგეებს. 📌წარმატებები ჩვენს მოაზროვნე მოსწავლეებს და დებატ-კლუბის ხელმძღვანელ გოგოებს❤️❤️

🔖თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📘📗🔖მე-9 კლასელები: სალომე ჩხაიძე და ნინო ვალიშვილი.🔖საკითხი: ტოლერანტობა🔖კლასი: მე-...
19/04/2024

🔖თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📘📗
🔖მე-9 კლასელები: სალომე ჩხაიძე და ნინო ვალიშვილი.
🔖საკითხი: ტოლერანტობა
🔖კლასი: მე-3 ე

🔖თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📘📗🔖მე-10 კლასელები: ბაია მებურიშვილი და სოფო სარქისოვა🔖საკითხი: შინაური ცხოველები🔖კ...
15/04/2024

🔖თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📘📗
🔖მე-10 კლასელები: ბაია მებურიშვილი და სოფო სარქისოვა
🔖საკითხი: შინაური ცხოველები
🔖კლასი: მე-3 ე

პროექტული სწავლების ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა❤️მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაამბობ...
15/04/2024

პროექტული სწავლების ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა❤️მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაამბობი" და მის წარმომადგენელს ქალბატონ გვანცა კორძახიას ჩვენ სკოლაში სტუმრობისთვის❤️❤️❤️

🔖თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📘📗🔖მე-10 კლასელი ნათია კუჭავა და მე-11 კლასელი ელენე გუნდიშვილი.🔖საკითხი: სამშობლოს...
12/04/2024

🔖თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📘📗
🔖მე-10 კლასელი ნათია კუჭავა და მე-11 კლასელი ელენე გუნდიშვილი.
🔖საკითხი: სამშობლოს ტრადიციები.
🔖კლასი: მე-4 ა

🔖თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📗📗🔖 მე-9 კლასელი ანა მარგალიტაძე და მე-10 კლასელი გვანცა გვენცაძე🔖საკითხი: საქართვე...
12/04/2024

🔖თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📗📗
🔖 მე-9 კლასელი ანა მარგალიტაძე და მე-10 კლასელი გვანცა გვენცაძე
🔖საკითხი: საქართველოს საგანძური
🔖კლასი: მე-4 გ

სამოქალაქო განათლების კლუბის ერთ-ერთი მიმართულება დებატებია, სწორედ ამ კუთხით დახელოვნებას ემსახურება პროფესიოში ჩვენი ვ...
09/04/2024

სამოქალაქო განათლების კლუბის ერთ-ერთი მიმართულება დებატებია, სწორედ ამ კუთხით დახელოვნებას ემსახურება პროფესიოში ჩვენი ვიზიტი.
ვემზადებით დებატების საქალაქო ტურნირისთვის🥰💯✊️
გვანცა გვენცაძე და ანა მარგალიტაძე.

თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📗📘მე-10 კლასელები: ლაურა გელავა და ქეთი ბიწაძე.საკითხი: სახელმწიფო სიმბოლიკები🇬🇪კლას...
05/04/2024

თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📗📘
მე-10 კლასელები: ლაურა გელავა და ქეთი ბიწაძე.
საკითხი: სახელმწიფო სიმბოლიკები🇬🇪
კლასი: მე-3გ

თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📘📗🔖მე-8 კლასელები: თამარ გუმბერიძე და რუსუდან ბიწაძე.🔖საკითხი: გარემოს დაცვა.🔖კლასი:...
04/04/2024

თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📙📘📗
🔖მე-8 კლასელები: თამარ გუმბერიძე და რუსუდან ბიწაძე.
🔖საკითხი: გარემოს დაცვა.
🔖კლასი: მე-3 დ

თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📙📘📗📖🔖მე-8 კლასელები: ნინო გელავა და ნია ნიჟარაძე.🔖საკითხი: ჩვენ ტოლერანტები ვართ!🔖კლას...
04/04/2024

თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📙📘📗📖
🔖მე-8 კლასელები: ნინო გელავა და ნია ნიჟარაძე.
🔖საკითხი: ჩვენ ტოლერანტები ვართ!
🔖კლასი: მე-3ა

თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📒📕📘📙🔖მე-9 კლასელი: ნინო ბარამიძე🔖საკითხი: ეროვნული დღესასწაულები.🔖კლასი: მე-4 ბ
04/04/2024

თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი 📚📚📚📒📕📘📙
🔖მე-9 კლასელი: ნინო ბარამიძე
🔖საკითხი: ეროვნული დღესასწაულები.
🔖კლასი: მე-4 ბ

კლუბის მიერ დაგეგმილი თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი დღეს შევიდა აქტიურ ფაზაში📚📚📚 საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეე...
04/04/2024

კლუბის მიერ დაგეგმილი თანატოლ-განმანათლებელთა პროექტი დღეს შევიდა აქტიურ ფაზაში📚📚📚 საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, "მე და საზოგადოება" საგნის ფარგლებში, მასწავლებლის რანგში წარსდგნენ მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებთან.
თვალი გვადევნეთ და სათითაოდ შემოგთავაზებთ თითოეულ გაკვეთილს.
🔖მე-9 კლასელები: ლილე ჭიპაშვილი და ნინო ბეკოშვილი.
🔖საკითხი: ინტერნეტ უსაფრთხოება.
🔖კლასი: მე-4დ

ვემზადებით კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო პროექტისთვის❤️დაგველოდეთ... ☺️😉🥰
29/03/2024

ვემზადებით კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო პროექტისთვის❤️
დაგველოდეთ... ☺️😉🥰

ჩვენი კლუბის გამორჩეულად აქტიური წევრები, დღეს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას ეწვია. საინფორმაციო დ...
28/03/2024

ჩვენი კლუბის გამორჩეულად აქტიური წევრები, დღეს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას ეწვია. საინფორმაციო და ინტერაქციული შეხვედრა მოსწავლეებისთვის, საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა.ისინი დაესწრნენ სხვადასხვა გაკვეთილს და თავადაც ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა სტანდარტული გაკვეთილებისგან. გაეცნენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბური მუშაობის საინტერესო პრაქტიკას, თავადაც ისაუბრეს ჩვენი კლუბის საქმიანობაზე და გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებაც.
P.s სამწუხაროდ, ლიმიტირებული რაოდენობის გამო მხოლოდ 4 მოსწავლისთვის გახდა შესაძლებელი ამ ვიზიტში მონაწილეობა.

"46+1" მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს ❤️კლუბის წევრთა ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელებული აქტივობა, დაუნის სინ...
21/03/2024

"46+1" მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს ❤️
კლუბის წევრთა ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელებული აქტივობა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

✅️თანატოლ განმანათლებელთა როლი არაჩვეულებრივად მოირგეს ჩვენი კლუბის აქტიურმა წევრებმა, მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა ქეთევა...
04/03/2024

✅️თანატოლ განმანათლებელთა როლი არაჩვეულებრივად მოირგეს ჩვენი კლუბის აქტიურმა წევრებმა, მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა ქეთევან ბიწაძემ და ლაურა გელავამ. ისინი მერვე კლასელთა წინაშე, სწორედ იმ ტრენინგ მოდულით წარსდგნენ, რომელსაც სულ რაღაც ორი კვირის წინ, თავად დაესწრნენ სიქას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.
✅️კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა იყო მათი შეხვედრის მთავარი საკითხი.
✅️შეხვედრა იყო როგორც ლექციური, ასევე ინტერაქციული ხასიათის, რაც დიდ ინტერესსა და მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებდა მოსწავლეების მხრიდან.
✅️კლუბის გადაწყვეტილებით თანატოლ განმანათლებელთა შეხვედრები ერთ-ერთი მიმართულება იქნება მათი საქმიანობის.

Address

Rustavi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when For Future posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Category


Other Event Planners in Rustavi

Show All