13/05/2024
Rockაიას საორგანიზაციო ჯგუფის განცხადება
დღეს, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი - "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
მიგვაჩნია, რომ ახლა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს ისტორიული არჩევნის და ევროპული ფასეულობების დაცვა.
📍ამ ეტაპისთვის Rockაია წყვეტს მუშაობას და არსებული ძალებითა და რესურსებით მხარს დაუჭერს აქციების ორგანიზებას ქუთაისში, Rockაია მზად არის მუსიკალურად გაამრავალფეროვნოს აქციები.
შესაბამისად Rockაია აქტიურად უერთდება საქართველოში მიმდინარე აქციებს და აგრძელებს ბრძოლას საერთო ევროპული მიზნის მისაღწევად.
#საქართველოსგზაევროპულია