A Party

A Party Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from A Party, Event Planner, Tbilisi.

”A-Party” - ეს არის ახალი სადღესასწაულო გასართობი ცენტრი 3-15 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელიც ქარვასლაში, ცოტნე დადიანი #7 მდებარეობს.

”A-Party” - ეს, პირველ რიგში, უნიკალური სამეტაპიანი ლაბირინთია, სადაც ბავშვებს დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება. პირველ ეტაპზე მათ ჯადოსნური სარკეების გამოცანები უნდა გამოიცნონ, მეორე ეტაპზე - ეგვიპტური ლაბირინთი გაიარონ, ხოლო მესამე ეტაპზე-

ლაზერული ლაბირინთი გადალახონ.
დღესასწაული ძირითად დარბაზში გრძელდება, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს სხვადასხვა მუსიკალურ და საცეკვავო თამაშებს ვთავაზობთ. თანამედროვე აპარატურის დახმარებით, თამაშები ვიზუალურად და მუსიკალურად საინტერესოდ და ხარისხიანად არის გაფორმებული. დიდ ეკრანზე მუშაობს x-box kinect

სადღესასწაულო ცენტრი მუშაობს ყოველდღე. სტანდარტული დღესასწაული 2,5 საათი გრძელდება და მისი დაჯავშნა მინიმუმ 2 დღით ადრე ხდება. პროგრამა ასაკისა და ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით იგეგმება. სტუმრების რაოდენობის გათვალისწინებით, პროგრამის წამყვანს ეხმარება 2 ან 3 ანიმატორი. დღესასწაულს მუსიკალურად აფორმებს DJ.

ჩვენი ძირითადი საქმიანობა დაბადების დღის ორგანიზებაა, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენთან შესაძლებელია სასწავლო წლის დასრულების ან ნებისმიერი სხვა დღესასწაულის აღნიშვნა. სტანდარტული მენიუს გარდა, გთავაზობთ თქვენი სურვილით ან დიზაინით გაფორმებულ ტორტს, მაღალი კლასის ფოტო-ვიდეო მომსახურებას, ფოიერვერკებს და სხვა სიურპრიზებს. თქვენ არ მოგიწევთ არც ერთ დეტალზე ზრუნვა, აქვე ადგილზე მოგიგვარებთ ყველა წვრილმანს! ეწვიეთ სადღესასწაულო ცენტს ”A-Party” ქარვასლაში და აქციეთ თქვენი შვილის დაბადების დღე დაუვიწყარ ზეიმად!

Address

Tbilisi
0180

Opening Hours

Monday 12:00 - 20:00
Tuesday 12:00 - 20:00
Wednesday 12:00 - 20:00
Thursday 12:00 - 20:00
Friday 12:00 - 20:00
Saturday 12:00 - 20:00
Sunday 12:00 - 20:00

Telephone

+995322663566

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when A Party posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to A Party:

Share

Category



You may also like