BALLROOM-ის მიზანი ქვიარ კულტურის ისტორიული მემკვიდრეობის განვითარება და გაგრძელებაა
Address
13 Sofiko Chiaureli Street
Tbilisi
0159
Opening Hours
Wednesday | 14:00 - 12:00 |
Thursday | 14:00 - 12:00 |
Friday | 14:00 - 03:00 |
Saturday | 14:00 - 03:00 |
Sunday | 14:00 - 12:00 |
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when BallRoom Bar posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Shortcuts
BALLROOM
BALLROOM ანდერგრაუნდ ქვიარ სუბკულტურაში (ძირითადად ჰარლემში, ნიუ იორკი, აშშ), წარმოადგნედა უსაფრთხო სივრცეს, სადაც ყველაზე მარგინალიზებული (გენდერულად არაკონფორმული, უსახლკარო, შავკანიანი/ლათინოამერიკელი და დაბალი სოციალური კლასის) ქვიარ ადამიანები იკრიბებოდნენ და ბალებს (“Ball”) აწყობდნენ. ბალებზე ქვიარები გამოდიოდნენ (“walk”) სხვადასხვა კატეგორიებში ცეკვით და/ან დრეგ პერფორმანსით და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პრიზების ასაღებად. სწორედ ბოლრუმ კულტურაში წარმოიშვა და განვითარდა დრეგ კულტურა (drag) და ცეკვის სტილი - ვოუგინგი (Voguing). ბოლრუმ კულტურამ ასევე ხელი შეუწყო ჰაუს მუსიკის ახალი ფორმების და ელეტრონული მუსიკის სხვადასხვა ფორმების განვითარებას.
BALLROOM ამ ანდერგრდაუნ კულტურის ისტორიული მემკვიდრეობის საქართველოში განვითარების ხელშეწყობას და მის გაგრძელებას მოიაზრებს. BALLROOM იქნება ქვიარ ფემინისტური ვეგეტერიანული კაფე-ბარი, სადაც მოეწყობა საჯარო ლექციები, გამოფენები, დრეგ და სხვა პერფორმანსები, ფილმის ჩვენებები, ქვიარ ღამეები და სხვა ღონისძიებები. BALLROOM-ის მიზანია ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა თემის მობილიზებისა და გაძლიერებისათვის და ქვიარ ფემინისტური ხელოვნების შექმნის ხელშეწყობა. იგი სოციალური საწარმოს ფორმით იარსებებს და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქართველოში ქვიარ ადამიანებისთვის თავშესაფრის გახსნას და ფუნქციონირებას.