
10/06/2024
როცა სტუმრები ბავშვურად ლაღები ხდებიან და თავს საკუთარ ეზოში გრძნობენ, ამით გვიმტკიცდება აზრი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა ☀️
თბილისიდან 30 კილომეტრში,ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, ქაოსიდან სიმშვიდეში,ამო ისუნთქე. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით577042034
(80)
Tetritskaro
0178
Be the first to know and let us send you an email when Orbeti Green Space posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Send a message to Orbeti Green Space:
რამდენიმე წლის წინ, თბილისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოში გაიხსნა იდეალურად მოწყობილი სივრცე „ორბეთი გრინ სფეისი“, რომელიც განკუთვნილია ღონისძიებებისთვის, გართობისა და დასვენებისთვის. თავდაპირველად აქ მხოლოდ ექსკურსიები და კორპორატიული შეკრებები იმართებოდა, 2017 წლიდან დღემდე კი ორბეთის მწვანე სივრცე მასპინძლობს როგორც კორპორატიულ ღონისძიებებს და ექსკურსიებს, ისე ქორწილებს, წინასაქორწილო წვეულებებს, დაბადების დღეებს, კარვების ტურს, კინოჩვენებებს და მუსიკალურ ღონისძიებებს.
ამ წლების განმავლობაში, „ორბეთი გრინ სფეისი“ იდეალურად აღიჭურვა იმ ინვენტარითა და აპარატურით, რაც საჭიროა დაუვიწყარი გართობისთვის. ტერიტორიაზე არის როგორც ღია, ისე დახურული სივრცე, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ღონისძიება დაიგეგმოს ნებისმიერ ამინდში.
გასული წლებისგან განსხვავებით, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილი მწვანე სივრცე წელს არც ზამთარში შეწყვეტს ფუნქციობას, გახდება არაერთი საინტერესო ღონისძიების მასპინძელი და კიდევ ბევრ სტუმარს გააოცებს ულამაზესი ბუნებით, ხედებით და სუფთა ჰაერით.